sieli surati

მოგესალმები ძვირფასო სტუმარო! გმადლობ, რომ მეწვიე!

თუ თქვენ ეძებთ ისეთ საქმეს,  სადაც შეძლებთ თავისუფალ დროს დამატებითი შემოსავალი

მიიღოთ,  მე და ჩემი გუნდი მზად ვართ დაგიდგეთ გვერდში და გასწავლოთ ყველაფერი, რა-

მაც თავის დროზე ჩვენც მიგვიყვანა წარმატებამდე.

ალბათ გაინტერესებთ,  რატომ ავირჩიე კომპანია სიელი, მაშინ,  როცა არსებობენ სხვა ღირ-

სეული პარფიუმერული ბრენდებიც. თქვენ  უკვე გადაავლეთ თვალი ჩემს საიტს, და გარკვე-

ული წარმოდგენა შეგექმნათ  მასზე.

თქვენ დარწმუნდებოდით,  რომ სიელის ბრენდული პროდუქცია დიდი პოპულარობით სარ-

გებლობს მომხმარებლებში, რაზეც  მათი კომენტარები მოწმობს ჩემს საიტზე.  ამ მომხმარებ-

ლების გარკვეულმა ნაწილმა,  როცა თავად დარწმუნდა პროდუქციის ხარისხში, გადაწყვიტა

ძალები მოესინჯა სიელთან თანამშრომლობით და დამატებითი შემოსავალი მიეღო.  ბრენდ

სიელის ისტორიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ გავიცნოთ ერთმანეთი

kompania brendi sieli surati

თუმცა, ადამიანების უმრავლესობა თავის თავს შანსსაც კი არ აძლევს, რომ თავადაც გაუწოდონ ხელი

წარმატების შანსს,  რომელიც უეჭველად იქნებოდა  მათი თანამგზავრი,  თუ თავად მოინდომებდნენ.

თუ თქვენც გაქვთ  გარკვეული თუ გაურკვეველი ეჭვები, შიშები, გამოგივათ თუ არა რამე,  მსურს ჩე-

მი ისტორია მოგიყვეთ, რომელმაც კომპანია სიელში მომიყვანა, და რომელიც დაგანახვებთ, რომ, თუ

მე, ერთხელ ბუნებით მორცხვმა ადამიანმა შევძელი ეს, არც თქვენ დაგიდგებათ წინ რამე.

malkhaz tabagua kompania sieli surati

მე პროფესიით პედაგოგი, მწვრთნელი  ვარ; საქართველოს ნაკრების ვეტერანი სპორტსმენი

ნიჩბოსნობაში.  დაბადებით აფხაზეთიდან ვარ. ომამდე არასდროს მიმუშავია გაყიდვების სფეროში.

22 წლის ვიყავი, როცა ომის შემდგომ მოსკოვში მოვხვდი.  თავიდან ლუდის ქარქანაში დავიწყე

მენეჯერად მუშაობა. 2 წლის შემდეგ ცნობილი ქართული ღვინის ქარხანასთან გავაგრძელე

თანამშრომლობა და რესტორნებსა და სუპერმარკეტებს ვამარაგებდი საუკეთესო ღვინოთი.

ჩემი მომსახურების ხარისხი ძალიან მოსწონდათ მარკეტებისა და რესტორნების მესვეურებს, რის

გამოც თავიანთ ახლობლებს და კოლეგებს ხშირად აძლევდნენ ჩემს ტელეფონს. 29 წლის ასაკში უკვე

3 მანქანა მყავდა. 

სამწუხაროდ მუშაობის სასიამოვნო პროცესი 2004 წელს დამთავრდა, როცა რუსეთსა და

საქართველოს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა და ეს ჩემს ბიზნესზეც აისახა. (და არა მარტო

ჩემს). ქართული ღვინის ექსპორტი შეჩერდა.

