როგორ დავიცვათ თავი ყალბი

სუნამოსა და კოსმეტიკის შეძენისგან?


ეს მტკივნეული საკითხი სუნამოს გურმანებს მას შემდეგ აწუხებთ, რაც პარფიუმერებმა დაიწყეს თავიანთი

შედევრების რეალიზება. ეს თემა კარგად არის ნაჩვენები ფილმ “პარფიუმერში”. გაყალბებული სუნამოს ყიდვა

არა მარტო ფულის სანაგვე ყუთში გადაყრაა. ეს არის ასევე უსიამოვნო განცდა, რომ მოგატყუეს, სულში

ჩაგაფურთხეს. ამან, ადვილად შესაძლოა, ჯანმრთელობას შეუქმნას სერიოზული პრობლემა. დაწყებული

ალერგიიდან, დამთავრებული სასწრაფო ჰოსპიტალიზაციით.


როგორ დავიცვათ თავი მსგავსი პრობლემებისგან?

მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.


მითი 1–ელი: სუნამო უნდა შეიძინო მხოლოდ მაღაზიაში. ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის, ამ

შემთხვევაშიც გამოყენებადია. მაღაზიაშიც ადვილად შეხვდებით ფეიკს ანუ გაყალბებას. თუ თქვენ “გენიალური

ცხვირის” პატრონი არ ბრძანდებით, მარტო გარეკანის დათვალიერებით ვერას გახდებით.

ორიგინალი ქარხნული წარმოების სუნამოს ყუთზე გარკვევით აწერია მწარმოებლისა და კომპანია–

დისტრიბუტორის სახელწოდება. ქარხნის ზუსტი მისამართი. შტრიხ–კოდების იდენტურობა. აუცილებლად უნდა

იყოს დატნეული სუნამოს კომპოზიციის შემადგენლობა, გარდა იმისა, რაც თავად პარფიუმერს, მის ავტორს

დაცულიაქვს, როგორც საავტორო საიდუმლო.

2. ფერი. სუნამოსფერი არ უნდა იყოს მღვრიე და არ ჰქონდეს ნალექი.

3. სურნელი. შესხურების შემდეგ, 2–3 დღეშიც სუნამომ არ უნდა შეიცვალოს ნატურალური სურნელი – ის არ

უნდა “ამჟავდეს”, არ უნდა გადავიდეს მომწრო სუნში.

4. მდგრადობა. კარგ სუნამოს რა თქმა უნდა ახასიათებს ეს მაჩვენებელი, ოღონდ მთლად ამაზე დაციკვლა არ

შეიძლება. საქმე იმაშია, რომ გამყალბებლები წარმოებაში იყენებენ სინთეტიკურ ინგრედიენტებს, რომლებიც

ზრდიან მდგრადობას, მაგრამ ასეთ პარფიუმს სულ მოკლე ხანში ეცვლება სურნელი – ის გადადის მომწრო სუნში.

ასერომასეთისურნელითნამდვილადვერავისმოაწონებთთავს. ორიგინალი სუნამო ფრანგული პარფიუმერიის

სკოლის თანახმად იხსნება 3 ეტაპად ანუ ნოტებად – TOP საწყისი ნოტა – მისი შეყნოსვისას ხდება ასე ვთქვათ,

“ერთი ნახვით შეყვარება”. ჩვეულებრივ, ეს ციტრუსოვანი, მსუბუქი და ჰაეროვან ინოტებია. მე–2 ნოტა – HEART

– სურნელის გული, აქ მჟღავნდება სუნამოს ხასიათი, მისი ქარიზმა. და ბოლოს Base – საბაზისო ნოტა. მას

პარფიუმერები კიდევ უწოდებენ სუნამოს გამამაგრებელს. აქ კონცენტრირებულია ხის, მცენარეების, მაგალითად

პაჩულის ან კედრის ინგრედიენტები. ან ცხოველური წარმოშობის კომპოზიცია – ამბრა, მუსკუსი და ა.შ. ზუსტად

აქ იმალება სუნამოს მდგრადობის ერთერთი საიდუმლო.

