მეორე სუნთქვა - ბევრისთვის ნაცნობი სპორტული ტერმინია. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ცხოვრებაში?

რა თქმა უნდა, თუ სპორტში კარგი გამოცდილება გაქვს, შეგიძლია წარმოიდგინო, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც გრძელ დისტანციაზე მირბის. ასეთ მარათონზე ადამიანი ადრე თუ გვიან, იღლება. ასეთ დროს გიჭირს სუნთქვა, გული ამოვარდნაზეა. შეიძლება მოგეჩვენოს კიდეც, რომ ეს სულელური შეჯიბრი არ ღირს ამად.

morbenali-finishis-xazze-surati

თუ ამ მდგომარეობაში ახალბედა აღმოჩნდება, როგორ მოიქცევა? შეიძლება გაჩერდეს. მაგრამ რას შვრება ამ დროს პროფესიონალი? მან იცის მარტივი საიდუმლო  -  უბრალოდ უნდა გააგრძელო სირბილი.

1989 წელია. აფხაზეთის ბაიდარებისა და კანოეს ნაკრების წევრები ვიმყოფებით სკურჩის (სოხუმის მახლობლად ზღვისპირა სოფელი) საწვრთნელ ბაზაზე. ჩვეულებრივი დილაა. სანამ ნავებში ჩავსხდებით და დაიწყება დილის წვრთნა, უნდა გავირბინოთ 14 კილომეტრი სოხუმის შოსემდე.

დაახლოებით 8-9 კილომეტრიანი მანძილი უკვე გავირბინეთ. ვბრუნდებით უკან. რაღაც მომენტში ვგრძნობ ტკივილს მარჯვენა ფერდში, სუნთქვა მიხშირდება - ჰაერს ვეღარ ვისუნთქავ ფილტვებში. ტანიც ისე დამიმძიმდა, თითქოს დიდი ტომარა მომკიდესო მხრებზე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კინოფირზე გადაღებულ ფოტოფინიშის შენელებულ კადრებს ვუყურებ.

 makhaz-tabaghuas-blogi-surati

ასეთი მძაფრი შეგრძნება არასდროს მქონია ადრე. ზუსტად ყველა დეტალს ახლა ვერ გავიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს ის მომენტი, რამაც ჩემს სპორტულ კარიერაზე და საერთოდ, ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია. ამ დროს რაღაც იმედმა გაიღვიძა ჩემში  - "არ დანებდე, ცოტაც გაუძელი!" გინახავთ,  როგორ უეცრად და  ადგილს ელვისებურად მოსწყდება ფორმულა 1-ის ბოლიდი? აი დაახლოებით ისე მოხდა  -  თვალის დახამხამებაში გაიხსნა სუნთქვა ფილტვებში და დიაფრაგმაში, ტანი ჰაეროვნად მსუბუქი გახდა და ადგილს კომეტასავით მოვწყდი. შეგრძნებებს ვერ ვუჯერებდი! ადრე მქონდა უფროსი თაობის სპორტსმენებისგან განაგონი მეორე სუნთქვის გახსნაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოველი სიტყვის მჯეროდა, მაინც ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო.

samotivacio-istoriebi-qseluri-marketingi-surati

მორბენალი, რომელსაც გაეხსნა მეორე სუნთქვა

და აი, პირველად ჩემს სპოტულ კარიერაში თავად ვიგრძენი რა იყო მეორე სუნთქვა. ეს იმდენად ჩემი დამსახურება არ იყო, რამდენადაც ფიზიოლოგიური კანონებისა, რომელიც ჩვენმა შემოქმედმა ჩადო ჩვენში.

მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, როცა ახალი საქმის წამოწყების პროცესში ვართ. ვთქვათ, შენ რაღაც საინტერესო საქმე წამოიწყე. ენთუზიაზმი სად წაიღო არ იცი. ღამით აღფრთოვანებისგან არ გეძინება, სულ ამ საქმეზე გეფიქრება. დილით შემართული დგები და გგონია მთებს შეძრავ. თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ და რაღაცები გამოდის კიდეც. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე შენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ატყობ, რომ საქმე უბრალოდ ჯორზე შეჯდა - ძვრა არაა. უკვე ფიქრობ, რომ უხეირო საქმეს ხომ არ შეეჭიდე, იქნებ სხვა რამეს უნდა მოჰკიდო ხელი. ნება მომეცი აქ ერთი საინტერესო ინსტრუმენტი გაგაცნო.

