ცოტა ხნის წინ ქართულ გუგლში წავაწყდი ასეთ ფორმულირებას - „ყველაზე გამყოლი სუნამო“, „მდგრადი სუნამოები“. შევნიშნე, რომ ქართველი მომხარებელი ხშირად ინტერესდება შეძენის დროს არომატის მდგრადობით.

სიტყვები - გამყოლი სუნამო და მდგრადი სუნამო, თითქოს ახლოს არიან ერთმანეთთან აზრობრივად, მაგრამ თუ არ გვეცოდინება მათი ზუსტი მნიშვნელობა, ეს იწვევს, როგორც დაბნეულობას, ასევე უკმაყოფილებას. პრონციპში, ეს გასაგებიცაა: ვის მოეწონება, იპკურო საყვარელი სუნამო და ერთ-ორ საათში ფაფუ, და მის ბუნდღას რომ ვერ ნახავ.

რა არის გამყოლი სურნელი ანუ შლეიფი

ამ ფენომენის არსს კარგად ხსნის ფრანგული სიტყვა Silage (გამოითქმის, როგორც "სიაჟი"). ამ სიტყვის მთავარი მნიშვნელობა არის კილვატერი (ტალღური შხეფი, რომელსაც სვლის დროს გემი ტოვებს უკან). სუნამოზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს შლეიფი, თუ ის გარე ეფექტს იძლევა, სხვები მას გრძნობენ გარკვეულ მანძილზე.

შლეიფი არის ის, თუ რამდენად შორს ისმის სუნამოს ჟღერადობა დასხურებული ზედაპირიდან და არა ის, თუ რამდენად დიდი ხანი რჩება ის კანზე. ყველა მდგრადი სუნამო როდი გამოირჩევა ძლიერი შლეიფით. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებიც იმთავითვე იქმნება, როგორც ინტიმური, და იგრძნობა მხოლოდ ახლო კონტაქტისას.

პარფიუმერებმა იციან როგორ აკონტროლონ ამა თუ იმ არომატის გახსნის რიგითობა და ამა თუ იმ შემადგენელი კომპოზიციის აორთქლების სიჩქარე. ილუსტრაციისთვის მოვიყვანოთ პასკალ გერლენის სიტყვები: ”ეს ყველაფერი რთული ქიმიაა, რომელშიც უამრავი მოლეკულები ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან. თუ თქვენ გაქვთ კომპონენტები, რომლებიც ძალიან სწრაფად ორთქლდებიან, მაგალითად, ლიმონის ზეთი ან ბერგამოტი, შეგიძლიათ დაამატოთ უფრო ნელად აქროლვადი ინგრედიენტები და დატოვოთ ისინი ჰაერში უფრო ხანგრძლივი დროით.

სურათზე: ფრანსუა პასკალ გერლენი სუნამოს შექმნის პროცესში

გამოდის, რომ მსუბუქი ციტრუსის ნოტებს შეუძლიათ კარგა ხანი დარჩნენ ჰაერში და იყვნენ შლეიფში. ამისთვის პარფიუმერს შეუძლია "მიაბას" მათ უფრო მძიმე კომპონენტი. ამიტომაც არის, რომ სხვადასხვა სუნამოს განსხვავებული შლეიფი, გამყოლი სურნელი აქვს, სხვანაირად ისინი იქნებოდნენ ერთნაირად სქელი ნოტებისგან შემდგარი უღიმღამო, უხასიათო არომატები. მსუბუქ ხილოვან-ყვავილოვან სუნამოებსაც შეუძლიათ ჰქონდეთ გასაოცარი შლეიფი და თან როგორი?!

მომხმარებელთან ცოცხალ ურთიერთობაში, შევნიშნე, როცა ისინი მეკითხებიან გამყოლი არის თუ არა ესა თუ ის სუნამო, მათ სინამდვილეში აინტერესებთ, რამდენად მდგრადია სუნამო და ერთმანეთში აიგივებენ ამ ორ პარფიუმერულ მცნებას. როცა პარფიუმერები ვამბობთ გამყოლ არომატზე, ვგულისხმობთ არომატის შლეიფს, როცა დაპკურებული სუნამო ჩვენ გარშემო იწყებს ჟღერადობას: როცა შევდივართ ოთახში ან რამე შენობაში, როდესაც გვერდზე გაგვივლის სხვა ადამიანი და მასაც ესმის სურნელი.

ამის გამო, მომხმარებელი იღებს არასწორ გეზს და იწყებს ყველაზე მდგრადი სუნამოს ძებნას. ეს კი არის გზა არსაითკენ. რატომ?

 

რაზე არის დამოკიდებული გამყოლი სურნელი?

