ნომრიანი სუნამოები

ინფორმაცია

ბესთსელერები

ნომრიანი სუნამოები

nomriani sunamoebi-aromatis-philosophia-surati

რა არის ნომრიანი სუნამოები ანუ, არომატის ფილოსოფია

არომატი - საინტერესო სფეროა ნიჭიერი პარფიუმერების შემოქმედებისთვის. ცნობილ ფრანგ

პარფიუმერებს, რომლებიც ქმნიან არომატებს მოდის ცნობილი სახლებისთვის, ხანდახან

მოსწონთ,თავიანთი კოლეგების მიერ ოდესღაც შექმნილი ბესტსელერი არომატების ნოტების

გადათამაშება, მათთვის საინტერესო ნიუანსების დამატება. როგ...

nomriani sunamoebi-aromatis-philosophia-surati

რა არის ნომრიანი სუნამოები ანუ, არომატის ფილოსოფია

არომატი - საინტერესო სფეროა ნიჭიერი პარფიუმერების შემოქმედებისთვის. ცნობილ ფრანგ

პარფიუმერებს, რომლებიც ქმნიან არომატებს მოდის ცნობილი სახლებისთვის, ხანდახან

მოსწონთ,თავიანთი კოლეგების მიერ ოდესღაც შექმნილი ბესტსელერი არომატების ნოტების

გადათამაშება, მათთვის საინტერესო ნიუანსების დამატება. როგორც მუსიკოსები იტყვიან,  - 

ვარიაციები თემაზე. 

ვინაიდან პარფიუმერისა და მუსიკის ხელოვნება ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მოვიყვანოთ

მარტივი და ნაცნობი მაგალითი - მუსიკალური რიმეიკი.

რიმეიკი  ვიკიპედიას ენციკლოპედიაში განმარტებულია, როგორც არტისტიკულ-დიზაინერული

და კომერციული ტერმინი, რაც ნიშნავს უკვე არსებული ხელოვნების ნაწარმოების ახალი ვერსიის

შექმნას მცირედი სახეცვლილებით. მუსიკალური რიმეიკი ავსებს მას ახალი  და აქტუალური

შინაარსით. რიმეიკი შეიძლება გააკეთოს იმავე შემსრულებელმა ან მუსიკალურმა კოლექტივმა,

ვისაც ეკუთვნის ეს კომპოზიცია, ან შეასრულოს სრულიად სხვა მუსიკოსმა.

თავისთავად გასაგებია, რომ ასეთი შესრულებისთვის არც ერთ არტისტს არ დაბრალდება

პლაგიატი ან საავტორო უფლებების დარღვევა, იმიტომ რომ ისედაც გასაგებია, ვინ არის

ორიგინალის ავტორი - ეს უბრალოდ შემოქმედებითი პროცესია.

ცოცხალი მაგალითისთვის მე აქ მოყვანილი მაქვს 80-იანი წლების ცნობილი ჰიტი - Wonderful

Life - Black-ის შესრულებით. იგივე სიმღერა 2000 წლებში გადააკეთა ცნობილმა მომღერალმა

Zucchero-მ. მე, როგორც მუსიკის მოყვარულს, ასეთი ლამაზი რიმეიკი სულაც არ მაღიზიანებს და

სიამოვნებას მანიჭებს. ზუკეროს შესრულებაში მე მიყვარს მისი ოდნავ ჩახრინწული მშვენიერი ხმის

ტემბრი. 

ეს თავისებური შემოქმედევითი დისკუსიაა. ზუსტად ასეთივე სიტუაციაა პარფიუმერიის მაღალ

ხელოვნებაშიც. ასე გართობის პროცესში იბადება არომატის ფილოსოფია. როცა ჩვენს

პარფიუმერებს უმნიშვნელო ცვლილებები შეაქვთ სუნამოს მელოდიაში, ზოგიერთ შემთხვევაში,

ისინი  აძლიერებენ არომატის სილამაზეს და ჟღერადობის სიღრმეს. ცალკეულ შემთხვევებში,

ორიგინალისგან განსხვავება შეუძლია შენიშნოს მხოლოდ პროფესიონალი პარფიუმერის

(ევალუატორის) ცხვირმა.

ჩვენს კომპანიაში არის ასეთი მცნება, როგორც  - "არომატის ფილოსოფია". ის გამოიყენება ჩვენი 

არომატების ძირითად კოლექციაში. გთხოვთ, არომატის ფილოსოფია არ აურიოთ სუნამოს ვერსიას.

ვერსია  -  ეს არის იაფფასიანი და დაბალხარისხიანი ნედლეულით  ცნობილი სუნამოს კოპიის

შექმნის მცდელობა. შეცდომა იქნება, ვინმემ არომატის ფილოსოფიას, ცნობილი სუნამოს კოპია

ან ანალოგი უწოდოს.

როცა პარფიუმერი არომატის ფილოსოფიაზე მუშაობს, მისი ამოცანა არაა, დააკოპიროს თავისი

კოლეგას მიერ შექმნილი ბესტსელერი არომატი, ან გააუფასუროს ის. როცა ის მუშაობს ასეთ

სუნამოზე, ის ქმნის არომატის განუმეორებელ კომპოზიციას, რომელიც ჰარმონიულად ეხმიანება

საბაზისო სუნამოს ჟღერადობას.

თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთ არომატზე მუშაობისას, პარფიუმერი შემოქმედებით

პროცესში იმყოფება. პარფიუმერული კომპოზიცია შეიძლება შეიცავდეს 300-მდე ინგრედიენტს.

ზოგიერთი მათგანის უმნიშვნელოდ შეცვლა პროფესიონალი ცხვირისთვის ადვილი შესამჩნევია,

ხოლო რიგითი მომხმარებლისთვის ეს შეუმჩნეველი რჩება.

ჩემს 14 წლიან სამუშაო პრაქტიკაში ერთი შემთხვევაც არ მქონია, რომ პრეზენტაციის დროს, როცა

მომხმარებელს ბრმა დეგუსტაციაზე ვაწოდებდი ბლოტერს, და მას ეთქვას - "ო, ეს არ არის

მაჟი ნუარი". პირიქით, როცა მე წინასწარ ვეკითხები მომხმარებლებს მათ არომატულ

მისწრაფებებზე, ისინი მისახელებენ რამდენიმე სუნამოს. მაშინ მე მე ვუწოდებ მათ ბლოტერზე

(სპეციალური პარფიუერული ქაღალდი) დასხმულ ერთ ერთ მათ მიერ დასახელებულ არომატს.

ისინი ყნოსავენ მას და აღრთოვანებული ამბობენ:  - "ო, ეს ხომ კლიმაა, ან - "ეს ჟადორს მაგონებს

ძალიან, მშვენიერი არომატია!".  2002 წლიდან, რაც შეიქმნა კომპანია სიელი, ჩვენს 50 000-ზე

მეტ კონსულტანტს და მე მთლიანობაში 12 მილიონზე მეტი მუდმივი გემოვნებიანი მომხმარებელი

გვყავს, რომლებიც თავიანთ მეგობრებსაც ურჩევენ სიელის მარკის პროდუქციას. 

ასეთი სახით სიელის პარფიუმერებს შეუძლიათ სუნამოს ფანებს შესთავაზონ მათი საყვარელი არომატები ახალი ვერსიით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არომატები იქმნება

მეტი

ნომრიანი სუნამოები არის შემდეგი პროდუქცია.

თითო გვერდზე
Showing 1 - 12 of 19 items
Showing 1 - 12 of 19 items