did distanciaze morbenali maratoneli surati

სანამ დანებდები, მიეცი შენს თავს შანსი  -  დაელოდე მეორე სუნთქვის გახსნას!

მეორე სუნთქვა (Второе дыхание), ყველასთვის ნაცნობი სპორტული ტერმინი. როგორ შეიძლება მისი გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში?

რა თქმა უნდა, თუ შენ სპორტში კარგი გამოცდილება გაქვს, შეგიძლია წარმოიდგინო, რას გრძნობს ადამიანი, რომელიც გრძელ დისტანციაზე მირბის. ასეთ მარათონზე ადამიანი ადრე თუ გვიან, იღლება. გიჭირს სუნთქვა, გული ამოვარდნაზეა. უკვე გეჩვენება, რომ ეს სულელური შეჯიბრი არ ღირს ამად.

 

თუ ამ მდგომარეობაში ახალბედა აღმოჩნდა, როგორ მოიქცევა? შეიძლება გაჩერდეს. მაგრამ რას შვრება ამ დროს პროფესიონალი? მან იცის მარტივი საიდუმლო  -  უბრალოდ აგრძელებს სირბილს.

1989 წელია. აფხაზეთის ბაიდარებისა და კანოეს ნაკრების წევრები ვიმყოფებით სკურჩის (სოხუმის მახლობლად ზღვისპირა სოფელი) საწვრთნელ ბაზაზე, შეკრებაზეჩვეულებრივი დილაა. სანამ ნავებში ჩავსხდებით და დაიწყება დილის წვრთნა, უნდა გავირბინოთ 14 კილომეტრი. სოხუმის შოსემდე.

 

დაახლოებით 8-9 კილომეტრიანი მანძილი უკვე გავირბინეთ. ვბრუნდებით უკან. რაღაც მომენტში ვგრძნობ ტკივილს მარჯვენა ფერდში, სუნთქვა მიხშირდება - ჰაერს ვეღარ ვისუთქავ ფილტვებში. ტანიც ისე დამიმძიმდა, თითქოს დიდი ტომარა მომკიდესო მხრებზე. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს კინოფირზე ფოტოფინიშის შენელებულ კადრებს ვუყურებ. ასეთი მძაფრი შეგრძნება არასდროს მქონია ადრე.

მთლად ზუსტად ყველა დეტალს ახლა ვერ გავიხსენებ, მაგრამ კარგად მახსოვს ის მომენტი, რამაც ჩემს ცხოვრებაზე დადებითი გავლენა იქონია. ამ დროს რაღაც იმედმა გაიღვიძა ჩემში  - "არ დანებდე, ცოტაც გაუძელი!". და, ბრააახ! გინახავთ, როგორ უეცრად და ადგილს ელვისებურად მოსწყდება ფორმულა 1-ის ბოლიდი? აი დაახლოებით ისე მოხდა  - თვალის დახამხამებაში გაიხსნა სუნთქვა ფილტვებში და დიაფრაგმაში, ტანი ჰაეროვნად მსუბუქი გახდა და ადგილს კომეტასავით მოვწყდი! შეგრძნებებს ვერ ვუჯერებდი! ადრე მქონდა უფროსი თაობის სპორტსმენებისგან განაგონი მეორე სუნთქვის გახსნაზე, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათი ყოველი სიტყვის მჯეროდა, მაინც ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო.          

და აი, პირველად სპოტულ კარიერაში თავად ვიგრძენი რა იყო მეორე სუნთქვა. ეს იმდენად ჩემი დამსახურება არ იყო, რამდენადაც ფიზიოლოგიური კანონებისა, რომელიც ჩვენმა შემოქმედმა ჩადო ჩვენში.

მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში. ვთქვათ, შენ რაღაც საინტერესო საქმე წამოიწყე. ენთუზიაზმი სად წაიღო არ იცი. ღამით აღფრთოვანებისგან არ გეძინება. დილით შემართული დგები და გგონია მთებს შეძრავ! თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებ და რაღაცები გამოდის. მაგრამ გარკვეულ ეტაპზე შენი დიდი მცდელობის მიუხედავად, ატყობ, რომ საქმე უბრალოდ ჯორზე შეჯდა - ძვრა არაა. უკვე ფიქრობ, რომ უხეირო საქმეს ხომ არ შეეჭიდე, იქნებ სხვა რამეს უნდა მოჰკიდო ხელი. ნება მომეცი აქ ერთი საინტერესო ინსტრუმენტი გაგაცნო.

