sunamos-prezentacia-konsultanti-asinjebs-klients-sunamos-surat

გახდი პარფიუმერიის ექსპერტი და მიიღე დამატებითი შემოსავალი 

სიელი - ეს არის პირდაპირი გაყიდვების ქსელური მარკეტინგის კომპანია, რომელიც აწარმოებს ექსკლუზიურ ფრანგულ სუნამოებსა და კოსმეტიკას. წამოიწყეთ საკუთარი ლამაზი და მომგებიანი საქმე ბრენდ სიელთან ერთად და პირველივე დღიდან მიიღეთ შეუზღუდავი შემოსავალი, - აქტიურად ჩაერთეთ სიელის პროდუქციის რეალიზებაში.  CIEL-ის სუნამოები და კოსმეტიკა - ეს არის მოთხოვნადი პროდუქცია სილამაზის სფეროში.

მუშაობის დასაწყებად თქვენ არ გჭირდებათ დიდი სასტარტო კაპიტალი და ფართის დაქირავება. წარმატებული პრეზენტაციისა და კარგი გაყიდვებისთვის საკმარისია სასტარტო პაკეტის შეძენა.

სასტარტო პაკეტები

sunamos sinjebi surati

როცა მე სიელის პრეზენტაციას დავესწარი პირველად, არც ერთი ამ ინსტრუმენტის თანხა არ მქონდა გაყიდვების დასაწყებად. ერთ ერთ კონსულტანტს ვთხოვე ქვემოთ სურათზე მოცემული "პაპკის" მსგავსი, სუნამოთი გაჟღენთილი ქაღალდის ნაჭრები, ან როგორც მათ პარფიუმერები უწოდებენ, - ბლოტერები.

არომატების სასინჯი ბლოტერები

ისეთი ენერგიით ვიყავი დამუხტული და სიელის სუნამოებმა ისე შემაყვარეს თავი, ვერაფერი გამაჩერებდა. მეორე დღეს უკვე 6 დიდი სუნამოს შეკვეთა ავიღე, მოგებაც დამრჩა და სასტარტო პაკეტის ფულიც მომრჩა. კონსულტანტებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული გაყიდვების სფეროში, მთელი წლის განმავლობაში გვაქვს შესანიშნავი აქციები, ფასდაკლებები, ასევე სპეციალური პროგრამები, რომელთა გამარჯვებულები პროდუქციის შეკვეთისას ყოველთვიურად სარგებლობენ პრივილეგიით და ფასიანი საჩუქრებით.

სუნამოებისა და კოსმეტიკის პრემიალური ხარისხის გამო, თქვენ ყოველთვის თამამად იგრძნობთ თავს მომხმარებლებთან, იმიტომ, რომ თქვენთვის ჩვენ მომზადებული გვაქვს ტრენინგები, რომლებსაც ჩაგიტარებენ კომპანიის საუკეთესო ლიდერები . თქვენ მიიღებთ ისეთ პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას პარფიუმერიისა თუ კოსმეტიკის დარგში, რომლებიც დაგეხმარებათ მომხმარებლებს მარტივად და გასაგებად წარუდგინოთ სიელის პროდუქცია. როცა თქვენ მიიღებთ პირველ შემოსავალს, გაოცებული იქნებით, რა სასიამოვნო და მომგებიანი ბიზნესია ქსელური მარკეტინგი.

 sielis-konsultanti-mushaobis-proceshi-surati

როცა პოტენციური მომხმარებელი ხედავს თქვენში საქმის პროფესიონალს, ის ბევრად უფრო სიამოვნებით და ადვილად იღებს გადაწყვეტილებას, შეიძინოს თქვენგან. სიელის კონსულტანტებს არაერთხელ მიუღიათ კომპლიმენტები კლიენტთან ურთიერთობისას მათი მაღალი პროფესიონალიზმისა და ადამიანობისთვის. თქვენ მრავლად შეგიძლიათ იხილოთ ასეთი კმაყოფილი მომხმარებლების გამოხმაურება ჩვენი საიტის გვერდებზე.

