გიცდიათ ოდესმე, სუნამო ონლაინ გეყიდათ საიტიდან, ტესტირების გარეშე? მაშინ თქვენ კარგად გეცოდინებათ, რამდენად მოუხერხებელია სუნამოს შერჩევა ონლაინ, როდესაც არომატი ხელში არ გიჭირავთ და მისი შეყნოსვის საშუალება არ გაქვთ. მით უმეტეს, თუ არომატი ახალი გამოსულია და არ იცით, როგორი ჟღერადობა აქვს.

sunamos-shercheva-onlain-surati

შეირჩიე საყვარელი სუნამო ონლაინ - 9 ნაბიჯში!

სუნამოებისა და კოსმეტიკის ონლაინ მაღაზია სიელი გთავაზობთ საუკეთესო გამოსავალს ამ სიტუაციიდან. გამოსავალი მოგვაძებნინა ლაბორატორია CIEL-ის სახელოვანი ფრანგი პარფიუმერებისა და ჩვენი გუნდის პროგრამისტების ერთობლივმა შრომამ.

წარმოგიდგენთ პირველად პარფიუმერულ ინტერნეტ-სივრცეში, სუნამოს შერჩევის ონლაინ გიდს! შეირჩიე საყვარელი სუნამო ონლაინ - 9 ნაბიჯში! უბრალოდ მიჰყევით ანკეტის მარტივ ფორმას და სასიამოვნოდ გაოცებული დარჩებით შედეგით!

sunamos-onlain-shopingi-surati

 

ვისთვისაა ეს სერვისი:

  • თქვენთვის
  • თქვენი მეგობრებისთვის და ნათესავებითვის
  • თქვენი კლიენტებისთვის, თუ თქვენ პარფიუმერიის კონსულტანტი ხართ.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სუნამო საოცარი სიზუსტით, კომპიუტერიდან ან ტელეფონიდან გაუსვლელად.

 

რატომ გჭირდებათ სუნამოს შერჩევის ონლაინ-გიდი?

ჩვენ, როგორც პარფიუმერიის ექპერტებმა, ვიცით, რომ არომატის შერჩევა - ძალიან დელიკატური და ინდივიდუალური პროცესია. შეუძლებელია CIEL-ის კოლექციის ყველა არომატის გასინჯვა, რადგან მეხუთე არომატის შემდეგ სურნელის აღქმა შეუძლებელია და ადამიანი გაღიზიანების გარდა ვერაფერს ვერ გრძნობს.

 

როგორ მუშაობს ეს სერვისი?

CIEL- ის პარფიუმერებმა და პროდუქციის შერჩევის სპეციალისტებმა შექმნეს სუნამოს შერჩევის მარტივი ალგორითმი, რომელიც დაფუძნებულია არომატის შერჩევის მსურველის ნათელ პიროვნულ მახასიათებლებზე.

 

სტატისტიკით, ხუთი შერჩეული არომატიდან სამი "ათიანში ხვდება". ასე რომ, ახლა თქვენ არ დაიკარგებით სიელის სუნამოების კოლექციის ლაბირინთში და აუცილებლად იპოვით სუნამოს, რომელიც შესანიშნავ განწყობაზე მოგიყვანთ, გარშემომყოფებს აღძრავს კითხვით მოგმართონ, რა სუნამოა თქვენზე, ასე ლამაზად რომ ჟღერს!

 

სერვისისის გამოყენების წესები

გადადით მმულზე: "შეირჩიე შენი არომატი". სანამ ამ ბმულზე გადახვალთ, ბოლომდე გაეცანით ამ ინსტრუქციას.

ყურადღებით წაიკითხეთ შეკითხვები და მონიშნეთ შესაბამისი პასუხები.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ: შემოთავაზებული პუნქტებიდან  თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ერთდროულად - სამი.

 

მას შემდეგ, რაც პროგრამა შეგირჩევთ სუნამოს, ჩაიწერეთ არომატების სახელწოდება და  დაუბრუნდით სიელის ონლაინ მაღაზიას, რათა შეკვეთის გასაფორმებლად მიმართოთ ჩვენს კონსულტანტებს ონლაინ ჩათის მეშვეობით, ან უფასო სატელეფონო ზარით. თუ დაგავიწყდათ საიტის სახელწოდება, ინტერნეტში აკრიფეთ სიელი ან ciel.ge

 

შემდეგ შეკითხვაზე შეგიძლიათ გადახვიდეთ იმის შემდეგ, როცა მონიშნავთ შემოთავაზებული ვარიანტიდან თუნდაც ერთს.

 

ქალბატონების გამოკითხვაში - 10 შეკითხვაა, მამაკაცებისთვის - 4 კითხვა. ტესტირების შედეგად თქვენ მიიღებთ 3-5 არომატის ჩამონათვალს, რომელთა შორისაც აუცილებლად იქნება თქვენი იდეალური სურნელი, და შესაძლებელია ორიც!

 

მიაქციეთ ყურადღება!

სერვისის მუშაობა დაფუძნებულია პიროვნული  მახასიათებლების და პირადი სურვილების შესაბამისობაზე.  ამიტომ, საუკეთესო რეზულტატის მისაღებად, ეცადეთ გულწრფელად და გააზრებულად უპასუხოთ ანკეტაში მოცემულ შეკითხვებს.

როგორც კი თქვენ შეარჩევთ შემოთავაზებულ არომატებს, შეატყობინეთ ეს რეზულტატი ჩვენ საიტზე არსებული ონლაინ ჩათის მეშვეობით სიელის პარფიუმერულ კონსულტანტს.

ამის შემდეგ ჩვენი კურიერი ადგილზე მოგიტანთ შერჩეული არომატების,როგორც დიდ შეფუთვას, ასევე მათ მომცრო ზომის იდენტურ სუნამოებს. ჯერ დატესტავთ სინჯებს და მოწონების შემთხვეაში არომატი რჩება თქვენთან. ჩვენ გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენი სუნამოს მდგრადობა და არომატის გამყოლი შლეიფი აღფრთოვანებაში მოგიყვანთ! გისურვებთ სასიამოვნო ონლაინ შოპინგს!