odek'olonis surati

ცოცხალი წყალი”:  ოდეკოლონის ისტორია

კიოლნის  წყლის” 3 საუკუნე ერთ ფლაკონში.

“Eau de cologne”  (ოდეკოლონი)  – დაუჯერებელია, მაგრამ ეს პარფიუმერული 

ბესტსელერი შექნის 307 წელს აღნიშნავს. სამი საუკუნეა სრულიად განსხვავებულ

ადამიანებს ფაეტონებში და ზებგერით თვითმფრინავებში, სამელნეებითა და სმარტ-

ფონებით, კრინოლინებში და ჯინსებში, სურთ, ფლობდნენ ამ პოპულარულ სითხეს.  

 

ოდეკოლონის შექმნაზე არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ ერთის თანახმად, 1730

წელს ბრიტანელმა ჟან ფემინიას ფლორისმა სურნელოვანი სითხის შექმნა დაავალა

იტალიელ ძმებს – ფარინებს და თავის ფარდულში ყიდდა მას.

 

არის მეორე ვერსიაც: იგი მოგვითხრობს ვინმე იტალიელ ჯოვანი მარია ფარინას

ისტორიას. 1709 წელს ის გადავიდა საცხოვრებლად კიოლნში და გახსნა მსოფლიოში

პირველი პარფიუმერული ქარხანა Farina gegenüber, რომლის კედლებშიც ფარინამ

პირველად შეურია ფორთოხლის, ლიმნის, მანდარინის, გრეიფრუტის, ბერგამოტის

ზეთს ნეროლი და კედარი. მიუხედავად იმისა, რომ არომატმა მას იტალიური გაზაფ-

ხულის დილა გაახსენა, თავის ქმნილებას მან Königs wasser უწოდა (“კიოლნის წყალი”)

და თავისი ნახელავის სარეკლამო კამპანიას შეუდგა არა მარტო ადგილობრივების წრეში,

არამედ ტრანზიტულად გამავალ ვაჭრებს შორისაც.

 odek'olonis avt'oris zhan maria parinas surati

მაგრამ, “კიოლნის წყლისპოპულარობას ხელი შუწყო პრუსო-ფრანგულმა შვიდ

წლიანმა ომმა. როდესაც დაუპატიჟებელმა სტუმრებმა გასიჯეს სიახლე, აღმოაჩინეს,

რომ Eau de Cologne კიოლნის წყალი”, ან ოდეკოლონიფრანგულადადეზინფი-

ცირებს ჭრილობებს  და ანეიტრალებს  ჯარისკაცების ოფლის სუნს.

 

ფრანგები შინ დამარცხებითა და სურნელოვანი ნარევის ფლაკონებით დაბრუნდნენ.

ჰიგიენის კულტურის ცუდმა განვითარებამ ფარინას გაყიდვებს დიდი ხელი შეუწყო, 

იმიტომ, რომ თავად ლუი XV-ც არნებივრობდააბაზანაში, ვინაიდანთვლიდა, რომ

ამისთვის ნესტიანი პირსახოციც კარგად გამოდგებოდა. ასეთი სახით, ოდეკოლონი

იმდენად მოდური ატრიბუტი არ გამხდარა, რამდენად, საჭიროება. 

 

მეფე ფრიდრიხ მეორემ Eau de Cologne ეკატერინე II-ს მიართვა. ”წყლის” ფანი

გახდა ალექსანდრე I-ც. თუმცა, ოდეკოლონის შემომქმედმა ამ ეპოქას ცოცხალმა ვერ

მიაღწია.

t'roinoi odek'oloni nap'oleon bonap'art'es suratit


ოდეკოლონის ნამდვილ ფანატად ითვლება ნაპოლეონ I.  იმპერატორი არა მხოლოდ

ტანზე იპკურებდა მას, აბაზანაშიც ასხამდა (ნაპოლეონი ლუი მე-XV-ზე უფრო

ჰიგიენური იყო). ის მას ჩაიშიც ამატებდა.

ფრანგული არმიის მეთაური 1812 წლის სამამულო ომის დროსაც არ იშორებდა

გვერდიდან “კიოლნის წყალს”.  ასე მოხვდა ოდეკოლონი რუსეთში.  მე-XIX  საუკუნის

ბოლოს “ნოვაია ზარია”-ც აწარმოებდა  “ტროინო იოდეკოლონს”  ბონაპარტეს პორ-

ტრეტით. მის შემადგენლობაში შედიოდა მარტივი სამი ეთერზეთი: ბერგამოტი, ლი-

მონი და ნეროლი (ახლა მის შემადგენლობაშია შედის ლავანდის, პიტნის, ქინძი, ჯავ-

ზის, ქარვის და მუშკის ინგრედიენტები).

zhan p'ol gerlenis odek'oloni

ოდეკოლონის წარმატება გრძელდებოდა მე-XIX საუკუნის ბოლომდე, სანამ შესაძლე-

ბელი გახდა სინთეტიკური მასალების გამოყენება. ამან ხელი შეუწყო სუნამოების

წარმოების გაიაფებას.

ფუფუნების ექს -ატრიბუტმა დაკარგა თავისი უნიკალურობისა და პრესტიჟულობის

აურა. ამ ყველაფრის დაბრუნებას შეეცადა გერლენის სახლის შემქნელი ფრანსუა პასკალ

გერლენი.


1853 წელს მან იმპერატორ ნაპოლეონ მე-III-ს მეუღლის – ევგენიასთვის შექმნა ციტრუსის,

ვერბენას, ლავანდისა და კედრისგან განახლებული ოდეკოლონი. მცდელობა წარმატებელი

აღმოჩნდა, თუმცა დიდება და სახელი მან მოგვიანებით მიიღო.

 

Eau De Cologne Imperiale-ს განახლებული ვერსია შედის Les Eaux-ის თანამედროვე

კოლექციაში, რაც ერთხელ კიდევ გვიჩვენებს, რომ ოდეკოლონი კვლავაც პოპულარულია.