მუშაობას მიჩვეული ერთ ადგილზე ვერ გავჩერდი: დავიწყე ტაქსაობა, მეგობრის ავტოსკოლაში

ტარების გაკვეთილებს ვაძლევდი დამატებით დროს. ვყიდდი მობილურ ტელეფონებს.  სულ

ვოცნებობდი, რამე საკუთარი ლამაზი ბიზნესი წამომეწყო.

2017 წელს მე და ჩემი გუნდი გავედით თიბისი ბანკის კონკურსის - "გააზიარე

წარმატება"-ს ფინალში, ნომინაციაში  -  "წლის სტრატაპერი".

kompania sieli surati

უნდა გითხრათ, კარგი სუნამოები ყოველთვის მიყვარდა ბავშვობიდან. ცოტა კოლექცია დედასაც

ჰქონდა და დეიდასაც, რომელსაც 80-იან წლებში სოხუმში“კომისიონკა“ ჰქონდა.  მორიგ

რესტორანთან  სარფიანი ხელშეკრულების აღსანიშნავად, დირექტორს ერთ ყუთ ღვინოსთან ერთად

ძვირადღირებულ სუნამოსაც მივართმევდი წარმატებული პარტნიორობის წამოწყების ნიშნად. 

ვფიქრობდი, გამეხსნა საკუთარი პარფიუმერული კუთხე, რომელიმე მარკეტში.დარწმუნებული ვიყავი

ჩემი კარგი მომსახურებით ბევრ კლინტს მოვიზიდავდი. ღამ ღამობით ოცნებებს მივეცემოდი, თუ

როგორ წარიმართებოდა მუშაობა. ჩაფიქრებული მქონდა, რომ ლოიალურ მომხმარებლებს სახლზე

გავუგზავნიდი საჩუქრად ყვავილების ლამაზ თაიგულს. სპეციალურ სასაჩუქრე ბარათებს

დავუმზადებდი და ა.შ.

brendi sieli surati

ასე  ოცნებებით და სამუშაოებზე გადარბენით მივედი 2004 წლამდე, როცა  ერთმა ახალშეძენილმა

მეგობარმა, როცა შეიტყო, ნორმალურ საქმეს ვეძებდი, სახლში დამპატიჟა პრეზენტაციაზე, სადაც

გამაცნო ახალი პარფიუმერული კომპანია. სუნამოები ძალიან მომეწონა და ვიფიქრე, ასეთი ხარისხის

შეთავაზება მომხმარებლისთვის პრობლემა არ  იქნებოდა. მეორე დღეს წამივყვანა სამუშაოდ თავის

კლიენტებთან და ახლოდან გავეცანი მუშაობის პრონციპებს. ვხედავდი, რა ოსტატობით ურჩევდა

მომმხმარებლებს სუნამოებს და შეკვეთებს ღებულობდა მათგან.

თანდათან მეც გამიჩნდა ჩემი მუდმივი მომხმარებელი. მე მათ ჩემს რამდენიმე სავიზიტო ბარათს

ვაძლევდი, რათა ახლობლებისთვის ერჩიათ ბრენდ სიელის პროდუქცია.  ასეთი სახით, ხშირად

მირეკავდა ხალხი, ვინც რეკომენდაციით მოდიოდა.  ძალიან ბევრი მომხმარებლები მყავდა სკო-

ლაშიც.

შევდიოდი დირექტორთან და ნებართვას ვთხოვდი, მათი პედაგოგებისთვის შესვენებაზე

დეგუსტაცია ჩამეტარებინა.  ასეთი დათმობისთვის კი,  დირექტორს ვპირდებოდი, თუ ვინმე

შეიძენდა პროდუქციას, მას უფასოდ მივცემდი მოწონებულ სუნამოს.  მაგრამ ყველაფერი უკეთ

ხდებოდა:  ის თავად შეიძენდა სუნამოს, მერე შედიოდა სამასწავლებლოში და ამბობდა:  -

„გოგონებო!  სტუმრად მყავს პარფიუმერიის ექსპერტი კომპანია სიელიდან, 3 წუთში შეგირჩევთ

