Google-ის საძიებო სისტემაში ხშირად ნახავთ ასეთი სიტყვებს - სუნამოს ტესტერები, რომლებიც თვეში 40 000-ჯერ შეჰყავთ მომხმარებლებს. სპეციალისტების გამოკითხვამ ნათელი მოჰფინა მომხმარებლების მხრიდან ასეთ ინტერესს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანები ეძებენ საყვარელი სუნამოების ალტერნატივას და იძენენ კიდეც ასეთ ნაწარმს. მსოფლიო პარფიუმერულ ბაზარზე ტესტერების უკეთესი ალტერნატივა გამოჩნდა - არომატის ფილოსოფია, რომლის შესახებ ორ წუთში გავიგებთ.

 sunamoebis-testeri-sunamos-rimeiki-surati

სურათზე: Miss Dior-ის ცვლილება 1947 წლიდან 2012 წლამდე                                                                                                      

არომატის ფილოსოფია, უკვე არსებული ცნობილი არომატის პარფიუმერული კომპოზიციის გადათამაშებაა. მაგალითად, სუნამო Miss Dior პირველად 1947 წელს შეიქმნა. მას შემდეგ მოდა  შეიცვალა, მომხმარებლის მისწრაფებები და გემოვნებაც. ამიტომ პარფიუმერები ხშირად ანახლებენ მომხმარებლების მიერ უკვე შეყვარებულ არომატებს. მაგალითად, 2009 წელს მსოფლიომ იხილა Miss Dior განახლებული სახით - Miss Dior "Cherie L Eau". ასე მოხდა დიორის ლეგენდარული Poison-ის შემთხვევაშიც. ის პირველად 1985 წელს გამოვიდა და სენსაცია იყო. ხოლო, 2006 წელს Pure Poison-ის სახით მოგვევლინა.

 opium-ysl-surati სურათზე: Opium YSL 1977 წლის გამოშვება  

                                       

ლეგენდარული Opium, რომელიც პირველად 1977 წელს იხილა მსოფლიომ, ასევე, ვერ გაექცა IFRA-ს (პარფიუმერიისა და არომატული ინგრედიენტების საერთაშორისო ასოციაცია) მკაცრ წესებს. სუნამო შეიცავდა ძლიერ კომპონენტებს, რომლებიც იწვევდნენ ალერგიას და ივ სენ ლორანს არომატის ფორმულის სერიოზული შეცვლა მოუწია. ასეთი სახით, 2009 წელს ჩვენ ახალ Opium Black-ს გავეცანით.

black-opium-ysl-surati   

სურათზე: Black Opium YSL 2009 წლის გამოშვება  

                                                                         

მაღალი კლასის პარფიუმერია შეიცავს 300-ზე მეტ კომპონენტს, და მათი ცვლილება პარფიუმერს თავისუფლად შეუძლია, რაც მომხმარებლისთვის შეუმჩნეველი რჩება. როცა სიელის ლეგენდარულ პარფიუმერებს უმნიშვნელო ცვლილებები შეაქვთ სუნამოს მელოდიაში, ზოგიერთ შემთხვევაში ისინი აძლიერებენ არომატის სილამაზეს და მისი ჟღერადობის სიღრმეს. როცა პროფესიონალი ცხვირები ასეთ არომატზე მუშაობენ, ისინი ქმნიან არომატის განუმეორებელ კომპოზიციას, რომელიც ჰარმონიულად ეხმიანება თავის დროზე შექმნილი ბესთსელერი სუნამოს ჟღერადობას.

atomatis-filosofia-my-darlind-sunamo-surati

ცნობილ პარფიუმერებს, რომლებიც მოდის სახლებისთვის ქმნიან სუნამოებს, ხანდახან მოსწონთ, თავიანთი კოლეგების მიერ შექმნილი არომატისთვის საინტერესო ნიუანსების დამატება. ასეთ სუნამოს ეწოდება არომატის ფილოსოფია ან სუნამოების რიმეიკი. ჩვენს კატალოგში ეს მიმართულება წარმოდგენილია სერიებად - My Darling, Nuage, Soleil, Arc en ciel, Demi-Lune.

aromatis-fiposofia-demi-lune-surati

ასეთი სახით, სიელის პარფიუმერები სუნამოს მოყვარულებს საყვარელ არომატებს უფრო მიმზიდველ ფასად სთავაზობენ, ვინაიდან ასეთ პროდუქციას არ ემატება ძვირადღირებული სატელევიზიო რეკლამის ფასნამატი. ჩვენი ბრენდისთვის  ამ სერიის არომატებს ქმნის 35 ლეგენდარული პარფიუმერი საფრანგეთისა და შვეიცარიის 8 წამყვან პარფიუმერულ სახლში.