 

კონსულტანტების ქსელის განვითარება

თუ თქვენ გსურთ, დამატებითი მოგება სუნამოებისა და კოსმეტიკის გაყიდვებიდან მიიღოთ და დამატებითი შემოსავალიც გქონდეთ, როგორც CIEL-ის კონსულტანტს, თქვენ  შეგიძლიათ მოიწვიოთ ახალი კონსულტანტები თქვენს ბიზნესში. ამაში მე და ჩემი გამოცდილი გუნდი დაგეხმარებით. სიელის ათასობით კონსულტანტმა, და მათ შორის სრულიად გამოუცდელმა ადამიანებმა საკუთარი მაგალითით აჩვენეს, რომ ყველაფერი შესაძლებელია! ამ მოკლე ვიდეოში ნაჩვენებია ერთი ქალბატონის ისტორია. ეს არის რეალური ადამიანის, ახლა უკვე სიელის ერთ ერთი ლიდერის წარმატების მაგალითი.

თქვენ ქმნით კონსულტანტთა ჯგუფს (სადისტრიბუციო ქსელს), რათა ხელი შევუწყოთ CIEL-ის ბრენდის პროდუქტების გატანას ბაზარზე. ამისთვის კი, კომპანია სიელი გაძლევთ დამატებით მოგებას თქვენი ქსელის ყველა კონსულტანტის მიერ რეალიზებული პროდუქციიდან. აღსანიშნავია, რომ ასეთი მოგების მისაღებად აუცილებელი არაა თქვენმა კონსულტანტებმა სულ გაყიდვები აწარმოონ. მოვიყვანოთ მაგალითი: თქვენი კონსულტანტები, როგორც თქვენ, არა მხოლოდ გაყიდიან პროდუქციას, არამედ პირადი მოხმარებისთვისაც გამოიწერენ მათ.

 

გამოწერისას კი, პროგრამა ხედავს რამდენი პროდუქცია იქნა ყოველ ჯერზე  გამოწერილი თქვენი გუნდის თითოეული წევრის მიერ. ამიტომ, თქვენ რომ მოგება მიიღოთ, მნიშვნელობა არ აქვს კონსულტანტები გასაყიდად გამოიწერენ პროდუქტებს თუ, პირადი გამოყენებისთვის.

გახდი სიელის სერვის ცენტრის მფლობელი

როგორც კი მიაღწევთ გარკვეულ წოდებას, თქვენ შეგიძლიათ გახსნათ CIEL-ის საკუთარი სერვის ცენტრი, გააფართოვოთ თქვენი სტრუქტურა და მიიღოთ უკვე მე-3 სახის მოგება. ჩვენ უკვე ვსაუბრობდით პირველ  ორზე:

1. მოგება სუნამოებისა და კოსმეტიკის გაყიდვიდან

2. მოგება კონსულტანტების ქსელის განვითარებიდან

 

სერვის ცენტრის მმართველის ვაკანსია აგრეთვე იმით არის თქვენთვის საინტერესო რომ, კომპანია გაძლევთ დამატებით მოგებას იმ კონსულტანტების მომსახურებიდანაც, რომლებიც პირადად თქვენ არ გაგიწევრიანებიათ და არიან სხვა ლიდერის სტრუქტურის წევრებიპროდუქციის შეკვეთისას, სერვის ცენტრის მესაკუთრე ღებულობს დიდ ფასდაკლებას შეკვეთების სატრანსპორტო ხარჯების ასანაზღაურებლად.

კომპანია ცენტრის მფლობელს ბიზნესის განვითარებისათვის ბევრ დამხმარე ინსტრუმენტს აძლევს, ასევე  უზრუნველყოფს სპეციალური პროგრამით, რომელიც ყველა სამუშაო პროცესის ავტომატიზირების საშუალებას იძლევა - ТСК (Торговая система консультанта. კონსულტანტის სავაჭრო სისტემა).

მოიგეთ ავტომობილი სიელის ავტოპროგრამით

მიიღეთ მონაწილეობა კომპანია CIEL-ის ავტოპროგრამაში, და უკვე 3 თვის შემდეგ ატარეთ ახალი ავტომობილი! ავტომობილი - 2017  ეს არის სამი ახალი პროგრამაკომფორტი, ბიზნესი და პრემიუმი.