მაგარ სუნამოს და თანაც კარგ ფასებში". როცა ყველაფერი კარგად ჩაივლიდა, აიღებდა ყურმილს

და ურეკავდა სხვა სკოლების ნაცნობ დირექტორებს. 

malkhaz tabagua kompania sielis parfiumeruli eksperti surati

თავიდან მოგება შემომდიოდა მხოლოდ პირადი გაყიდვებიდან. მე არ მესმოდა, რომ თუ საკუთარი

კონსულტანტების ქსელს შევქმნიდი, და მათაც დავასწავლიდი და გავუზიარებდი ჩემს გამოცდილე-

ბას, სიელი ასეთი გაწეული შრომისთვის თავისი ბიუჯეტიდან გამომიყოფდა დამატებით მოგებას

ჯგუფის ნავაჭრის პროცენტის სახით. ეს მოხდა ძალიან სპონტანურად. ერთხელ, როცა გალანტერეის

მაღაზიაში შევედი, ნივთის საყიდლად, ორი გოგონა შევნიშნე იქ, რომლებიც რაღაცაზე საუბრობდნენ. 

ერთ ერთი, მაღაზიის კონსულტანტი იყო. მივესალმე მათ და ვთხოვე უფასოდ გაესინჯათ ჟივანშის

ახალი სუნამო, რაზეც სიამოვნებით დამთანხმდნენ.  დავუტოვე სავიზიტო ბარათი და დავემშვიდობე.

მეორე დილას, ტელეფონზე ზარი მომესმა და ვუპასუხე.

იქიდან სასიამოვნო ხმა გაისმა:   -  გამარჯობა, მალხაზი ხართ? მე იულია ვარ, თქვენ გუშინ მე და

ჩემს დაქალს სუნამო გაგვასინჯეთ. იცით, ჯერაც არ მშორდება სურნელი, მიუხდავად იმისა, რომ

ხელი ამ დრომდე ბევრჯერ დავიბანე.  ხომ ვერ გვეწვეოდით მე და ჩემს დაქალს?

საღამოს მათთან ვიყავი. ერთი აღმოჩნდა ორიფლეიმის მენეჯერი, მეორე კი ეივონის.  მეორე დღესვე

შეუდგნენ მუშაობას. ორივე თან წავიყვანე და ვაჩვენე, როგორ გაეწიათ კარგი კონსულტირება. როცა

ვინმე ყიდულობდა სუნამოს, თანხას შუაზე ვუყოფდი, რაც ძალიან გაუკვირდათ და ესიამოვნათ

კიდეც.

შემდეგ დაიწყო სასწაულები. ერთ მშვენიერ დღეს  პატარა იულიამ (ორივეს ასე ერქვა და დიდ და

პატარა იულიას ვეძახდი), მოიყვანა თავისი საქმრო, სპორტული აღნაგობის, შესანიშნავი ხასიათის

წესიერი ახალგაზრდა ბიჭი, რომლისთვისაც გაუცვნია სიელის ბიზნეს-შესაძლებლობა. თემურს

ძალიან მოეწონა იდეა და მეორე შეხვედრაზე ძმაკაცი მოიყვანა. ამ ძმაკაცმა თავისი დაქალი,

ბუღალტერი გოგო მოიყვანა.  დიდმა იულიამაც თავისი ძმა და მეგობარი ბიჭი მოიყვანა. ასეთი

სახით, 2 თვეში წამყვანი მენეჯერის რანგი დავხურე.

გაგრძელება იქნება. დიდ მადლობას გიხდით, დრო რომ დაუთმეთ ამ გვერდის კითხვას და წარმა-

ტებებს გისურვებთ მთელი გულით! საუკეთესო სურვილებით, მალხაზ და ნინო ტაბაღუები