malxaz-tabaghua-sielis-eksperti-sunamos-sakitxebshi-surati

წამოიწყეთ საკუთარი არომატული საქმე CIEL-ში

სიელი - ეს არის პირდაპირი გაყიდვების ახალი კომპანია. CIEL ექსკლუზიურ სუნამოებსა და კოსმეტიკას აწარმოებს. წამოიწყეთ საკუთარი ლამაზი და მომგებიანი საქმე ბრენდ სიელთან ერთად და თქვენ პირველივე დღიდან მიიღებთ კარგ დამატებით შემოსავალს. აქტიურად ჩაერთეთ ბრენდის პროდუქციის რეალიზებაში და ძალიან მალე აღმოაჩენთ, რომ ჩვენი სუნამოები და კოსმეტიკა მოთხოვნადი პროდუქციაა სილამაზის სფეროში.

მუშაობის დასაწყებად თქვენ არ გჭირდებათ დიდი სასტარტო კაპიტალი და დიდი ფართის დაქირავება. წარმატებული პრეზენტაციისა და კარგი გაყიდვებისთვის საკმარისია სასტარტო პაკეტის შეძენა.

სიელი – ჩემი ისტორია

როცა მე სიელის პრეზენტაციას დავესწარი პირველად, არც ერთი ინსტრუმენტის თანხა არ მქონდა გაყიდვები რომ დამეწყო. ერთ-ერთ ნაცნობს ვთხოვე ქვემოთ სურათზე მოცემული "პაპკის" მსგავსი, არომატებით გაჟღენთილი ქაღალდის ნაჭრები, ან როგორც მათ პარფიუმერები უწოდებენ, - ბლოტერები.

ისეთი მძლავრი ენერგეტიკით ვიყავი დამუხტული და სიელის სუნამოებმა ისე შემაყვარეს თავი, ვერაფერი გამაჩერებდა. მეორე დღესვე 6 დიდი სუნამოს შეკვეთა ავიღე, კარგი მოგებაც დამრჩა და სუნამოების ქეისის ფულიც მომრჩა.

  • sunamoebis-keisi-surati

    სიელის არომატების საპრეზენტაციო ქეისი 

  • sielis-sunamoebis-bloterebis-folderi-surati

    ბლოტერის ჩასადები არომატების დასატესტად

  • sielis-sunamoebis-katalogi-surati

    სიელის პროდუქციის ბრენდული კატალოგი

  • sunamoebis-bloterebis-folderi-surati

    CIEL-ის კონსულტანტი პარფიუმერიის ქეისით

მათთივის, ვინც აქტიურად არიან ჩართული გაყიდვების სფეროში, წლის განმავლობაში გვაქვს შესანიშნავი აქციები, სეილები, ასევე სპეციალური პროგრამები, რომელთა გამარჯვებულები პროდუქციის შეკვეთისას ყოველთვიურად სარგებლობენ პრივილეგიით და დამატებითი საჩუქრებით.

სუნამოებისა და კოსმეტიკის პრემიალური ხარისხის გამო, თქვენ თამამად იგრძნობთ თავს მომხმარებლებთან. თქვენთვის ჩვენ მომზადებული გვაქვს სპეციალური წვრთნები. მათ ჩაგიტარებენ ჩვენი გუნდის საუკეთესო ლიდერები. თქვენ მიიღებთ ისეთ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას პარფიუმერიისა და კოსმეტიკის დარგში, რომლებიც გაგხდიან მომხმარებლის სურვილების ამოცნობის ნამდვილ ოსტატად. თქვენ მარტივად და გასაგებად შეძლებთ სიელის პროდუქციის წარდგენას და სერიოზულ მოგებას მიიღებთ. როცა თქვენ მიიღებთ პირველ შემოსავალს, გაოცებული დარჩებით, რა სასიამოვნო და მომგებიანი ბიზნესია ქსელური მარკეტინგი.

  • sielis-konsultantebi-surati

    კონსულტანტი სუნამოს შერჩევისას 

  • bazaar-brend-sielze-surati

    ჟურნალი Bazaar

  • glamour-surati

    Glamour სიელზე

  • presa-kompania-sielze-surati

    სიელის პროდუქცია ვოგზე

როცა პოტენციური კლიენტი თქვენში ხედავს თავისი საქმის პროფესიონალს, ის მარტივად და სიამოვნებით ღებულობს გადაწყვეტილებას, შეიძინოს თქვენგან. კომპანიის უამრავ კონსულტანტს არაერთხელ მიუღია კომპლიმენტები მათი მაღალი პროფესიონალიზმისა და ადამიანობისთვის. თქვენ მრავლად შეგიძლიათ იხილოთ კმაყოფილი მომხმარებლების გამოხმაურება ჩვენი საიტის გვერდებზე.

 

კონსულტანტების ქსელის განვითარება

თუ თქვენ გსურთ, დამატებითი მოგება მიიღოთ სუნამოებისა და კოსმეტიკის გაყიდვებიდან, როგორც CIEL-ის კონსულტანტს, თქვენ  შეგიძლიათ მოიწვიოთ ახალი კონსულტანტები თქვენს ბიზნესში. ამაში მე და ჩემი გუნდი დაგეხმარებით. სიელის ათასობით კონსულტანტმა, და მათ შორის გამოუცდელმა კონსულტანტებმაც საკუთარი მაგალითით აჩვენეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია!

ამ მოკლე ვიდეოში ნაჩვენებია ერთი ქალბატონის ისტორია. ეს არის ერთ დროს ახალბედას, ახლა კი სიელის ერთ-ერთი ძლიერი ლიდერის წარმატების მაგალითი!


  • CIEL – ერთი ქალბატონის ისტორია


  • სუნამოს ქეისი - როგორ ვიმუშავოთ სინჯებით


  • Narcisco Rodrigues-ის პარფიუმერი სიელზე


  • ჯილდო ნომინაციაში Premium Home

თქვენ ქმნით კონსულტანტთა ჯგუფს (სადისტრიბუციო ქსელს), რათა ხელი შევუწყოთ CIEL-ის ბრენდის პროდუქტების გატანას ბაზარზე. ამისთვის კი, კომპანია სიელი გაძლევთ დამატებით მოგებას თქვენი ქსელის ყველა კონსულტანტის რეალიზებული პროდუქციიდან. 

 

გახდი სიელის სერვის ცენტრის მფლობელი

როგორც კი თქვენ მიაღწევთ გარკვეულ სტატუსს სიელში, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ სადისტრიბუციო ცენტრი, გააფართოვოთ არსებული სტრუქტურა და მიიღოთ მე-3 სახის მოგება. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ პირველ ორზე:

1. მოგება სუნამოებისა და კოსმეტიკის გაყიდვიდან

2. მოგება კონსულტანტების ქსელის განვითარებიდან

სერვის ცენტრის მმართველის ვაკანსია აგრეთვე იმით არის თქვენთვის საინტერესო რომ, კომპანია გაძლევთ დამატებით მოგებას იმ კონსულტანტის მომსახურებიდან, რომელიც თქვენი გაწევრიანებული არ არის.

 

 

მოიგეთ ავტომობილი სიელის ავტოპროგრამით

მიიღეთ მონაწილეობა CIEL-ის ავტოპროგრამაში, და უკვე 3 თვის შემდეგ ატარეთ ახალი მანქანა! ავტომობილი-2019 – 3 ახალი პროგრამაა: