თმის დაბანის წესები რამე დოგმატების ჩამონათვალი როდია. სწორი ინფორმაციის ქონის შემთხვევაში ლამაზი და მოვლილი თმის არსებობა თქვენს თავზე აუხდენელ ოცნებად არ დარჩება! გაეცანით ბრენდ სიელის სპეციალისტის მარტივ რეკომენდაციებს და თავად დარწმუნდებით ამაში. ხშირი, მბზინავი და ჯანმრთელი თმა ქალის ულამაზესი სამკაულია. თუმცა, რატომ, კაცებიც ხშირად იწონებენ თავს მოვლილი, ხშირი, ან გაზრდილი დალალებით, რომ არაფერი ვთქვათ მათ გამელოტებას გადარჩენილ თავზე ^_^ კარგი თმა ის ბაზაა, რომელზეც გარეგნობის ერთერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი, ვარცხნილობა იქმნება. სწორად შერჩეულ ვარცხნილობას კი თქვენი სახის, სტილისა და აღნაგობის დადებითი შტრიხების გამოკვეთა შეუძლია.

mamakacis-tmis-varcxniloba-surati

თმის მოვლა რამდენიმე თანაბრად აქტუალური თემაა, მაგრამ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ ფერის, საღებავის ფირმის, სწორი კვების, ან ვარცხნილობის საკითხებზე, ყველაფერი მაინც სისუფთავით და ჯანმრთელობით იწყება. თმის დაბანის წესები მარტივია

ძვირფასო მეგობრებო, დღეს სიამოვნებით მოგიყვებით იმაზე, თუ როგორ უნდა დავიბანოთ თმა ისე, რომ ამ პროცედურისაგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ და დავკარგოთ ყველაზე ნაკლები თმის ღერი.

ყურადღება: ამ სტატიაში საკმაოდ ბევრი ინფორმაციაა, ამოარჩიეთ მხოლოდ თქვენთვის საჭირო პროცედურები.

ნუ მიიყვანთ თმას ძლიერ გაჭუჭყიანებამდე. ასეთ დროს თმის ღერებზე და განსაკუთრებით კი თმის ძირებთან, ცხიმი და ჰაერიდან შეწოვილი მავნე ნივთიერებები გროვდება, რაც ხელს უშლის თავის კანის სუნთქვას. რიგ შემთხვევებში კი იწვევს კანის გაღიზიანებას, ზოგჯერ - ანთებითი კერების წარმოშობასაც.

სხვადასხვა ტიპის თმის  მქონე ადამიანებს სხვადასხვა შუალედით მოუწევთ თავის დაბანა. ცხიმიანი თმა განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს. მათი დაბანის წესი ასეთია: ცხიმიანი თმის დაბანა მიზანშეწონილია 1-2 დღის ინტერვალით. საშუალო და მშრალი თმის პატრონებს კი შეუძლიათ ეს შუალედი 4-6 დღემდეც გაზარდონ თმის მდგომარეობის გათვალისწინებით.

სასურველია თავის დაბანა ერთნაირი პერიოდულობით.

ყურადღება: უნდა გვახსოვდეს რომ თმის იმ რეგულარობით დაბანა, რომელიც პირადად თქვენთვის ხშირია, სასარგებლო არ არის. ახლადდაბანილი კანი გამომშრალია, რაც იწვევს სკალპის ცხიმოვანი ჯირკვლების გააქტიურებას, რათა ცხიმის ნაკლებობა დაიძლიოს. თავის ხშირ ბანას მივყავართ იქამდე, რომ საბოლოოდ თმა იმაზე უფრო ადრე ცხიმიანდება და იკრავს ჭუჭყს, ვიდრე თქვენთვის საჭირო რეჟიმით ბანისას.

 

khis-mskhvilk'bila-savartskhlit-tmis-davartskhna-surati

სურათზე: თმის ხის მსხვილკბილა სავარცხელი  

თავის დაბანამდე აუცილებელია თმის დავარცხნა

უმჯობესია, თუ გამოიყენებთ მსხვილკბილა ხის სავარცხელს, ასე ღერები ნაკლებად დაგემუხტებათ და თმაც უფრო ცოტა დაგცვივდებათის, რომ თქვენი თმის ტიპის შესაფერისი შამპუნი უნდა გამოიყენოთ, ეს უკვე ვიცით.  დაბანისას შამპუნს ერთხელ, ორჯერ, თუ სამჯერ წაისვამთ, იმაზეა დამოკიდებული, რა მდგომარეობაშია თმა და რამდენად ხანგრძლივად გსურთ, სუფთად გაგიძლოთ.

აღსანიშნავია, რომ ქერტლის საწინააღმდეგო და მამაკაცის შამპუნები მეტად აშრობს სკალპს, ვიდრე სხვა საშუალებები. შესაძლებელია თმის დაბანა სპეციალური საპნით, რომელიც რეკომენდებულია ამ პროცედურისათვის.

shamp'unis-khelis-gulze-akapva-surati

შამპუნი დაიწვეთეთ ხელის გულზე, დაასხით წყლის რამდენიმე წვეთი, აქაფეთ და მერე შეიზილეთ თმაში 

შამპუნის ხელის გულზე აქაფვა და თმაზე შემდეგ გადატანა, ბევრად უკეთესია და უსაფრთხოც. დაიმასაჟეთ თავის კანი და ფრჩხილებით მსუბუქად მოფხაჭნეთ ის, იმიტომ რომ ეს სისხლის მიმოქცევას და თმის ძირებისათვის საკვები ნვთიერებების მიწოდებას აძლიერებს. პროცედურა სასარგებლოა მძინარე ფოლიკულების გასააქტიურებლადაც, რომლებიც ნებისმიერ სკალპზე მრავლადაა. მათი გამოღვიძების შემთხვევაში თქვენი თმა ხშირდება.

