როგორ გავარჩიოთ ორიგინალი სუნამო ყალბისგან  -  ეს საკითხი მოსვენებას უკარგავს ბევრ მომხმარებელს, როცა ისინი შერჩევის პროცესში არიან და სუნამოები უნდა შეიძინონ.

ყალბი სუნამოს ყიდვა არა მარტო ჩვენი ფულის სანაგვე ყუთში გადაყრაა. ეს ასევე, უსიამოვნო განცდაა, რომ მოგატყუეს, სულში ჩაგვაფურთხეს. ამან, შესაძლებელია, ჩვენ ჯანმრთელობას შეუქმნას სერიოზული პრობლემა, ლერგია იქნება თუ, ჰოსპიტალიზაცია.

rogor-gavarchiot-originali-sunamo-surati

სურათზე, გაყალბების შემთხვევა, როცა სუნამოს სახელწოდებაში ცვლიან ერთ ან ორ ასოს, ხოლო მოუმზადებელი მომხმარებელი ვერ ამჩნევს ამ უზუსტობას.

როგორ დავიცვათ თავი ამ პრობლემებისგან? მოდით მივყვეთ თანმიმდევრობით.

მითი 1-ელი: სუნამო უნდა შეიძინო მხოლოდ მაღაზიაში

ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის, ამ შემთხვევაშიც გამოყენებადია. მაღაზიაშიც ადვილად შეხვდებით ფეიკს ანუ გაყალბებას. თუ თქვენგენიალური ცხვირისპატრონი არ ბრძანდებით, მარტო გარეკანის დათვალიერებით ვერას გახდებით.

ორიგინალი ქარხნული წარმოების სუნამოს ყუთზე გარკვევით აწერია მწარმოებლისა და კომპანია დისტრიბუტორის სახელწოდება. ქარხნის ზუსტი მისამართი. შტრიხ-კოდების იდენტურობა. აუცილებლად უნდა იყოს დატნეული სუნამოს კომპოზიციის შემადგენლობა, გარდა იმისა, რაც თავად პარფიუმერს, მის ავტორს დაცული აქვს, როგორც საავტორო საიდუმლო.

rogor-gavarchiot-qalbi-sunamo-originalisgan-kalis-qalbi-aromat'it-khelshi-surati

ქალბატონი გაყალბებული Chanel №5-ის ეგზემპლარით ხელში.

2. ფერი 

სუნამოს ფერი არ უნდა იყოს მღვრიე და არ ჰქონდეს ნალექი.

3. სურნელი  

შესხურების შემდეგ, 1-2 დღეშიც სუნამომ არ უნდა შეიცვალოს თავისი ნატურალური სურნელიის მწარე სუნში არ უნდა გადავიდეს.

4. მდგრადობა

კარგ სუნამოს რა თქმა უნდა ახასიათებს ეს მაჩვენებელი, ოღონდ მთლად ამაზე დაციკვლა არ შეიძლება. სუნამოს გამყალბებლები წარმოებაში იყენებენ სინთეტიკურ მასალას, რომლებიც ზრდიან მდგრადობას, მაგრამ ასეთ პარფიუმერიას სულ მოკლე ხანში ეცვლება სურნელიის გადადის მომწრო სუნშიასე რომ, ასეთი სურნელით ნამდვილად ვერავის მოვაწონებთ თავს. მეტ ინფორმაციას, 

sunamos-aromatispiramida-surati

1-ელი ნოტა TOP - იგივე საწყისი ნოტამისი შეყნოსვისას ხდება ასე ვთქვათ, “ერთი ნახვით შეყვარება”. ჩვეულებრივ, ეს ციტრუსოვანი, მსუბუქი და ჰაეროვანი ნოტებია.

მე-2 ნოტა ან იგივე HEART: აქ არის არომატის გული, სადაც მჟღავნდება სუნამოს ხასიათი, მისი ქარიზმა.

მე-3 ნოტა - Base - ბოლო ნოტა. მას პარფიუმერები კიდევ უწოდებენ სუნამოს გამამაგრებელს. ის შედგება მერქნული, მცენარეული ნოტებისგან. მაგალითად, ვანილის, პაჩულის ან კედრის ინგრედიენტები. ცხოველური წარმოშობის კომპოზიციაამბრა, მუშკი და .. ზუსტად აქ იმალება სუნამოს მდგრადობის ერთ ერთი საიდუმლო.

