sunamos mdgradoba saitze ciel.ge

მოგესალმები  ძვირფასო მკითხველო!

კიდევ ერთხელ  გმადლობთ, რომ მესტუმრეთ!

სუნამოს მდგრადობა: არომატის ბევრ ფანს სურს ამსაკითხზე ამომწურავი პასუხის მიღება. 

თუ ამ საკითხს სწორი კუთხით მივუდგებით, ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. მდგრა-

დობასთან  დაკავშირებით მეც მქინდა გაუგებარი სიტუაციები. აი თუნდაც სიყმაწვილეში.

ერთხელ დეიდას ვსტუმრობდი სოხუმში. ეს იყო 80-იანი წლები.

ის საკომისიომაღაზიაში მუშაობდა და სახლში სუნამოების დიდი კოლექცია ჰქონდა. მახსოვს

დავიწყე მათი გასინჯვა და ჩემი ყურადღება უცებ ერთმა ლამაზმა ფლაკონმა მიიპყრო. მას

ეწერა CLIMAT LANCOME. ეს იყო ფლაკონი პულველიზატორის ანუ სპრეის გარეშე. მოვხსენი

საცობი და მაჯაზე დავისხი ცოტა. მახსოვს, ამ საოცარმა სუნამომ უბრალოდ დამათრო!

rogor shevarchiot sunamo

მაშინ პიონერთაბანაკები იყო დაერთ ერთი ასეთი, დეიდას სახლთან ახლოს იყო,საითაც 

გოგონების მოსახიბლად გავეშურე. 100 მეტრი არ ვარ სახლს გაცილებული და უკვე ვერ 

ვგრძნობ სურნელს.ვიფიქრე, ალბათ ცოტა დავისხი მეთქი.  გავბრუნდი  და კიდევ დავისხი.  

გაინტრესებთ,ზეთების რა კონცენტრაცია იყო იმ სუნამოში? როგორც თავად ფრანგმა პარ-

ფიუმერებმა მითხრეს შემდგომ (ეს იყო უკვე დაახლებით 23 წლის შემდეგ მოსკოვში), მაშ-

ინ  ეთერზეთების კონცენტრაცია იყო 35 50%. მე კი მეგონა,რომ სუნამო არ იყო მდგრადი.

გიფიქრიათ ოდესმე, თუ რატომ არ იძლევიან პარფიუმერული მაღაზიებისუნამოს მდგრადო-

ბაზე  ოფიციალურ გარანტიას, როცა კარგი სუნამოები უდევთ 200-300 ლარებში? ეს სტატია

პასუხს სცემს ამ საინტერესო საკითხს:  გარანტია სუნამოს მდგრადობაზე

 

garant'ia sunamos mdgradobaze SURATI

ნონსენსი იმაშია,  რომ თითქოს ბევრმა  იცის მდგრადობასთან  დაკავშირებული ნიუანსები, 

მაგრამ  საქმეზე ყველაფერი თავდაყირა დგება. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთხელ მაინც გსმე-

ნია, თუ რა ფაქტორები ანაპირობებს  სუნამოს მდგრადობასმივყვეთ რიგრიგობით. მდგრა-

დობის შეფასება ხდება კომპლექსურად და არც ერთი კომპონენტი არ უნდა გამოირიცხოს. 

მათ შორისაა:

– ჩვენი ცხვირის მგრძნობელობის ანატომიური თავისებურება


– მდგრადობის ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები


– სუნამოს მოხმარების კულტურა


– მითები მდგრადობის შესახებ


– პარფიუმერული კომპოზიციის თავისებურებები

sunamos mdgradoba surati

დავიწყოთ ცხვირით :)

მისი  მგრძნობელობა  საკმაოდ ფაქიზი და არამყარი  მექანიზმია.  ეს ფაქტი ხშირად 

აბნევს ახალბედებს,  რიმლებიც პაფიუმერიის სფეროში იწყებენ მუშაობას. ჩვენ ხან 

ვგრძნობთ სურნელს, ხან – არა.  და ეს ეხება არა მარტო სუნამოს, არამედ საერთოდ 

ნებისმიერ სურნელს, როგორც ასეთს.

sunamos shercheva

ეგრეთ  წოდებულ  შეყნოსვასა და ადაპტაციას  საფუძვლად  უდევს  დაცვითი მექანიზმი.  

ცნობილი  პარფიუმერი სტეფან ელინეკი თავის ლეგენდარულ წიგნში “სუნამო – ოცნება  

ფლაკონში”, – წერს, რომ მაგალითად ჩვენი საყვარელი კერძი ზოგჯერ აღარ არის მეტად  

მიმზიდველი.  აღგზნებისა  და  ეიფორიის  კულმინაცია, რომელსაც  ადამიანი განიცდის 

საყვარელ ადამიანთან ინტიმური სიახლოვის  დროს, იცვლება შენელებით უცებვე აქტის  

შემდეგ.  მაგრამ  რატომღაც, როცა ეს ადაპტაციური თემა ეხება სურნელის საკითხს, მიუ-

ღებლად გვეჩვენება სუნამოსთან დაკავშირებით.

sunamos mdgradoba surati 2

პარადოქსი  იმაშია, რომ თუმცა, მომხმარებელმა  შეიძლება იცოდეს  ადაპტაციის  ანუ მიჩ-

ვევის შესახებ, ის მაინც თვლის, რომ საქმე არა მის ცხვირშია:) არამედ იმაში, რომ სუნამო  

არაა მდგრადი. სამწუხაროა,  მაგრამ ფაქტია, რომ მოუმზადებელი  კონსულტანტი  მომხმა-

რებლის პრეტენზიას,  როგორც  ჭეშმარიტებას ისე  აღიქვამს. და მაშინ იწყება “გონკები”.

ასეთი სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სათანადო ცოდნის მიღებით.  მაშ რა ხდება სინა-

მდვილეში და რა არის ეს მდგრადობა, ასე რომ უშლის ნერვებს სუნამოს ფანებსამ კითხვაზე 

პასუხს გავიგებთ  შემდეგი  პოსტიდან, სულ მალე. სტატიის  ავტორი: მალხაზ ტაბაღუა. წაი-

კითხეთ ავტორის სხვა სტატიებიც სუნამოს თემაზე ჩვენი საავტორო ბლოგი