სუნამოები განვადებით, სურათი

sunamoebi-ganvadebit-surati

შეიძინეთ სუნამოები განვადებით პარფიუმერიის ონლაინ მაღაზიაში CIEL

სუნამოები განვადებით პირველად ქართველ მომხმარებლებს შესთავაზა პარფიუმერიის ონლაინ მაღაზია CIEL.GE-მ. მომხმარებლებთან მუშაობის დროს გუნდის წევრებმა შევამჩნიეთ, რომ პოტენციური კლიენტების უმრავლესობას სურვილი ჰქონდა შეეძინათ ქალის სუნამო და კოსმეტიკა. თუმცა, მათი მხრიდან ხშირი იყო თხოვნები, რომ პროდუქცია დაგვეტოვებინა კონსიგნაციაზე, ანუ ჩვენებურად რომ ვთქვათ - ნისიად. და ეს ხდებოდა საქართველოს მასშტაბით - არა ერთ ან ორ ქალაქში. ონლაინ მაღაზიის პირობებში, ათასობით მომხმარებელს რაიმე აწყობილი სისტემის გარეშე რთულია მისცე N რაოდენობით პროდუქცია ერთი ან ორი თვის ვადით.

გამოკითხვებში მომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ, თუმცა ნისიად სუნამოს ან კოსმეტიკის შეძენა ერთი მხრივ კომფორტულია, მაგრამ აქვს თავისი მინუსებიც. მაგალიათად: კოსმეტიკური კომპანიის კონსულტანტმა მიუტანა პროდუქცია და შეთანხმდნენ ვადაზე, როდის უნდა გაუსტუმროს კლიენტმა კონსულტანტს თანხა. და აი, დათქმულ დღეს კონსულტანტი მიდის ფულის მისაღებად, მაგრამ მომხმარებელს გარკვეული მიზეზების გამო არ აღმოაჩნდა ფული, რამაც უხერხულობა გამოიწვა. 

ნისიად შეძენას აქვს სხვა მინუსებიც: მომხმარებელს შესაძლოა აქვს სურვილი შეიძინოს სუნამოებისა და კოსმეტიკის ნაკრები თავისთვის და საკუთარი ოჯახის წევრებისთვისაც. ეს კი ზოგ შემთხვევაში შეიძლება გასცდეს 200-300 ლარს - გააჩნია კოსმეტიკური კომპანიის საფასო პოლიტიკას. ამ შემთხვევაში გამყიდველი ვერ გარისკავს ასეთი თანხის პროდუქტების ერთი ან  ორი თვით დატოვებას. ასეთი სახით, სიხარულს კარგავს ორივე მხარე - მომხმარებელმა ვერ შეიძინა საჭირო ნივთები, - გამყიდველმა ვერ შეძლო შეკვეთის რეალიზება. 

სურათზემომხმარებელი საიტიდან ონლაინ ყიდულობს პროდუქციას

sunamos-shedzena-sakredito-baratit-da-ganvadebit-surati

ასე დაგვებადა იდეა, შეგვეთავაზებინა ბრენდ სიელის მომხმარებლებისთვის სუნამოების ყიდვა განვადებით.  გავესაუბრეთ ჩვენს პარტნიორ თიბისი ბანკს და საფინანსო ორგანიზაცია ოქეის | Okay, და მივიღეთ თანხმობა ჩვენი ონლაინ მაღაზიიდან მომხმარებელებს სუნამოები განვადებით შეეძინათ. შედეგმა არ დააყოვნა და გუგლის საძიებო სისტემაში გამოჩნდა რელევანტური სიტყვები: სუნამოები განვადებით და სუნამოს ყიდვა განვადებით, რაც მიუთითებდა იმაზე, რომ მომხმარებლებს სურთ პოპულარული სუნამო განვადებით შეიძინონ. შედეგებმაც არ დააყოვნა - საიტზე დაიწყო სუნამოებისა და კოსმეტიკის მოყვარულების ვიზიტი თხოვნით - შეეძინათ ჩვენს საიტზე პარფიუმერია და კოსმეტიკა ონლაინ განვადებით.

sunamos-yidva-ganvadebit-surati

სურათზე: Google-ს საძიებოში მომხმარებლებს აქტიურად შეჰყავთ რელევანტური სიტყვები - „სუნამოები განვადებით“, „სუნამოს ყიდვა განვადებით“.