მოგწყურებია ოდესმე ისე, თითქოს საჰარას უდაბნოში კვირაა უმისამართოდ დახეტიალობ წყლის ძებნაში?  საჰარის არ ვიცი, მაგრამ არის ასეთი ინსტრუმენტი წყლის ამოსაქაჩად ისეთ ადგილებში, სადაც წყალგაყვანილობა არაა.

 სურათზე: წყლის ამოსაქაჩი ხელის ტუმბო

ckhlis-amosakcachi-khelis-tumbo-surati

მას ეწოდება წყლის ამოსაქაჩი ხელის ტუმბო. გამოიყურება აი ასე.  მისი მილი ზოგ ადგილას, შეიძლება ღრმად იყოს და ასეთ შემთხვევაში წყალს უცებ ვერ ამოქაჩავ. საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, როცა ხელით აწვები ტუმბოს სახელურს.

იმის გამო, რომ მილი ღრმად არის მიწაში და წყლის სათავეც ახლოს არაა, წყალი უცებვე არ მოდის. თუ ადრე არასდროს გინახავს ასეთი ტუმბო და არ იცი მისი მოქმედების პრინციპი, შესაძლოა იფიქრო, რომ ამ ადგილას წყალი დაშრა ან ტუმბოა გაუმართავი. სინამდვილეში კი აი რა ხდება: იმ ადგილას, სადაც მილის მეორე თავი წყაროს თავთანაა სიღრმეში ჩადებული, ტუმბოს წნევამ უკვე წამოქაჩა წყალი, ის უკვე მილში მოხვდა და გზაშია. შენ კი გეჩვენება რომ "ხალასტოიზე" მუშაობ და ტყუილად აწვები სახელურს. შენ უბრალოდ ვერ ხედავ მთლიან სურათს. ამ დროს საჭიროა არ გაჩერდე და გააგრძელო ამოქაჩვა. ბოლოს წყალი ისე მოაწვება ონკანის თავს, რომ მომავალი მთელი ძალით ამოხეთქავს იქიდან.

ckhlis-tumbo-surati

ასეა ბიზნესის კეთების დროსაც (ან ნებისმიერი მიზნის მიღწევის პროცესში)  -  დაუღალავად აწვები საქმეს, თითქოს ყველაფერს სწორად მიჰყვები, მაგრამ "წყალი" ანუ რეზულტატი,  არ ჩანს. უკვე გგონია, რომ ამ ბიზნესში წყალი ან ამოშრა, ან არასწორად აკეთებ მასში რამეს. რა თქმა უნდა ისეც ხდება, რომ საქმეში სერიოზული შეცდომების ან გამოუცდელობის გამო ვერ მიიღო სასურველი რეზულტატი.

 sakmiani-sunamoebi-surati

მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, იმაზე, როცა ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და არ ჩანს შესამჩნევი შედეგი. სინამდვილეში კი, ჩვენი თვალების უხილავად, სადღაც, რამდენიმე ჩვენი კმაყოფილი კლიენტი ახლობლებს მოუყვა ჩვენი ბიზნესის ან პროდუქციის შესახებ, რომელიც მათაც სჭირდებათ და ერთ მშვენიერ დღეს შენი შრომა ისე დაჯილდოვდება, როგორც არასდროს წარმოგედგინა. მეგობარო, არ დანებდე, მიეცი შანსი შენს მეორე სუნთქვას და უეცრად ისე ელვისებურად მიაღწევ ფინიშის გამარჯვების ხაზს, ვერც კი გაიგებ როგორ მოხდა ეს.

 

ძვირფასო მკითხველო, მადლობა, რომ შენი ძვირფასი დრო დაუთმე ამ სტატიის კითხვას. თუ მან ძალები მოგცა, გააზიარე ეს პოსტი მეგობრებში და მადლიერი ადამიანებისგან თბილ სიტყვებს მოისმენ.

 malkhaz-tabaghua-surati

საუკეთესო სურვილებით, ბრენდ სიელის ბიზნეს-მწვრთნელი და მოტივატორი, მალხაზ ტაბაღუა.

სანამ დანებდები, მიეცი შენს თავს შანსი - დაელოდე მეორე სუნთქვის გახსნას!