კოსმეტიკის ანტიასაკობრივი ნაკრები სახის აღმდგენი კომპლქსით – ABSOLUE ROYALE L’OR აძლიერებს იმუნიტეტსა და კანის დამცავ თვისებებს. „ოქროს“ პეპტიდი Golden Collagenine კომპლექსის შემადგენლობაში კოლაგენის დონეს 200 პროცენტით ზრდის, „თხევადი“ ოქრო – დამასკოს ვარდის ზეთი: ზრდის ელასტიკურობას, კვებავს და ასწორებს კანს.
-
სახის აღმდგენი კომპლექსური კრემი
უზრუნველყოფს აღდგენასა და ასაკის ყველა ხილული გამოვლინების კომპლექსურ კორექციას.
დამატებითი აქტიური ინგრედიენტები: COVA B TROX – ბოტოქსის უსაფრთხო ალტერნატივა. ხელს უწყობს კუნთების მოდუნებას და ასწორებს ნაოჭებს.
GATULINE® RENEW – აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას, აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და ფერს.
-
სახის აღმდგენი შრატი
კანის ყველაზე ღრმა ფორებშიც კი ეფექტურად აღადგენს უჯრედებს, უზრუნველყოფს სიმკვრივესა და სახის კონტურების სიმკვეთრეს.
დამატებითი აქტიური ინგრედიენტები:
DERMOTENSEUR™ – განაპირობებს წამიერ ეფექტსა და ხანგრძლივ ლიფტინგს, შესამჩნევად ასწორებს და ამაგრებს კანს.
OLIGOGELINE™ იცავს კანს ნეგატიური ფაქტორებისგან, აძლიერებს კანის უჯრედების ადგილობრივ იმუნიტეტს.
-
მაკორექტირებელი ბალზამი თვალის ირგვლის კანისთვის
წამიერად ასწორებს ნაოჭებს თვალის ირგვლივ, ხსნის დაღლილობის კვალს, ფარავს უპეების სიშავეს.
-
დამატებითი აქტიური ინგრედიენტები:
DERMAXYL® – აქრობს კანის ასაკობრივ დაზიანებებს, ამცირებს თვალის ირგვლივ ნაოჭების სიღრმესა და გამომსახველობას.
შუქრეფლექტორული პიგმენტები – განაპირობებს კანის რბილი ნათების ეფექტს, ახდენს ფერის კორექტირებას.
michelle-ciel –
ეს კრემი არის ბრენდ სიელის Absolue Royale L’Or სერიის გვირგვინი. ღირს ყოველი თეთრი, რასაც მწარმოებელი ითხოვს! პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ კრემი ძალიან ადვილად ნაწილდება კანზე და ძალიან სწრაფად შეიწოვება მასში.
მომეწონა, რომ კრემი კარგად ატენიანებს და კვებავს კანს. და ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს კანის ხარისხსა და მდგომარეობაზე. ამ კრემის გამოყენების დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ ჩემი კანი შეხებისას უფრო ხავერდოვანი და გლუვი გახდა, კანის ნაცრისფერი იერი გაქრა.