ამ პირობით ჩვენს მაღაზიაში რამდენიმე პროდუქტის ერთად შეძენა შეიძლება 50 ლარიდან ზემოთ, 12 თვემდე ეტაპობრივი გადახდით. ოქეი|Okey ბანკთან განვადების გაფორმება შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში. ამისათვის შეარჩიეთ პროდუქტი საიტზე, დააჭირეთ განვადებთ  ყიდვის ღილაკს, რომელზეც გამოსახულია პარტნიორი ბანკის ლოგოტიპი.

ამის შემდეგ გაიხსნება გვერდი, სადაც შეავსებთ ფორმას. სასურველი არომატის განვადებით შესაძენად აუცილებელია ამ ფორმის შევსება. ჩვენ საიტზე შეკვეთის გაფორმების შემდეგ, დაელოდეთ ბანკის შეტყობინებას. დადებითი პასუხის შესახებ დარეკეთ მაღაზიის უფასო ცხელ ხაზზე ტელ: 571 11 07 47 ან მოგვწერეთ ონლაინ ჩათში, რათა გაგიმზადოთ თქვენს მიერ შეკვეთილი ნივთი, რომელსაც ადგილზე უფასოდ მოგაწვდით ჩვენი კურიერი. თუ ვერ გაერკვიეთ  –  დაგვიკავშირდით უფასო ნომრებზე  571 11 07 47,  568 91 08 48 და ჩვენი მენეჯერი დაგეხმარებათ.

შეძენა საბანკო ბარათებით

გადახდის ამ ფორმის არჩევისას, პროდუქტის ღირებულების გადახდა შეგიძლიათ VISA, MASTER CARD, UNIPAY-სა და AMERICAN EXPRESS ბარათებით, როგორც ონლაინ რეჟიმში ჩვენი საიტიდან, ასევე, ნივთის ადგილზე მიწოდების შემთხვევაში პროდუქტის შემოწმების შემდეგ გადაიხადეთ ნებისმიერი ბანკის ბარათით, რის შემდეგაც თქვენ შესაბამისი საბუთები და გადახდის ჩეკი გადმოგეცემათ. 

გარდა ონლაინ მაღაზიისა, ჩვენ ფიზიკური მაღაზიაც გვაქვს, სადაც შეგიძლიათ მობრძანდეთ და ჩვენი პარფიუმერული კონსულტანტები საუკეთესოდ დაგეხმარებიან ინდივიდულაური სუნამოს უფასოდ შერჩევაში. აუცილებელი არაა იმწამსვე შეიძინოთ არომატი - შეგიძლიათ უბრალოდ გასინჯოთ, მოირგოთ სუნამო, - რამდენად გიხდებათ და მოგწონთ. თუ სასურველი პროდუქტი ადგილზე გვექნება, შეძლებთ იქვე შეიძინოთ სუნამოები განვადებით ან ნაღდი ანგარიშსწორებით. თუ ადგილზე არ აღმოჩნდება, ჩვენ თქვენთვის შევუკვეთავთ მას. 

გისურვებთ სასიამოვნო შოპინგს და ბრენდ სიელის პროდუქციის გამოყენებით სრულ კმაყოფილებას! საუკეთესო სურვილებით, სიელის დამფუძნებელი, კომპანიის პარფიუმერული კონსულტანტი და ონლაინ მაღაზია CIEL.GE-ს მფლობელი, მალხაზ ტაბაღუა