odek'olonis ist'oria malkhaz - t'abaghuas saavt'oro blogi

ცოცხალი წყალი - ოდეკოლონის ისტორია. “კიოლნის წყლის” 3 საუკუნე ერთ ფლაკონში.

მამაკაცის კლასიკური ოდეკოლონი  შექნიდან 307 წელს აღნიშნავს. სამი საუკუნეა განსხვავებულ ადამიანებს ფაეტონებში და თვითმფრინავებში, სამელნითა და აიფონით, კრინოლინში და ჯინსებში, კვლავ სურთ, ფლობდნენ ამ პოპულარულ სითხეს.

ოდეკოლონის შექმნაზე არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთ ერთის თანახმად, 1730 წელს ჟან ფემინიას ფლორისმა სურნელოვანი სითხის შექმნა სასწრაფოდ დაავალა იტალიელ ძმებს – ფარინებს და შემდეგ თავის ფარდულში ყიდდა მას. არის მეორე ვერსიაც: იგი მოგვითხრობს ვინმე იტალიელ ჯოვანი მარია ფარინას ისტორიას.

odek'olonis avt'ori zhan maria parina surati

1709 წელს ის გადავიდა საცხოვრებლად კიოლნში და გახსნა მსოფლიოში პირველი პარფიუმერული ქარხანა Farina gegenüber, რომლის კედლებშიც ფარინამ პირველად შეურია ფორთოხლის, ლიმნის, მანდარინის, გრეიფრუტის, ბერგამოტის ზეთს ნეროლი და კედარი.

მიუხედავად იმისა, რომ არომატმა მას იტალიური გაზაფხულის დილა გაახსენა, თავის ქმნილებას მან Königs wasser უწოდა (“კიოლნის წყალი”) და თავისი ნახელავის სარეკლამო კამპანიას შეუდგა არა მარტო ადგილობრივების წრეში, არამედ ვაჭრებს შორისაც. მაგრამ მის პოპულარობას ხელი შუწყო პრუსო-ფრანგულმა შვიდ წლიანმა ომმა.

როცა დაუპატიჟებელმა სტუმრებმა გასინჯეს სიახლე, აღმოაჩინეს, რომ Eau de Cologne («კიოლნის წყალი” ადეზინფიცირებს ჭრილობას და ოფლის სუნს ანეიტრალებს ჯარისკაცებში. ფრანგები შინ დამარცხებითა და სურნელოვანი ნარევის ფლაკონით დაბრუნდნენ.

ჰიგიენის კულტურის ცუდმა განვითარებამ ფარინას გაყიდვებს დიდი ხელი შეუწყო, იმიტომ, რომ თავად ლუი XV-ც არ ნებივრობდა აბაზანაში, ვინაიდან სთვლიდა, რომ ამისთვის ნესტიანი პირსახოციც კარგად გამოდგებოდა. ასეთი სახით, ოდეკოლონი იმდენად მოდური ატრიბუტი არ გამხდარა, რამდენად, საჭიროება.

მეფე ფრიდრიხ მეორემ Eau de Cologne ეკატერინე II-ს მიართვა. ”წყლის” ფანი გახდა ალექსანდრე I-ც. თუმცა, ოდეკოლონის შემომქმედმა ამ ეპოქას ცოცხალმა ვერ მიაღწია. ოდეკოლონის ნამდვილ ფანატად ითვლება ნაპოლეონ I. იმპერატორი არა მხოლოდ ტანზე იპკურებდა მას, აბაზანაშიც ასხამდა (ნაპოლეონი ლუი მე-XV-ზე უფრო ჰიგიენური იყო). ის მას ჩაიშიც ამატებდა. ფრანგული არმიის მეთაური 1812 წლის სამამულო ომის დროსაც არ იშორებდა გვერდიდან “კიოლნის წყალს”.

eau-de-cologne-napoleon.-ciel.ge

ასე მოხვდა ოდეკოლონი რუსეთში. მე-XIX საუკუნის ბოლოს “ნოვაია ზარია”ც აწარმოებდა “ტროინო იოდეკოლონს” ბონაპარტეს პორტრეტით. მის შემადგენლობაში შედიოდა მარტივი სამი ეთერზეთი: ბერგამოტი, ლიმონი და ნეროლი (ახლა მის შემადგენლობაში შედის ლავანდის, პიტნის, ქინძი, ჯავზის, ქარვის და მუშკის ინგრედიენტები).

ოდეკოლონის წარმატება გრძელდებოდა მე-XIX საუკუნის ბოლომდე, სანამ შესაძლებელი გახდა სინთეტიკური მასალების გამოყენება. ამან ხელი შეუწყო სუნამოების წარმოების გაიაფებას. ფუფუნების ატრიბუტმა დაკარგა უნიკალურობისა და პრესტიჟულობის აურა. ყველაფრის დაბრუნებას შეეცადა ფრანსუა პასკალ გერლენი  -  გერლენის პარფიუმერული სახლის შემქნელი. 

1853 წელს მან იმპერატორ ნაპოლეონის მეუღლის ევგენიასთვის ციტრუსის, ვერბენას, ლავანდისა და კედრისგან ახალი ოდეკოლონი შექმნა. მცდელობა წარმატებელი აღმოჩნდა, თუმცა დიდება და სახელი მოგვიანებით მიიღო. Eau De Cologne Imperiale-ს განახლებული ვერსია შედის Les Eaux-ის კოლექციაში, რაც ერთხელ კიდევ გვიჩვენებს, რომ ოდეკოლონი კვლავაც პოპულარულია.

ძვირფასო მკითხველო, კვლავ დიდ მადლობა გიხდი, ინტერესს რომ ავლენ ჩემი სტატიების მიმართ. თუ მოგეწონათ ოდეკოლონის ისტორია, გთხოვთ, მეგბრებს გაუზიარეთ ამ სტატიის ბმული. თქვენ ასევე შეგიძლიათ გაეცნოთ პარფიუმერიის ისტორიას სტატიაში - Magie Noire - ახლებური ხედვა.

საუკეთესო სურვილებით, პარფიუმერული ლაბორატორია სიელი კონსულტანტი, მალხაზ ტაბაღუა