ბრენდი Le Labo შექმნეს ჯორჯო არმანის მარკეტინგის განყოფილების ექს-მენეჯერებმა - ფაბრის პენომ და ედუარდ როშმა. მათ 2006 წელს ნიუ-იორკში, ელიზაბეთ-სთრითზე გახსნეს Le Labo-ს პირველი ბუტიკი, ინვესტორების მხარდაჭერისა და რეკლამის გარეშე, ვინაიდან, იცოდნენ, რომ რეკლამა და ცრუ დაპირებების მიცემა მათ სასარგებლოდ არ იმუშავებდა. ამის ნაცვლად, მათ გადაწყვიტეს აქცენტი გააკეთებინათ წარმოების ტრადიციულ მეთოდებზე. 2011 წელს შქმნილმა სუნამომ - Santal 33-მა დიდი ფურორი გამოიწვია სუნამოს გურმანებში. 

ფაბრის პენო და ედუარდ როში - Le Labo-ს შემქმნელები

შექმნიდან 14 წლის შემდეგ, პატარა ბრენდიდან, ის გახდა გლობალური ფენომენი, რომელიც მოიაზრებს კანის მოვლის საშუალებებს და ექსკლუზიურ სუნამოებს ზოგიერთი ქალაქებისთვის, როგორებიცაა: ტოკიო, ამსტერდამი, პარიზი, მოსკოვი და სხვა. ტრადიციულად, Le Labo ქმნის ერთ გარკვეულ სუნამოს მხოლოდ ერთი ქალაქისთვის. პარიზის სურნელის, - Vanille 44-ის ყიდვა მხოლოდ პარიზში შეგიძლიათ და სხვაგან არსად.

 

 

- Le Labo - ეს არის ლუქსის ერთფეროვანი, მოსაწყენი სუნამოების ალტერნატივა. ჩვენ ინვესტიციას ვდებთ ფორმულაში და არა სუნამოს ფლაკონის ოქროთი და ბროლით მოვარაყებაში, ან სუპერვარსკვლავებთან სარეკლამო ხელშეკრულებაში. ჩვენ გვაინტერესებს სიახლე, არომატის უნიკალურობა და ხარისხი და არა ეფექტური გაყიდვების სქემები. ”საჭირო არ არის ვინმეს აუხსნათ, რა არის ლე ლაბოს სუნამოები. ადამიანებს თავად ესმით, რა მოსწონთ და რა - არა, მათ საკუთარი ცხვირის დახმარებით შეუძლიათ განასხვავონ უჩვეულო - სტანდარტულისგან”, - ამბობს ფაბრის ვინო.

 

 

ბრენდის ერთ-ერთი ორიგინალური თავისებურება იყო ის, რომ ბრენდულ ბუტიკებში კონსულტანტები ერთმანეთში ურევდნენ და მომხმარებლების წინაშე ჩამოასხამდნენ სუნამოებს ფლაკონებში, შემდეგ ათავსებდნენ ყავისფერ ყუთებში, რომლებზეც ატნევდნენ ეტიკეტებს კლიენტის სახელითა და თარიღით.

თავად ფაბრისი და ედვარდი არ ქმნიან სუნამოებს. ამის ნაცვლად, ისინი თანამშრომლობენ პარფიუმერებთან და საკუთარ თავს კრეატიული დირექტორებს უწოდებენ.

 

 

- პარფიუმერებმა შეიძლება იცოდნენ როგორ შექმნან სუნამო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მათ იციან როგორ შექმნან ისეთი სუნამო, რომელიც წარმატებული იქნება. მათ სჭირდებათ ხედვა ან ადამიანი, კრეატიული დირექტორი, რომელიც დაეხმარება მათ თავიანთი იდეების განხორციელებაში. ეს ჰგავს მხატვარს - შენ შეიძლება ნიჭიერი იყო, მაგრამ გალერეის აგენტები მაინც გჭირდება. აი რაში გამოიხატება ჩვენი სამუშაოს არსი - განაგრძობს ფაბრისი.