5. პროდუქციის რეალიზების ხერხები

იმის გამო, რომ ბოლო დროს მთელს მსოფლიოში გახშირდა სუნამოს გაყალბების შემთხვევები, მოდის სახლები, დიზაინერები და პარფიუმერები ცდილობენ მაქსიმალურად დაიცვან თავიანთი პრესტიჟი და რა თქმა უნდა შემოსავლები, ვინაიდან გამყალბებლები მათ ყოველწლიურად ართმევენ მილიონიან მოგების კუშს. ამასთან დაკაშირებით, ზოგიერთი ბრენდი უკვე გადადის პირდაპირი გაყიდვების მეთოდზე. კომპანია-მწარმოებელი აცსადებს ვაკანსიებს სუნამოს რეალიზების კონსულტანტებზე. მიდის მათი მაღალ დონზე გადამზადება მასტერ-კლასებისა და ტრენინგების გზით.

sunamos-konsultanti-klients-urchevs-aromats-surati

პარფიუმერი სოფი ლაბბე კლიენტს ეხმარება სუნამოს შერჩევაში, სურათი.

ასევე მიმდინარეობს პროდუქციის სრული ლოგისტიკაკომპანია ყოველთვის საქმის კურსშია, სად და რომელ სადისტრიბუციო საწყობში წავიდა პროდუქტის მორიგი პარტია. კომპანიის არომა-სტილისტები კი ხელს უწყობენ იმას, რომ მომხმარებელი აუჩქარებლად და ყურადღებით გაეცნოს მისთვის სასურველ სუნამოს.

ამისათვის არომა-სტილისტს მუდამ თან აქვს პროფესიონალი პარფიუმერების მიერ შექმნილი ქეისი სუნამოს ყველა საჭირო სინჯითასეთი სახით, მომხმარებელს საშუალება აქვს წინასწარ გაეცნოს და დარწმუნდეს პროდუქციის მაღალ ხარისხში.

6. ვინ არის მწარმოებელი

ორიგინალ პარფიუმერიაში ყოველთვის იგულისხმება ფრანგული სუნამოები, ან საფრანგეთში წარმოება?

ჩვენს დროში უბრალოდ შეუძლებელია წარმოებამ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მოიყაროს თავი. მაღალმა კონკურენციამ, სამუშაო ადგილების შემცირებამ, საფასო პოლიტიკისა და მომხმარებლისთვის უფრო სიმპათიური ფასების შესათავაზებლად, პარფიუმერებს უწევთ სხვა და სხვა ხერხებს მიმართონ. მაგ: პროდუქციის წარმოება გადადის იმ კონტინენტზე და სახელმწიფოში, სადაც უნდა მოხდეს მისი საბოლოო რეალიზება. მაგალითად, ასეთ ხერხს მიმართავენ უკვე DIOR, CHANEL, VERSACE და სხვა ცნობილი ბრენდები.

გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ ფრანგული სუნამო ყოველთვის არ ნიშნავს, რომ არომატი ფრანგი პარფიუმერის მიერ უნდა დამზადდეს და თანაც საფრანგეთში.

stephan-elinekis-tsigni-sunamo-otsneba-phlakonshi-surati

პარფიუმერ სტეფან ელინეკის წიგნი "სუნამო - ოცნება ფლაკონში".

ცნობილი "ცხვირი" და სუნამოს ექსპერტი - იოჰან სტეფან ელინეკი თავის წიგნში "სუნამო – ოცნება ფლაკონში", აღნიშნავს, რომ ორიგინალი სუნამოს წარმოება არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ფრანგული წარმოშობის უნდა იყოს. კლასიკური ფრანგული სკოლის გარდა არსებობენ სხვა სკოლები, მათ შორისაა:

