sunamos shercheva surati geza shoeni

პარფიუმერმა Geza Schoen (გეზა შოენი),  ამ მშვენიერ არომატში ჩააქსოვა იშვიათი კომპონენტი Iso E Super,

რაც მას გამორჩეულს ხდის პარფიუმერულ ჰიტებს შორის. სუნამო Molecules 02  –  შეიცავს ციტრუსების

უძლიერეს  გამაგრილებელ  კოქტეილს,  რომელიც ნამდვილი შველა იქნება მოახლოებული ზაფხულის

დღეებისთვის.

ფოტო: ანა ბოკო

გეზა შოენი სურნელების, არომატების დიდოსტატია, რომელმაც პარფიუმერიაში ბუნებრივ, ჯანსაღ, მარტივ,

საინტერესო, ინდივიდუალურ სურნელებს გაუკვალა გზა და სუნამოების ახალი მიმართულება

Eccentric Molecules შექმნა. გერმანელი პარფიუმერი თანამშრომლობდა ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა:

Diesel, FCUK, biehl parfumkunstwerke, Wode  და სხვა.

გეზა შოენი თბილისს რამოდენიმე დღით სტუმრობდა. მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა, „12”-მა მაინც


მოახერხა პარფიუმერთან ცოტა ხნით გასაუბრება.

– მოგესალმებით. ტრადიციული შეკითხვა უნდა დაგისვათ, გვიამბეთ თქვენი ბავშვობის შესახებ, როგორ

გარემოში გაიზარდეთ?

გამარჯობა, მე ძალიან კარგი და საინტერესო ბავშვობა მქონდა. მამა ხელოვანია, დედა კი – ბაღის აღმზრდელი.

მადლობა მათ, რომ არ მზღუდავდნენ და მაძლევდნენ თავისუფლებას, ექსპერიმენტირების საშუალებას. გარდა

სუნამოებისა, ერთი პერიოდი ავეჯის, სამკაულების კეთებითაც ვიყავი დაკავებული. ხელოვნებისადმი ეს

ლტოლვა ალბათ ჩემი ოჯახიდან მოდის, ასევე იმ ქალაქიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე. 

– როგორ აღმოჩნდით პარფიუმერიის სფეროში, უფრო სწორად, რამ გადაგაწყვეტინათ, ეს პროფესია აგერჩიათ?

სურნელები ბავშვობიდანვე მიზიდავდა და მამაკაცის სუნამოებს ვაგროვებდი. ალბათ 13 წლის ვიყავი, როცა ჩემს

კოლექციაში 100-მდე სუნამო იყო, რომელთაც ერთი მეორისაგან თვალდახუჭული, მხოლოდ ყნოსვით ვარჩევდი.

მივხვდი, ეს ჩემი საქმე იყო და შემდგომში სწავლა ამ მიმართულებით განვაგრძე.

– ბატონო გეზა, თუ შეგიძლიათ, რამდენიმე წინადადებით საკუთარი თავი დაგვიხასიათეთ.

ნორმალური  ადამიანი ვარ. მიყვარს მოგზაურობა, ფეხბურთი, არ მიზიდავ ძვირადღირებული

მანქანები, მიყვარს ექსპერიმენტები. ხანდახან მოუთმენელიც ვარ, ცინიკურიც, ბედნიერი ვარ. მიყვარს

ცოცხალი ურთიერთობები და ნაკლებად – ვირტუალური. ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, რომელიც

რეგულარური ცხოვრების წესით  ცხოვრობს.

molekula eqscentrikis avtori surati

სამწუხაროდ, თანამედროვე პარფიუმერია შიძირითადი აქცენტი მასიურ მომხმარებელზე კეთდებადა მსხვილი

კომპანიები ნაკლებ დროს უთმობენ ინდივიდუალურ, თავისუფალ და შთაგონებით შექმნილ სუნამოების

წარმოებას. ეს კი ძალიან მოსაწყენია და ნაკლებად საინტერესო. ასეთი მუხტით შექმნილი სუნამო ვერასოდეს

 გახდება გამორჩეული, იმიტომ რომ სული აკლია. ეს მართლაც ცუდი ტენდენციაა.

– მიუხედავად იმისა, რომ ცოტახანი დაჰყავით აქ, მაინც გკითხავთ, რა შთაბეჭდილებებით ბრუნდებით უკან და


როგორ სურნელიაქვს საქართველოს?

სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე, საქართველო კარგად გამეცნო, მისი სოფლები, ბუნება მენახა. თბილისი ძალიან

კარგიქალაქი იქნებოდა, რომ არა ამდენი მანქანა…

ჩემი აზრით, ქუჩაში მოსიარულე მანქანების 50% საერთოდ გადასაგდებია. მესმის, ეს შეიძლება

პოლიტიკის შედეგია დაა.შ.  მაგრამ რა საჭიროა ამდენი ტაქსი, თქვენ ჯანმრთელობას სერიოზულ

საფრთხეს უქმნით, მაპატიეთ, მაგრამ თბილისს გამონაბოლქვის სურნელი აქვს…


არადა, საქართველო საკმაოდ პერსპექტიული

ქვეყანა შეიძლება იყოს, თქვენ ამისთვის ყველაფერი გაქვთ – კულტურა, ბუნება, ხილ-ბოსტნეული, ჩაი,

თაფლი… არც რუსები გჭირდებათ და არც ამერიკელები, მსოფლიოს~

წინაშე საქართველო თავისი თვითმყოფადობით და ინდივიდუალურობით უნდა წარდგეს.

საუბრის ბოლოს, ჩემს სტუმარს საინტერესო ინტერვიუსთვის დიდი მადლობა გადავუხადე, კეთილი

მგზავრობა ვუსურვე და ჩვენი შეხვედრის ადგილი ოდნავ  გულდაწყვეტილმა დავტოვე. არასასიამოვნოა მაინც,

საკუთარი ქალაქი გამონაბოლქვის სუნთან რომ ასოცირდება.

თითქოს ახალ იამბავი გავიგე…

ინტერვიუსთვის დიდ მადლობას ვუხდით ნინო გვალიას –  საიტი: tormeti.ge