გამარჯობა ძვირფასო სტუმარო!

პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ ეწვიეთ ჩემს ონლაინ მაღაზიას! მე არ გთხოვთ, სიტყვაზე მენდოთ ხარისხთან დაკავშირებით. იმისათვის, რომ თქვენ მშვიდად იყოთ და შეგეძლოთ სტრესის გარეშე, სიამოვნებით მოიხმაროთ სიელის - სუნამოები და კოსმეტიკა, მე და ჩემს გუნდს თქვენთვის მომზადებული გვაქვს გარანტიების მთელი პალიტრა.

მე, როგორც სიელის ექსპერტი სუნამოების საკითხში, გარწმუნებთ, რომ 2004 წლიდან, ჩემი ლოიალური კლიენტების წინ არასდროს შევრცხვენილვარ პროდუქციის გამო, და ისინიც სიამოვნებით და თამამად ურჩევენ მეგობრებს სიელის მარკას. ასევე, მე და ჩემი ოჯახი წლების მანძილზე მოვიხმართ ამ შესანიშნავ პროდუქციას.

ეს გამოცდილება ხარისხთან დაკავშირებით, მაძლევს სითამამეს, მოგცეთ 100%-იანი გარანტია უკმაყოფილების შემთხვევაში თანხის უკან დაბრუნებაზე! რაზეა დაფუძნებული ჩემი ასეთი დაჯერებულობა? მოდით ერთად ვნახოთ.

დავიწყოთ სუნამოებით.

1.  სიელის მარკის სუნამოებს ქმნის მსოფლიო კლასის 35 ფრანგი პარფიუმერი, რომლებიც ცნობილი დიზაინერებისთვის ქმნიან ბესტსელერ არომატებს. ამ ბმულზე იხილეთ მათ მიერ შექმნილი სუნამოები.

kompania sielis frangi pharphiumerebi surati

2. სიელის სუნამოები და პრემიალური კოსმეტიკა იქმნება უმალესი ხარისხის ლუქსის კლასის კომპოზიციებისგან.

3. სიელის არომატები მზადდება ევროპის 5 წამყვან პარფიუმერულ ლაბორატორიაში, სადაც სუნამოები, ასევე მზადდება მოდის სახლებისთვის: DIOR, VERSACE, CHANEL, GUCCI, NARCISCO RODRIGUES, HERMES, GIVENCHY.

sielis  pharphiumeruli laboratoriebi surati

4.  სიელის სუნამოები და კოსმეტიკა მონაწილეობს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში - FIFI FRAGRANCE AWARDS, სადაც CIEL-ის 40 არომატი პარფიუმერული ოსკარებით და დიპლომებით დაჯილდოვდა.

aromatis piramida surati

ყველაზე მაღალ კონცენტრაციად პარფიუმერები თვლიან სუნამოს (parfum). ჩვენი არომატების კოლექცია შედგება სუნამოსა და სუნამოს წყლისგან, რაც განაპირობებს მაღალ მდგრადობას. 

სიელის კონსულტანტები კლიენტთან  მუშაობისას, ითვალისწინებენ ყველა ფაქტორს, რაც განაპირობებს სუნამოს მდგრადობას, და მათი გათვალისწინებით ურჩევენ ჩვენი კოლექციიდან სუნამოებს. ამიტომ თქვენ ყოველთვის ღებულობთ საუკეთესო რეზულტატს და კმაყოფილებას მათი გამოყენებით

ძვირფასო მკითხველო, მოდით ერთად შევაჯამოთ, განხილული დეტალები და კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რატომ შეგიძლიათ ენდოთ სიელის მარკის პროდუქციას.

chveni garantiebi produktsiaze surati

1. სიელის სუნამოებს ქმნის მსოფლიო კლასის 35 ფრანგი პარფიუმერი.

2. ჩვენი პროდუქცია იქმნება მსოფლიოს 5 წამყვან ლაბორატორიაში.

3. საერთაშორისო კონკურსებზე ჩვენს 40 არომატს მიღებული აქვს უმაღლესი ჯილდოები - პარფიუმერული ოსკარები და დიპლომები, რაც უდავოდ, ხარისხის ერთ ერთი კარგი მაჩვენებელია.

4. სიელის არომატების კოლექცია შედგება ლუქსის კლასის პარფიუმერული კომპოზიციებისგან, რაც განაპირობებს მათ მაღალ მდგრადობას.

5. ამ მომენტისთვის CIEL-ის მარკის პროდუქციას მოიხმარს 15 მილიონზე მეტი ადამიანი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით სიელის კონსულტანტები მომხმარებელს ურჩევენ სუნამოს, რომელიც შეესაბამება:

1. წელიწადის დროს

2. მომხმარებლის კანის ტიპს

3. მომხმარებლის ფსიქოტიპს

klientebi ircheven sunamoebs surati

ჩვენი გარანტიები ეფუძნება ყველა ამ მნიშვნელოვან დეტალებს და თითოეული მათგანი უნდა იქნეს გათვალისწინებული, რაშიც, ძვირფასო მომხმარებელო, თქვენი დახმარებაც გვჭირდება. მხოლოდ მაშინ ვღებულობთ საუკეთესო რეზულტატებს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით, რომ მესტუმრეთ და დრო დაუთმეთ ამ სტატიას. გისურვებთ სასიამოვნო შენაძენს და დიდ კმაყოფილებას ჩვენი პროდუქციის მოხმარებით! ჩვენს საიტზე თქვენ ყოველთვის გელოდებათ საინტერესო აქციები და სასიამოვნო სიურპრიზები, ამიტომ პერიოდულად თვალი ადევნეთ ჩვენს ანონსებს საიტზე.

საუკეთესო სურვილებით, მალხაზ ტაბაღუა და სიელის გუნდი საქართველოში.