  • იტალიური სკოლა:კარგად ნაცნობი ლაურა ბიაჯოტი თავისი ჰიტებით: Laura, Aqua di Roma, Donna, Laura Biagiotti Uomo.  
  • ამერიკული სკოლა: ამ სკოლას ახასიათებს ამერიკული ცხოვრების სტილი, რომელიც მოიაზრებს კარიერისკენ სწრაფვას, ან როგორ თავად ამერიკელები იტყვიან  - „ამერიკული ოცნება“.  ამ სტილმა პარფიუმერიაზეც მოახდინა ზეგავლენა. არომატი უნდა იყოს საკმაოდ ძლიერი და ნათელი, აუცილებლად მაღალი მდგრადობით. ამერიკული სკოლა არ მოიაზრებს სუნამოს ეტაპობრივ გახსნას - მათი სურნელი დღის განმავლობაში არ იცვლება.  
  • გერმანული სკოლა: ეს არის ლუქსის კლასის არომატები. გერმანელები ქმნიან ძალიან დახვეწილ არომატებს. თუმცა, ბოლომდე გაუგებარია, მათი სკოლა საითკენ იხრება - ამერიკული სტილი სჭარბობს თუ, ფრანგული. სუნამოს ფანებს კარგად ახსოვთ გერმანული სკოლის წარმამადგენლები:  Agner, Hugo Boss, Karl Lagerfeld. Jaguar. 
  • იაპონური სკოლა:  ამ ქვეყანაში ჯერაც ძლიერია კულტურული ტრადიციები, რომლის თანახმად თუ ადამიანი ძლიერ სუნს გამოყოფს, ეს ვულგარულ ტონად ითვლება. ამიტომაც იაპონური სკოლა გამორჩეულია თავისი თავდაჭერილობით. მათი სუნამოები ეს არის - გრილი, მწვანე და ოზონური არომატები. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს Kenzo Takada და მისი ცნობილი L’eau par Kenzo. Shiseido-ს Relaxing Fragrance და Shiseido Zen. უძველებელი Yohji Yamamoto ლეგენდარული Yohji Homme და Yohji Essential-ით.

 

ახლახანს გამოჩნდა ძლიერი მოთამაშებრენდი CIEL|სიელი. ბრენდი შექმნილია 35–ზე მეტი ლეგენდარული ძველი და ახალი თაობის ფრანგი და რუსი პარფიუმერების თაოსნობით. მათი 150–ზე მეტი სუნამოდან 45-მა პირველი ადგილი აიღო პრესტიჟულ ნომინაციებში.

 

7. და დასასრულს 

არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა ჩვენი რეგიონის მომხმარებლისთვის ეს არის - ფასი. როგორ უნდა იქნეს ფასი ისე დაბალანსებული, რომ ის იაფიც იყოს და ამავე დროს ხარისხი არ იყოს დაბალი? მაღალი ხარისხის სუნამოები კაპიკები ვერ ეღირებაბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ, როცა მაღაზიაში იძენს ახალ არომატს, ფასში ის იხდის მაღაზიის ქირისა თუ მისი პრესტიჟული ადგილის, თანამშრომლების, შუამავლების და რაც ყველაზე აძვირებს პროდუქტის ფასსრეკლამაში. მაგალითად, თუ სუნამოს ღირებულებაა 200 ლარი, აქედან 10%–ია თავად სითხე ანუ თავად სუნამო. 10% შუამავლების ფასნამატი. 40%  მაღაზიის ფასნამატი, და ბოლოს ყველაზე მთავარი 40% – რეკლამის ფასი. თუ აქედან მოვაშორებთ მაღაზიის, შუამავლებისა და რეკლამის ფასნამატსჩვენ ვღებულოთ შესანიშნავ სუნამოს პირდაპირ ქარხნის ფასად. კარგი იდეააა, რას იტყვით? არაფერსაც - “მომეცით 3 სუნამო" - იტყვის მომხმარებელი.

მადლობას გიხდი ძვირფასო მკითხველო, რომ გაუძელი და ბოლომდე წაიკითხე ეს მემუარი

საუკეთესო სურვილებით, მალხაზ ტაბაღუა, საერთაშორისო ბრენდ CIEL-ის პარფიუმერული კონსულტანტი და და მარკეტინგის წამყვანი სპეციალისტი.

სტატიაში გამოყენებული იყო მასალა ჩემი საავტორო ბლოგიდან  - "მალხაზ ტაბაღუას ბლოგი" და  ნაწყვეტები პარფიუმერ  ჯოზეფ სტეფან ელინეკის წიგნიდან  - "სუნამო  - ოცნება ფლაკონში" (Dr. J. Stephan Jellinek, Parfum - Der Traum im Flakon).