5. პროდუქციის რეალიზების ხერხები.

იმის გამო, რომ ბოლო დროს მთელს მსოფლიოში გახშირდა სუნამოს გაყალბების შემთხვევები, მოდის სახლები,

დიზაინერები და პარფიუმერები ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი პრესტიჟი და რათქმაუნდა

შემოსავლები, ვინაიდან გამყალბებლები მათ ყოველწლიურად ართმევენ მილიონიან მოგების კუშს.

ამასთან დაკაშირებით, ზოგიერთი ბრენდი უკვე გადადის პირდაპირი გაყიდვების მეთოდზე. კომპანია–

მწარმოებელი აცსადებს ვაკანსიებს სუნამოს რეალიზების კონსულტანტებზე. მიდის მათი მაღალ დონზე

გადამზადება მასტერ–კლასებისა და ტრენინგების გზით.

ასევე მიმდინარეობს პროდუქციის სრული ლოგისტიკა – კომპანია ყოველთვის საქმის კურსშია, სად და რომელ

სადისტრიბუციო საწყობში წავიდა პროდუქტის მორიგი პარტია. კომპანიის სტილისტი–პარფიუმერები კი ხელს

უწყობენ იმას, რომ მომხმარებელი აუჩქარებლად და ყურადღებით გაეცნოს მისთვის სასურველ სუნამოს.

ამისათვის სტილისტ–პარფიუმერს მუდამ თან აქვს პროფესიონალი პარფიუმერების მიერ შექმნილი ქეისი

სუნამოს ყველა საჭირო სინჯით. ასეთი სახით, მომხმარებელს საშუალება აქვს წინასწარ გაეცნოს და დარწმუნდეს

პროდუქციის მაღალ ხარისხში.

6. ვინ არის მწარმოებელი, ანუ ორიგინალ პარფიუმერიაში ყოველთვის იგულისხმება ფრანგული სუნამოები, ან

საფრანგეთში წარმოება?


გლობალიზაციამ, ყველა სიკეთესა და უკეთურობასთან ერთად მოიტანა ასეთი მდგომარეობა ბიზნეს–სამყაროში:

ჩვენს დროში უბრალოდ შეუძლებელია წარმოებამ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მოიყაროს თავი.

მაღალმა კონკურენციამ, სამუშაო ადგილების შემცირებამ, საფასო პოლიტიკისა და მომხმარებლისთვის უფრო

სიმპათიური ფასების შესათავაზებლად, პარფიუმერებს უწევთს ხვა და სხვა ხერხებს მიმართონ. მაგ:

პროდუქციის წარმოება გადადის იმ კონტინენტზე და სახელმწიფოში, სადაც უნდა მოხდეს მისი საბოლოო

რეალიზება. მაგალითად, ასეთ ხერხს მიმართავენ უკვე DIOR, CHANEL, LACOSTE, VERSACE და სხვა ცნობილი

ბრენდები.

ასევე უნდა შევეხოთ ისეთ თემას, როგორიცაა, ახალი ბრენდების დაბადება, მათი მოსვლა პარფიუმერულ

ბაზარზე. არენაზე გამოჩნდნენ ნიჭიერი, ახალი თაობის პარფიუმერები, რომლებთაც ძალუძთ მაქსიმალურად

ასიამოვნონ საკუთარ მომხმარებელს ყველა მიმართულებით. ერთერთ ასეთ კომპანიების  ნათელ მაგალითს

წარმოადგენენ კომპანია “ლამბრე”, ” რივგოში”, ორიფლეიმი”, (თუმცა ისინი უკვე 40 წელზე მეტია ბაზარზე

არიან). “ეივონი.

ახლახანს გამოჩნდა საკმაოდ ძლიერი მოთამაშე – ბრენდი, რომლის სახელწოდებაა CIEL  (სიელი). ბრენდი

შექმნილია 30–ზე მეტი ლეგენდარული ძველი და ახალი თაობის ფრანგი და რუსი პარფიუმერების თაოსნობით.

