rogor-shevarchiot-kalis-sunamo-surati

როგორ შევარჩიოთ არომატი საყვარელი ქალისთვის

ეს კითხვა ნამდვილ დილემაში აგდებს ბევრ მამაკაცს. სუნამო ერთ-ერთი საუკეთესო საჩუქარია საყვარელი ქალბატონის გადასარევ ხასიათზე მოსაყვანად. როგორ გამოიყურება სასაჩუქრე სუნამოს იდეალური პორტრეტი? 

sunamos-shercheva-surati

როგორ გააკეთოთ ისეთი არჩევანი, რომელიც ქალბატონის სურვილის ამოცნობის ოსტატად და სუნამოების ექსპერტად გაქცევთ? მოდით ერთად გავეცნოთ დროში უკვე გამოცდილ რჩევებს, თუ როგორ შევარჩიოთ ქალის სუნამო.

aromatis-shercheva-kalbatonistvis-surati

ნუ დაადგამთ ფეხს ბოცხს, რომელმაც ბევრი მამაკაცი ნოკაუტში ჩააგდო

ექსპერტებმა შენიშნეს, რომ მამაკაცები ორ შეცდომას უშვებენ, როცა გეზს პარფიუმერიის მაღაზიისკენ იღებენ. პირველი  – იმახსოვრებენ, სუნამოს რა ფლაკონები ნახეს ბოლო დროს საყვარელი ადამიანის საძინებელში და ყიდულობენ ზუსტად იმავეს. რა თქმა უნდა, ძალიან მომგებიანი სვლაა, თუმცა, უნდა გითხრათ, რომ სასიამოვნო სიურპრიზი არ გამოვა.

 

ვარიანტი მეორე - დახმარება სთხოვოთ კონსულტანტს. როგორც წესი, მამაკაცი "ჯადოსნურ" ფრაზას წარმოთქვამს: "მე თქვენ გენდობით, რამე თქვენი გემოვნებით შემირჩიეთ". მაგრამ ასეთ მიდგომას მხოლოდ ჩიხში შეჰყავს კონსულტანტი, რომელიც გაგებაში არ არის, ვინ არის საჩუქრის ადრესატი, რა ტიპის, რა ტემპერამენტისა და გემოვნებისაა ის. და მასაც ისღა დარჩენია, გირჩიონ ყველაზე პოპულარული არომატი. ასეთი საჩუქარი იქნება ინდივიდუალურობას მოკლებული და საეჭვოა, რომ ქალბატონი აღტაცებაში მოიყვანოთ - ეს უბრალოდ ლატარეის ტოლფასი –ან მოიგებ, ან –არა. მაგრამ თქვენი მიზანი ხომ ის იყო, რომ საჩუქარს ნამდვილი ფურორი მოეხდინა?!

 

სუნამოს შერჩევისას ვითვალისწინებთ კანის ფერს, ტემპერამენტს. გარდა ამისა, კარგია, ყურადღება მიაქციოთ ქალის ხასიათს. მაშ ასე, როგორია ის – ვისთვისაც თქვენ ირჩევთ საჩუქარს?

"ძვირფასო, უბრალოდ ვერ გავუძელი ცდუნებას, არ მეყიდა ეს კაბა და შევიძინე. ხომ გაგიხარდება, როცა ამ კაბით შენს გვერდით გამოვჩნდები წვეულებაზე?"

kalbatonis-sunamo-surati

თუ ამ ფრაზაში თქვენი თანამგზავრი იცანით, მაშინ თქვენ მიზანთან ახლოს ხართ. დიახ, ის ზოგჯერ იმპულსურია, მაგრამ თქვენ დიდსულოვნად პატიობთ მას ამ სისუსტეებს. 

ასეთ ქალებს მოსწონთ აღმოსავლური ტიპის მოტკბო სუნამოები.

sunamos-shercheva -sachukrad-surati

რას გთავაზობთ CIEL? არომატები Robe d'Hiver, Soleil №10, Soleil No 1 აუცილებლად მოეწონება მას.

"თუ რამის გაკეთება მინდა, ის უნდა შევასრულო სრულყოფილად".

