გაიცანით, ბრენდი LE LABO
ბრენდი Le Labo შექმნეს ჯორჯო არმანის მარკეტინგის განყოფილების ექს-მენეჯერებმა – ფაბრის პენომ და ედუარდ როშმა. მათ 2006 წელს ნიუ-იორკში, ელიზაბეთ-სთრითზე გახსნეს Le Labo-ს პირველი ბუტიკი, ინვესტორების მხარდაჭერისა და რეკლამის გარეშე, ვინაიდან, იცოდნენ, რომ რეკლამა და ცრუ დაპირებების მიცემა მათ სასარგებლოდ არ იმუშავებდა.
ამის ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს აქცენტი გააკეთებინათ წარმოების ტრადიციულ მეთოდებზე. 2011 წელს შქმნილმა სუნამომ – Santal 33-მა დიდი ფურორი გამოიწვია სუნამოს გურმანებში.