მათი 150–ზე მეტი შექმნილი შესანიშნავი სუნამოდან ოცდაათმა საერთაშორისო პარფიუმერულ კონკურსებზე

პირველი ადგილები აიღო ყველაზე პრესტიჟულ ნომინაციებში.


ისინი ამზადებენ მაღალკვალიფიციურ კადრებს – სტილისტ–კონსულტანტებს, რომლებიც ამთავრებენ

კომპანიაში არსებულ უმაღლეს სასწავლებელს და გადაეცემათ სპეციალურიდი პლომი–სერტიფიკატი. ასეთი

დონის მომზადებული დამოუკიდებელი ექსპერტები დიდ სამსახურს უწევენ თანამედროვე მომხმარებელს –

პერსონალურად ურჩევენ მათ ისეთ პროდუქტს, რომელიც მაქსიმალურად დააკმაყოფილებს მათ

მოთხოვნილებებს. ასეთი სახის სერვისი, დაგვეთანხმებით, იშვიათია მაღაზიებში – იქ ერთ კლიენტს დიდ დროს

ვერავინ ვერ დაუთმობს. ასეთია უფროსობის პოლიტიკა.

7. და ბოლოს, არანაკლებ მნიშვნელოვანი და მტკივნეული თემა ჩვენი რეგიონის მომხმარებლისთვის:

ღირებულება. როგორ უნდა იქნეს ფასი ისე განსაზღვრული და დაბალანსებული, რომ ფასიც ხელმისაწვდომი

იყოს მყიდველთა უმრავლესობისთვის და ამავე დროს ხარისხი არ იყოს დაბალი. ვინაიდან შეუძლებელია

მაღალი ხარისხის ექსკლუზიური სუნამო კაპიკები ღირდეს. თანამედროვე პარფიუმერებმა და მარკეტოლოგებმა

მიაგნეს ოქროს შუალედს.


როგორც ცნობილია, სუნამოს ფასი მომდინარეობს სხვადასხვა კომპონენტებისგან. მაგალითად, ბევრმა

მომხმარებელმა არ იცის, რომ როცა მაღაზიაში იძენს ახალ არომატს, ფასში ის იხდის მაღაზიის ქირისა თუ მისი

პრესტიჟული ადგილმდებარეობის, თანამშრომლების, შუამავლების და რაც ყველაზე აძვირებს პროდუქტის ფასს

– რეკლამაში. მაგალითად, თუ სუნამოს ღირებულებაა 200 ლარი, აქედან 10%–ია თავად სითხე ანუ თავად

სუნამო. 10% შუამავლების ფასნამატი. 40%  მაღაზიის ფასნამატი, და ბოლოს ყველაზე მთავარი 40% –

რეკლამის ფასი. თუ აქედან მოვაშორებთ მაღაზიის, შუამავლებისა და რეკლამის გამანადგურებელ ფასნამატს,

ჩვენ ვღებულოთ შესანიშნავ სუნამოს პირდაპირ ქარხნის ფასად! კარგი იდეააა, რას იტყვით? არაფერსაც –

“მომეცით 3 სუნამო იტყვის აღფრთოვანებული მომხმარებელი და ცეკვა ცეკვით გაფრინდება შინ.

უღრმეს მადლობას გიხდი ძვირფასო მკითხველო, რომ გაუძელი და ბოლომდე წაიკითხე ეს მემუარი! გჯეროდეს,

– ეს სტატია არაერთი საათის კლავიატურაზე წვალების შედეგია. დროებით! წინ გელით ჩვენგან საინტერესო

ვიქტორინები და სახალისო, თქვენთვის არაერთი პრიზის მომტანიაქციები! ყურადღებითადევნეთთვალი,

რომ არ გამოგრჩეთ თქვენთვის რამე მნიშვნელოვანი და საინტერესო ღონისძიება!

გააზიარეთ და დაალაიქეთ თუ გულწრფელად მოგწონთ ჩვენი მოკრძალებული ნაშრომები!

 სტატია აღებულია მალხაზ ტაბაღუას ბლოგიდან