თქვენი ქალბატონი ცხოვრებაში ამ პრინციპით ხელმძღვანელობს? ასეთ ქალს უყვარს ყველაფრის იდეალურად გაკეთება, თუმცა მას ზოგჯერ ღლის სულ ასეთ ტონუსში ყოფნა, და მაშინ მას შეუძლია მთელი დღე მიუძღვნას.... არაფრის კეთებას. ასეთ ქალბატონებს ძალიან უყვართ ყვავილოვანი მიმართულების არომატები  -  ნაზი და დახვეწილები.

რას გთავაზობთ სიელი? ჩენს ასორტიმენტში  ყვავილოვანი ტიპის სუნამოების დიდი არჩევანია. აჩუქეთ მას დახვეწილი  BRILLANCE ან ექსკლუზიური სუნამოები სერიიდან ARC EN CIEL No 11, ან Lady Vogue Bliss.

"მე ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მომავალს იმედით ვუყურებ"

რას ვიტყვით, შესაშურია, როცა მამაკაცს ასეთი პოზიტიური ქალბატონი ჰყავს ცხოვრების თანამგზავრად და თავისი პესიმისტური განწყობით დღენიადაგ გულს არ უწუხებს. ოპტიმისტური განწყობა ეხმარება მას მთები შეძრას და მიაღწიოს დასახულ მიზანს. ასეთ ქალები, რომლებიც რომლებიც არ ეპუებიან ცხოვრების სირთულეებს, დიდი პოპულარობით სარგებლობენ  მამაკაცებში. მით უმეტეს, რომ მათი ინტერესების სპექტრი ძალიან ფართოა! მათ მოსწონთ ცივი არომატები აკვატიკური ნოტებით, ციტრუსოვანი აქცენტებით, ისეთივე მზიანი, როგორც მათი ხასიათი.

Arc-en-ciel №20

Nuage Muguet

sunamo-ange-du-ciel-surati

Ange Du Ciel 

რას გთავაზობთ CIEL? ასეთ ქალბატონს აღტაცებაში მოიყვანს სუნამო Arc-en-ciel №20Nuage MuguetAnge Du Ciel – ეს ენერგიული და დრაივით სავსე არომატები აუცილებლად მოეწონება თქვენს ლედის.

"მე არასდროს ვაწყობ სკანდალებს, ნახევარი ტონითაც არ ვწევ ხმას, მაგრამ მაინც მაქვს ის, რაც მე მჭირდება ".

ქალი, რომელიც ამ პრინციპით ცხოვრობს, ჩვეულებრივ, სიმშვიდეს ასხივებს.

ის ელეგანტური და თავშეკავებულია, ღირსეულად უჭირავს თავი. რაც უფრო მეტი ურთიერთობა გაქვთ ასეთ ქალთან,  მით უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ის თქვენთვის. ყველა სუნამოდან ის აირჩევს პუდრისებრ არომატს, რომელშიც შეუძლია გაეხვიოს, როგორც ნაზ და სათუთ პლედში.

რა არჩევანი გვაქვს სიელში ასეთი ლედისთვის? სიელის კოლექციაში არაერთი პუდრისებრი მიმართულების არომატია. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თქვენს მანდილოსანს სიამოვნებას მოჰგვრის  Renommeé L’Or Rose ან My Darling №05.

თქვენ ეხლა უკვე იცით, როგორი არომატი მიანიჭებს სიხარულს თქვენ გულისსწორს. და ახლა - მთავარი საიდუმლო: ბევრი რამ  დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაიხსნება სუნამო ქალბატონის კანზე. თუ თქვენ გსურთ ბოლომდე დარწმუნებული იყოთ, რომ სუნამო გაახარებს თქვენს თანამგზავრს, თქვენ დაგჭირდებათ CIEL- ის სპეციალისტის უფასო კონსულტაცია. დაუკავშირდით სიელის პარფიუმერულ ექსპერტს ჩვენ საიტზე არსებულ ონლაინ ჩათში ან შეუკვეთეთ უფასო ზარი ნომერზე 571 11 07 47  რათა ისარგებლოთ ამ შესაძლებლობით.

"როგორ შევარჩიოთ სუნამო მამაკაცისთვის" – ამ თემას მალე მოვამზადებთ და შეგეძლებათ გაეცნოთ ჩვენი ბლოგის გვერდზე.