გაფილტრვა

მზისგან დამცავი კრემი

mzis-kremi-surati

მზის კრემი ერთ ერთი შეუცვლელი ატრიბუტია მზისგან კანის დასაცავად. ზაფხულში ჩვენს კანს განსაკუთრებული დაცვა სჭირდება: ინტენსიური მზე ლამაზ რუჯს გვჩუქნის. თუმცა, მას შეუძლია კანი გამოგვიშროს, ეს კი, კანის ნაადრევ დაბერებას იწვევს. გიყვართ დროის პლაჟზე გატარება? მთებში ლაშქრობა? თუ დიახ, მაშინ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთიმიტომ რომ  არსებობს საშიშროება. როგორ შეგიძლიათ თავის დაცვა?

მზის სხივები, რომელიც დედამიწაზე აღწევს, ინფრაწითელ სხივებთან ერთად, A და B ულტრაიისფერი სხივებისგან შედგება (UVA და UVB). საბედნიეროდ, მზისგან წარმოქმნილ კოსმოსურ, გამა და რენტგენის გამოსხივებას ატმოსფერო შთანთქავსსამწუხაროდ, ოზონის შრეს ბევრ ადგილას ხვრელები უჩნდება. და მზეზე ყოფნა უფრო საშიში ხდება.

ულტრაიისფერი სხივები აშრობს ჩვენს კანს და აღწევს კანის ბოჭკოებში, რაც ნაოჭების ნაადრევ  გაჩენას იწვევს. ასევე, ულტრაიისფერი სხივების დიდი რაოდენობა აქვეითებს  იმუნურ სისტემას, რამაც შეიძლება კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი.

mzisga-datsva-surati

რა უნდა გააკეთოთ?

მცხუნვარე მზეზე მოკლე ხნითაც რომ იყოთ, კანი დაცვას ყოველდღე საჭიროებს. მზისგან დასაცავად სპეციალისტები გვირჩევენ მზის კრემები ან ლოსიონები გამოვიყენოთ. როგორ შეგიძლიათ აარჩიოთ მზისგან დამცავი საშუალებები? შეამოწმეთ მისი დაცვის კოეფიციენტი (SPF). რაც უფრო მაღალია ეს ციფრი მზის კრემში, მით უფრო დამცავია ის. თუ თეთრი და ნაზი კანი გაქვთ, უფრო მაღალი კოეფიციენტის მქონე მზის კრემები გჭირდებათ. მაგრამ საჭიროა სიფრთხილე: აღნიშნული კოეფიციენტი (SPF) ნიშნავს, რომ კრემი მხოლოდ UVB გამოსხივებისგან იცავს. ამიტომ უპირატესობა უფრო ისეთ კრემებს მიანიჭეთ, რომლებიც გამოსხივების ფართო დიაპაზონისგან დაგიცავთ, რაშიც UVA გამოსხივებაც შედის.

ბავშვები, განსაკუთრებით კი თეთრი კანით, მზის მიმართ ყველაზე მგრძნობიარენი არიან. გარდა ამისა, ერთი პუბლიკაციის თანახმად, (Fotoproteção), ისინი უფროსებზე მეტ დროს ატარებენ მზეზე. ამ გამოცემაში ნათქვამია, რომ 18 წლამდე მოზარდის კანის დასაცავად გადადგმული ნაბიჯები დიდად შეამცირებს კანის კიბოს განვითარებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, მზისგან დამცავი კრემები მათაც გამოიყენონ.

დაიცავით თქვენი კანი მზისგან!

  • თავი აარიდეთ მზეზე ყოფნას 10-დან 16 საათამდე, ვინაიდან ამ დროს მზე ყველაზე აქტიურია.
  • ღრუბლიან დღეებშიც გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი, რომელიც UVA და UVB გამოსხივებისგან დაგიცავთ და რომლის კოეფიციენტი 15 ან უფრო მაღალია.
  • მზეზე ყოფნისას ყოველ ორ საათში წაისვით მზისგან დამცავი საშუალებები.
  • ატარეთ უხეში ქსოვილისგან შეკერილი მუქი ფერის ტანსაცმელი, რომელიც უკეთესად იცავს კანს მზის სხივებისგან.
  • ატარეთ ფართოფარფლებიანი ქუდი და მზის სათვალე ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ლინზებით.
  • იყავით ჩრდილში, თუ ადგილი იძლევა ამის შესაძლებლობას.
  • მოერიდეთ მზის ამრეკლავ ზედაპირებს, მაგალითად წყალს, ქვიშას, რომლებიც მზის ყველაზე საზიანო სხივებს ირეკლავს.

დაიცავით კანი CIEL- ის მზისგან დამცავი პროდუქტებით.  გამოიყენეთ გასარუჯი კრემი ჩვენი ახალი კოლექციიდან ყველაზე მაღალი დაცვის კოეფიციენტით. 

მზისგან დამცავი კრემი

არის 1 პროდუქტი.

1 1-1 of პროდუქტის ჩვენება

აქტიური ფილტრები