საიტზე  – CIEL.GE  –  

ქცევის  წესები  

(24.05.20017)

  • ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წესებში.

  • დამრღვევი პირის მიერ წესების არ ცოდნა არ აცილებს მას სასჯელს ცენზურა:

1.1 საიტზე უნდა დაიცვათ ყოველგვარი ცენზურა.

1.2 ცენზურის დარღვევად მიიჩნევა ბილწსიტყვაობა.

1.3 ცენზურის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების და ბანის დადების  უფლება.

  1. რეკლამირება:

2.1 დაუშვებელია კომენტრებში/პერსონალურ შეტყობინებებში/ხელმოწერაში რეკლამირება.

2.2 წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება წაშალოს/დაარედაქტიროს კომენტარი.

2.3 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება დასაჯოს დამრღვევი პირი.

  1. ავატარი და ხელმოწერა:

3.1 როგორც ავატარი, ასევე ხემოლმოწერაც არ უნდა შეიცავდეს: ძალადობას, დისკრიმინაციას, მათ შორის, – რელიგიურს, საფრთხეს (დემოგრაფიულ, ნაციონალურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ თემაზე), გარყვნილება (პორნოგრაფია და ეროტიკული მასალა), პროპაგანდა, ტერორიზმი, ფაშიზმი, ნარკოტიკები , არანორმატიულ და უცენზურო სიტყვებს, ქცევებს, სხვა რესურსების/საიტების რეკლამირებას.

3.2 იკრძალება ადმინისტრაციის წევრების ავატარების დაყენება.

3.3 წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს ავატარის/ხელმოწერის წაშლის უფლება.

  1. კომენტარები:

4.1 კომენტარები რომელიც შეიცავს საინტერესო, სახალისო ცნობებს/რჩევებს ფლუდად არ ითვლება.

4.2 კომენტარების სისტემა შექმინილია იმისათვის რომ:

– გამოთქვათ თქვენი აზრი და მადლობა გადაუხადოთ  ბლოგის ავტორს.

– დასვათ თქვენთვის საინტერესო ტექნიკური კითხვა რომელიც ეხება მიმდინარე სიახლეს.

– კომენტარი, რომელიც შეეხება მიმდინარე თამაშს/სიახლეს და იძლევა გარკვეულ ცნობებს მის შესახებ.

4.3 აკრძალულია ფლეიმი, ფლუდი.

4.4 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების უფლება.

საიტზე აკრძალულია ნებისმიერი სახის უწმაწური სიტყვა, არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ იქნება ის გამოხატული, სიტყვიერად თუ სიმბოლოებით;

საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია თავისი მონაცემების კონფიდენცილურობაში, იმ შემთხვევაში თუ მისი სახელით სხვა ისარგებლებს ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;

საიტზე აკრძალულია ერთიდაიგივე პიროვნების რამდენიმეჯერ რეგისტრაცია;

კომენტარების  წერის  წესები

 

კომეტარის დამატების დროს მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ცენზურა და პატივი სცეს საიტზე მყოფ ყველა წევრს. კომენტარი, რომელიც სიტყვიერი მაპროვოცირებელი იქნება ან ზედმეტად გამომწვევი, საიტიდან წაიშლება. მისი ავტორი მიიღებს IP ბანს (ვეღარ შემოვა საიტზე) ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე;

კომენტარის დამატების დროს წევრი ვალდებულია გაკეთოს კომენტარი კონკრეტულ იმ სიახლის შესახებ, რომელზეც ის გამოხატავს თავის აზრს, მას ეკრძალება ისეთი კომენტარის გაკეთება, რომელიც არავითარ კავშირში არ არის სიახლესთან;

საიტზე იკრძალება ისეთი კომენტარების დატოვება, რომლებიც შეიცავენ რეკლამას. მისი ავტორი პირველად მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო იგივეს გამეორების შემთხვევაში მისი ავტორი მიიღებს IP ბანს;

საიტზე კატეგორიულად იკრძალება ე.წ. “ფლუდერობა”, ანუ უაზრო კომენტარის წერა. რამდენიმე კომენტარის ზედიზედ დაწერა ერთ სიახლეში, როდესაც ამას სიტუაცია არ მოითხოვს და მარტივად არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი ერთ კომენტარში ჩაეტიოს და ა.შ.

საიტზე კატეგორიულად აკრძალულია სხვა ქართულენოვანი საიტებიდან სიახლის დაკოპირება, მოპარვა;

ეცადეთ, სტატია იყოს გრამატიკულად გამართული. ასევე მიაქციეთ ყურადღება სიტყვების სწორად წერას, ამიტომაც როდესაც სტატიას დაწერთ და სანამ გამოაქვეყნებთ კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი, რომ რაიმე სახის შეცდომა არ იყოს გაპარული;

თუ სიახლეში გამოყენებული გაქვთ ვინმე პიროვნების ნათქვამი აუცილებლად ჩასვით ბრჭყალებში, გაამუქეთ და დაწერეთ შესაბამისი შრიფტით (გადახარეთ).