დაუჯერებელია, მაგრამ ოდეკოლონი თავისი შექმნიდან 310 წელს აღნიშნავს. სამი საუკუნეა სრულიად განსხვავებულ ადამიანებს ფაეტონებში და  და ზებგერით თვითმფრინავებში, სამელნეებითა  და სმარტფონებით, კრინოლინებში და ჯინსებში, ურჩევნიათ ერთნაირი სურნელი ჰქონდეთ. 

ისტორიის დასაწყისი

ოდეკოლონის შექმნაზე არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ ერთის თანახმად, 1730 წელს ბრიტანელმა ჟან ფემინიას ფლორისმა სურნელოვანი სითხის შექმნა დაავალა იტალიელ ძმებს - ფარინებს და თავის ფარდულში ყიდდა მას.  

jean_maria_farina-surati

სურათზე: ჟან მარია ფარინა - პირველი ოდეკოლონის ავტორი.

არის მეორე ვერსიაც: იგი მოგვითხრობს ვინმე იტალიელ ჯოვანი მარია ფარინას ისტორიას. 1709 წელს ის გადავიდა საცხოვრებლად კიოლნში და  გახსნა მსოფლიოში პირველი პარფიუმერული ქარხანაFarina gegenüber, რომლის კედლებშიც ფარინამ პირველად შეურია ფორთოხლის, ლიმნის, მანდარინის, გრეიფრუტის, ბერგამოტის ზეთს ნეროლი და კედარი. მიუხედავად იმისა, რომ არომატმა მას  იტალიური გაზაფხულის დილა გაახსენა, თავის ქმნილებას მან Königswasser უწოდა ("კიოლნის წყალი") და თავისი ნახელავის სარეკლამო კამპანიას შეუდგა არა მარტო ადგილობრივების წრეში, არამედ ტრანზიტულად გამავალ  ვაჭრებს შორისაც.

jean-maria-farina-surati

სურათზე: აქ დაიბადა ოდეკოლონი 1709 წელს

მაგრამ, "კიოლნის წყლის" პოპულარობას ხელი შუწყო პრუსო-ფრანგულმა შვიდწლიანმა ომმა. როდესაც დაუპატიჟებელმა სტუმრებმა გასიჯეს სიახლე, აღმოაჩინეს, რომ Eau de Cologne («კიოლნის წყალი", ან "ო დე კოლონი" ფრანგულად) ადეზინფიცირებს  ჭრილობებს და ანეიტრალებს ჯარისკაცების  ოფლის სუნს.

ფრანგები შინ დამარცხებითა და სურნელოვანი ნარევის ფლაკონებით დაბრუნდნენ. ჰიგიენის კულტურის ცუდმა განვითარებამ ფარინას გაყიდვებს დიდი ხელი შეუწყო. იმიტომ, რომ თავად ლუი XV-ც არ ნებივრობდა აბაზანაში, ვინაიდან თვლიდა, რომ ამისთვის ნესტიანი პირსახოციც კარგად გამოდგებოდა. ასეთი სახით, ო დე კოლონი  იმდენად მოდური ატრიბუტი არ გამხდარა, რამდენად,  საჭიროება. 

მეფე ფრიდრიხ მეორემ Eau de Cologne ეკატერინე II-ს მიართვა."წყალის" ფანი გახდა ალექსანდრე I-ც. თუმცა, ო დე კოლონის შემომქმედმა ამ ეპოქას ცოცხალმა ვერ მიაღწია. 

napoleon-bonaparti-surati

ნაპოლეონ ბონაპარტი პრუსო-ფრანგული ომის შემდეგ.

ოდეკოლონის ნამდვილ ფანატად ითვლება ნაპოლეონ I. იმპერატორი არა მხოლოდ ტანზე იპკურებდა მას, აბაზანაშიც ასხამდა (ნაპოლეონი ლუი მე-XV-ზე უფრო ჰიგიენური იყო). ის მას ჩაიშიც ამატებდა. 

ფრანგული არმიის მეთაური 1812 წლის  სამამულო ომის  . დროსაც არ იშორებდა გვერდიდან "კიოლნის წყალს". ასე მოხვდა ოდეკოლონი რუსეთში. მე-XIX საუკუნის ბოლოს "ნოვაია ზარია"-ც აწარმოებდა "ტროინოი ოდეკოლონს" ბონაპარტეს პორტრეტით.  მის შემადგენლობაში შედიოდა მარტივი  სამი ეთერზეთი: ბერგამოტი, ლიმონი და ნეროლი (ახლა მის შემადგენლობაში ასევე შედის ლავანდის, პიტნის, ქინძი, ჯავზის, ქარვის და მუშკის ინგრედიენტები). 

odekoloni-ship-surati

ოდეკოლონის წარმატება გრძელდებოდა მე-XIX საუკუნის ბოლომდე, სანამ შესაძლებელი გახდა სინთეტიკური მასალების გამოყენება. ამან ხელი შეუწყო სუნამოების წარმოების გაიაფებას. ფუფუნების ექს-ატრიბუტმა  დაკარგა თავისი უნიკალურობისა და პრესტიჟულობის აურა. ამ ყველაფრის დაბრუნებას შეეცადა გერლენის სახლის შემქნელი  ფრანსუა პასკალ გერლენი. 

odekoloni-surati

სურათზე: 1792 წელს გამოშვებული ორიგინალი ოდეკოლონი განახლებული დიზაინით.

1853 წელს მან იმპერატორ ნაპოლეონ მე-III-ს მეუღლის - ევგენიასთვის შექმნა ციტრუსის, ვერბენას, ლავანდისა და  კედრისგან განახლებული ოდეკოლონი. მცდელობა წარმატებელი აღმოჩნდა, თუმცა დიდება და სახელი მან  მოგვიანებით მიიღო. Eau De Cologne Imperiale-ს განახლებული ვერსია შედის Les Eaux-ის თანამედროვე კოლექციაში, რაც ერთხელ კიდევ გვიჩვენებს, რომ ოდეკოლონი კვლავაც პოპულარულია. 

თუ გსურთ გასინჯოთ ახალი კლასიკური ოდეკოლონი ბრიტანული დიზაინერული სახლის დანჰილის შესრულებით, გეცანით ჩვენს ონლაინ მაღაზიაში სიახლეს - ოდეკოლონი Demi-Lune №15

ძვირფასო მეგობრებო, ასევე, ჩემი ბლოგის პირველო ვიზიტორებო, მსურს შემოგთავაზოთ ახალგაზრდა ქართველი პოეტის - ამირან ჯანჯღავას ლექსი პარფიუმერულ ბესთსელერზე, სახელწოდებით - "ოდეკოლონი".

პ.ს: გააზიარეთ ეს პოსტი თქვენ სოციალურ ქსელში, გამომიგზზავნეთ მისი სქრინშოტი ელ-ფოსტაზე info@ciel.ge ან ჩვენ ფეისბუქ-გვერდზე CIEL Global Parfum & Cosemtics და მიიღეთ ჩემგან საჩუქრად VIP კლიენტის ბარათი, ნებისმიერ თქვენ შენაძენზე 20%-იანი ფასდაკლება და საჩუქარი!