  • სეზონის რა დროს არის გამოყენებული
  • რა ტიპის კანზეა დასხმული
  • რა ნოტებზეა არომატული კომპოზიციის პირამიდა აგებული
  • როგორ მდგომარეობაში იმყოფება ადამიანი - მოძრაობს თუ გაუნძრევლად არის

ამ ბოლო ფაქტორთან დაკავშირებით უნდა აღვნიშნო საინტერესო დეტალი; ზოგიერთი მომხმარებელი ამბობს, რომ თუ თავად არ ესმის სურნელი, კიდევ კარგი, ავიტანო. მაგრამ როცა სხვებსაც არ ესმით, ამაში ცოტა რამაა სასიამოვნო. ახლა მივყვეთ. რატომ აქვს მნიშვნელობა, რა მდგომარეობაში ვართ - ვაკეთებთ მოძრაობებს თუ არა.

არომატი არის ეთემერული სუბსტანცია, ის გაზავებულია თავად არომატულ კომპოზიციაში, წყალსა და სპირტში. სპირტი ეხმარება სუნამოს, მოსწყდეს ჩვენს სხეულს თუ ტანსაცმლს. ის ასრულებს ლოკომოტივის ფუნქციას - მასზე მიბმულია სუნამოს სრული შემადგენლობა - ეთერზეთები. მაგრამ იმისთვის, რომ ეს მოხდეს, საჭიროა, ის ზედაპირი, რაზეც პარფიუმია დატნეული, მოვიდეს ან მოძრაობაში ან ჰქონდეს უფრო მაღალი ტემპერატურა.

ალბათ გსმენიათ, სუნამო გამყოლი რომ იყოს, მაჯაზე, იდაყვის შიდა მხარეს, საფეთქელთან და ა.შ უნდა იპკურო. რატომ? იმიტომ რომ, ასეთ ადგილებთან ყოველთვის არის აქტიური პულსირება. ხოლო თუ ამ ადგილას სუნამოა დასხმული, პულსი, ურტყამს რა კანის ამ ადგილს, ახდენს არომატის პროვოცირებას მოძრაობისკენ და ის აიჭრება ზედაპირიდან. ასეთი სახით, ჩვენ გვესმის გარშემომყოფებისგან მათი სურნელი.

მე მქონდა ასეთი სიტუაცია. ვესაუბრებოდი ქალბატონს; ის საკმაოდ თავშეკავებული იყო მოძრაობებში - თითქმის უძრავად იდგა. შემდეგ მან გააკეთა მკვეთრი მოძრაობა თავით და ხელებით - თავის მოძრაობით თმები შეარხია და ხელებით შეისწორა. ამ დროს უეცრად მეცა ლამაზი სუნამოს სურნელი. ამ ფაქტმა ცოტა გამაკვირვა - იდგა ადამიანი თავისთვის წყნარად და უცებ ერთი-ორი მოძრაობის გამო მე ვიგრძენი არომატი, რომელიც ამ მომენტამდე არ მესმოდა. მაშინ პირველად აღმოვაჩინე ეს ფაქტი შლეიფთან დაკავშირებით. შემდეგ ამაზე ვესაუბრე ჩვენი კომპანიის პარფიუმერს და სასიამოვნო აღმოჩენას თავისი პროფესიონალური ბეჭედი დაასვა ბოლო აკორდში.

 

სუნამოს პირამიდის თითქმის ყველა საწყისი და შუა ნოტები, როგორც წესი, ყველაზე აქროლვადია. იმისთვის, რომ ისინი სივრცეში სწრაფად არ გაიფანტოს, პარფიუმერებმა მოიფიქრეს მათი მოლეკულების დამძიმების საშუალება, რამაც შესაძლებელი გახადა არომატული ღრუბელი თან მიჰყვეს მის მფლობელს.

ძნელია საკუთარი სუნამოს შლეიფი თავად შეიგრძნო, მაგრამ მისი ინტენსივობის შესამოწმებლად რამდენიმე გზა არსებობს. ყველაზე მარტივი რამ არის სითბოს წყაროსთან სუნამოში დასველებული ქსოვილის ან ქაღალდის დადება და ოთახის დატოვება ცოტა ხნით. სუნამოს შეიძლება გამყოლი ვუწოდოთ, თუ ოთახიში შემოსვლისთანავე აშკარად იგრძნობთ არომატს!

 

 

არომატები გამყოლი სურნელით

სია შედგენილი იქნა ჩვენი საკუთარი გამოცდილების, კოლეგების და მეგობრების გამოკითხვის, სხვადასხვა კვლევის საფუძველზე.

ქალის სუნამოები

Poison Christian Dior

Tierry Mugler Angel

La Vie Est Belle

Guerlain Champs Elysees

Fluides Anytime CIEL

Burberry Weekend

Lacoste Pour Femme

Narcotique Le Fleur EX Nihilo

Tom Ford Tobacco Vanile

Montale Roses Musk

Eclat D’Arpege Lanvin

Boa CIEL

Glamour CIEL

Lady Vogue Perfect

Lady Vogue Bliss

Narciso Rodriguez for Her

Paco Rabanne Olympea

 

მამკაცის სუნამოები

Armani Acqua di Gio

Chanel Egoiste Platinum

Fluides High Grade CIEL

Fluides Insight CIEL

Paco Rabanne 1 Million

Clinique Happy Clinic

Chanel Bleu de Chanel

Absolute Ego Neo

Demi Lune № 13