აქაფებული შამპუნი, ან საპონი თმაზე უნდა დარჩეს 2-3 წუთი, ამის შემდეგ შეგიძლიათ ჩამოიბანოთ.

სისხლის მიმოქცევის გაძლიერების და თმის კარგად გასუფთავებისათვის სპეციალისტების უმრავლესობა თავის დაბანას საკმაოდ ცხელი წყლით გვირჩევს, ტემპერატურა შეიძლება იყოს 40-50 გრადუსიც კი, თუ ამას გაუძლებთ. თავის კანის მსუბუქი წვა მიგვანიშნებს იმაზე, რომ სისხლის მიმოქცევა გააქტიურებულია, რაც ძირების კვებას აძლიერებს.

ყურადღება: მოცემული რჩევით გამხნევებულებმა თავი არ გაიფუფქოთ. კარგად გაუფრთხილდით მას, კიდევ გამოგადგებათ. ამის გარდა, ცხელი წლით დაბანა ზოგიერთი დაავადების დროს მიზანშეწონილი არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან ცხელი წყალი ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას ასტიმულირებს, რაც თმას ნაადრევად დააბინძურებს.

დაბანის ბოლოს გადაივლეთ შეძლებისდაგვარად გრილი წყალი, ეს დახურავს ფოლიკულებს და დაგიცავთ ღერების ამოვარდნისაგან. რაც შეეხება ძმრის, ლუდის, ლიმნის წვნის, თუ სხვა საშუალებების გადავლებას, ეს თქვენი საჭიროებიდან გამომდინარეობს, როგორ მოიქცევით, ერთმნიშვნელოვან რჩევას ვერ მოგცემთ. თუმცა, თუ მაინც გადაწყვეტთ აქედან რომელიმეს გადავლებას, საამისოდ უკეთეს ეტაპს ვერ შეარჩევთ.

სხვადასხვა სპეციალისტის აზრით, ბალზამის თმაზე დატანა შესაძლებელია როგორც დაბანამდე, ასევე დაბანის შემდეგ. დღეს ზოგი სპეციალისტი ისეთი სახეობის  ბალზამის გამოყენებაზეც საუბრობს, რომლის ჩამობანაც არ არის აუცილებელი. თუ გსურთ, თმა ბზინავდეს, ადვილად ივარცხნებოდეს, იყოს ნაზი, ხოლო ბოლოებს ჰქონდეს ჯანსაღი იერი - გამოიყენეთ ბალზამი. ის მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, ოღონდ თავის კანზე და თმის ძირებზე არ უნდა წაისვათ. გასათვალისწინებელია, რომ ბალზამის გამოყენების შემდეგ თმა უფრო ,,დავარდნილია“ და ადვილადაც ჭუჭყიანდება.

ზოგ შემთხვევაში უკვე დაბანილ თმაში სხვადასხვა ნიღაბს იზელენ. მთავარია, რომ ეს იყოს იმ ტიპის ნიღაბი, რომლის გამოყენებაც მიზანშეწონილია დაბანის შემდეგ და არა - დაბანამდე. ნიღაბი უნდა ჩამოიბანოთ მისი გამოყენების ინსტურქცაში მითითებული წესით.

tmis-sts'ori-dabana-tmis-dabanis-ts'esebi-surati

თმის გაშრობა შეიძლება ფენის გარეშეც, მაგრამ, თუ მის გამოყენებას აპირებთ (რაც დროს დაგიზოგავთ), კარგი იქნება, თავზე და თმის მთელ სიგრძეზე მაღალი ტემპერატურისგან დამცავი სპრეი შეისხუროთ. ფენით გაშრობა-დავარცხნამდე სასურველია, თმას ჯერ შორიდან დაუბეროთ თბილი ნაკადით, ან პირსახოცით კარგად გაიმშრალოთ. ძალიან სველ თმაზე ცხელი ფენის მიმართვა კუტიკულას აზიანებს. თუ თქვენ ასევე გაინტერესებთ, როგორ გაიკეთოთ ქიმიური პილინგი სახლში, გაეცანით ამ სტატიას.

იმ ადამიანებისათვის, ვისაც ბუნებრივად ხუჭუჭი, ან ხვეული თმა აქვს და გაშრობის შემდეგ ასეთივე ფორმის შენარჩუნება უნდა, დაბანის შემდეგ დავარცხნა აუცილებელი არ არის. ხუჭუჭი და ხვეული თმა დაუვარცხნელად უფრო ლამაზად შრება, განსაკუთრებით, თუ სპეციალურ მუსს, ან გელს შეიზელთ. ამ ფორმის შესანარჩუნებლად ფენის გამოყენებაც მინიმალურად არის საჭირო. ყველა დანარჩენ შემთხვაში სველი თმის ძალიან მსუბუქად ჩამოვარცხნა სასურველია. ამ შემთხვევაშიც მსხვილკბილა ხის სავარცხელს გირჩევთ. სველი თავის კანიდან ღერები ადვილად ამოვარდება, ამიტომ დაუშვებელია თმის დაქაჩვა. ამის შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ ფენი, ან თუ დრო გაქვთ, დაელოდოთ თმის გაშრობას.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ უკვე კარგა ხანია, ტრადიციულ საშუალებებს შეემატა მშრალი შამპუნები, რომელთა გამოყენების დროსაც თავის დასველება არ გვიწევს. ამ და სხვა საინტერესო პროცედურებზე შემდეგში ვისაუბროთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს! 

საუკეთესო სურვილებით, სტატიის ავტორი ნატალია ზარნაძე