მოგწყურებია ოდესმე ისე, თითქოს საჰარას უდაბნოში კვირაა უმისამართოდ დახეტიალობ წყლის ძებნაში? საჰარის არ ვიცი, მაგრამ არის ასეთი ინსტრუმენტი წყლის ამოსაქაჩად ისეთ ადგილებში, სადაც წყალგაყვანილობა არაამას ეწოდება  წყლის ამოსაქაჩი ხელის ტუმბი. გამოიყურება აი ასემისი მილი ზოგ ადგილას, შეიძლება ღრმად იყოს და ასეთ შემთხვევაში წყალს უცებ ვერ ამოქაჩავ. საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, როცა ადამიანი ხელით აწვება ტუმბოს სახელურსიმის გამო, რომ მილი ღრმად არის, წყალი უცებვე არ მოდის. შეიძლება მოგეჩვენოს, რომ ამ ადგილას წყალი დაშრა ან ტუმბოა გაუმართავი. სინამდვილეში კი აი რა ხდება. იმ ადგილას, სადაც მილის მეორე თავი წყაროს თავთანაა სიღრმეში ჩადებული, ტუმბოს წნევამ უკვე წამოქაჩა წყალი და ის უკვე მილში მოხვდა.

შენ კი გეჩვენება რომ "ხალასტოიზე" მუშაობ და ტყუილად აწვები სახელურს. შენ უბრალოდ ვერ ხედავ მთლიან სურათს. ამ დროს საჭიროა არ გაჩერდე და გააგრძელო ამოქაჩვა. ბოლოს ეს ძლიერი 'ნაპორი" ისე მოაწვება ონკანის თავს, რომ მომავალი წყალი მთელი ძალით ამოხეთქავს იქიდან!

ასეა ბიზნესის კეთების დროსაც - დაუღალავად აწვები საქმეს, თითქოს ყველაფერს სწორად მიჰყვები, მაგრამ "წყალი" ანუ რეზულტატიარ ჩანს. უკვე გგონიარომ ამ ბიზნესში წყალი ან ამოშრა, ან არასწორად აკეთებ მასში რამეს. რა თქმა უნდა ისეც ხდება, რომ სერიოზული შეცდომების ან საქმეში გამოუცდელობის გამო რაზულტატს ვერ იღებ. მაგრამ ჩვენ აქ ვსაუბრობთ, იმაზე, როცა ყველაფერს სწორად ვაკეთებთ და არ ჩანს შესამჩნევი შედეგი. სინამდვილეში კი, ჩვენი თვალების უხილავად, სადღაც შესაძლოა ძლიერი ბიზნეს-პარტნიორი გამოჩნდა, მას კი ახალი პარტნიორები მოჰყავს. ის უკვე აკეთებს გარკვეულ მოძრაობებს საქმის წინ წასაწევად. სადღაც, რამოდენიმე შენი  კმაყოფილი კლიენტი ახლობლებს მოუყვა შენი ბიზნესის ან პროდუქციის შესახებ, რომელიც მათაც სჭირდებათ და ერთ მშვენიერ დღეს შენი შრომა ისე დაჯილდოვდება, როგორც არასდროს წარმოგედგინა! ძვირფასო მეგობარო! არ დანებდე, მიეცი შანსი შენს მეორე სუნთქვას და უეცრად ისე ელვისებურად მიაღწევ ფინიშის გამარჯვების ხაზს, ვერც კი გაიგებ როგორ მოხდა ეს

მადლობა, რომ შენი ძვირფასი დრო დაუთმე ამ სტატიის კითხვას. თუ მან ძალები მოგცა, გააზიარე ეს პოსტი მეგობრებში და არაერთ ლაიქს თავად მიიღებ მადლიერი ადამიანებისგან.

საუკეთესო სურვილებით, მალხაზ ტაბაღუა