სუნამოს მდგრადობა  - რა განაპირობებს

სუნამოს მდგრადობა - რა განაპირობებს

სუნამოს მდგრადობა: არომატის ბევრ ფანს სურს ამ საკითხზე ამომწურავი პასუხის მიღება. თუ ამ საკითხს სწორი კუთხით მივუდგებით, ყველაფერი თავისადგილზე დალაგდება. მდგრადობასთან  დაკავშირებით მეც მქინდა გაუგებარი სიტუაციები. აი თუნდაც სიყმაწვილეში.

 

 ლეგენდარული ფრანგი პარფიუმერი ჟან კლოდ ელენა შემოქმედებით პროცესში.

ერთხელ დეიდას ვსტუმრობდი სოხუმში. ეს იყო 80-იანი წლები. ის საკომისიო მაღაზიაში მუშაობდა და სახლში სუნამოების დიდი კოლექცია ჰქონდა. მახსოვს დავიწყე მათი გასინჯვა და ჩემი ყურადღება უცებ ერთმა ლამაზმა ფლაკონმა მიიპყრო. მას ეწერა CLIMAT LANCOME. ეს იყო ფლაკონი პულველიზატორის ანუ სპრეის გარეშე. მოვხსენი საცობი და მაჯაზე დავისხი ცოტა. მახსოვს, ამ საოცარმა სუნამომ უბრალოდ დამათრო!

მაშინ პიონერთა ბანაკები იყო და ერთ ერთი ასეთი, დეიდას სახლთან ახლოს იყო, საითაც გოგონების მოსახიბლად გავეშურე. 100 მეტრი არ ვარ სახლს გაცილებული და უკვე ვერ ვგრძნობ სურნელს. ვიფიქრე, ალბათ ცოტა დავისხი მეთქიგავბრუნდი და კიდევ დავისხიგაინტრესებთ, ზეთების რა კონცენტრაცია იყო იმ სუნამოში? როგორც თავად ფრანგმა პარფიუმერებმა მითხრეს შემდგომ (ეს იყო უკვე დაახლებით 23 წლის შემდეგ მოსკოვში), მაშინ  ეთერზეთების კონცენტრაცია იყო 35-50%. მე კი მეგონა, რომ სუნამო არ იყო მდგრადი.

 

ნონსენსი იმაშიარომ თითქოს ბევრმა იცის მდგრადობასთან დაკავშირებული ნიუანსები, მაგრამ  საქმეზე ყველაფერი თავდაყირა დგება. ეჭვი არმეპარება, რომ ერთხელ მაინც გსმენია, თუ, რა ფაქტორები განაპირობებს  სუნამოს მდგრადობას. მივყვეთ რიგრიგობით. მდგრადობის შეფასება ხდება კომპლექსურად და არც ერთი კომპონენტი არ უნდა გამოირიცხოს. მათ შორისაა:

 

  • მითები მდგრადობის შესახებ
  • სუნამოს მოხმარების კულტურა
  • პარფიუმერული კომპოზიციის თავისებურებები
  •  მდგრადობის ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები
  • ჩვენი ცხვირის მგრძნობელობის ანატომიური თავისებურება

დავიწყოთ ცხვირით :) მისი  მგრძნობელობა  საკმაოდ ფაქიზი და არამყარი მექანიზმიაეს ფაქტი ხშირად აბნევს ახალბედებსრიმლებიც პაფიუმერიის სფეროში იწყებენ მუშაობას. ჩვენ ხან ვგრძნობთ სურნელს, ხანარადა ეს ეხება არა მარტო სუნამოს, არამედ საერთოდ  ნებისმიერ სურნელს, როგორც ასეთს.

სტეფან ელინეკის წიგნი  - ოცნება ფლაკონში

პარფიუმერ სტეფან ელინეკის ბესთსელერი წიგნი  - "სუნამო  - ოცნება ფლაკონში".

ეგრეთწოდებულ შეყნოსვასა და ადაპტაციას საფუძვლად უდევს დაცვითი მექანიზმიცნობილი პარფიუმერი სტეფან ელინეკი თავის ლეგენდარულ წიგნშისუნამოოცნება ფლაკონში”, – წერს, რომ მაგალითად ჩვენი საყვარელი კერძი ზოგჯერ აღარ არის მეტად მიმზიდველი. აღგზნებისა და ეიფორიის კულმინაცია, რომელსაც ადამიანი განიცდის საყვარელ ადამიანთან ინტიმური სიახლოვის დროს, იცვლება შენელებით უცებვე აქტის შემდეგმაგრამრატომღაც, როცა ეს ადაპტაციური თემა ეხება სურნელის საკითხს, მიუღებლად გვეჩვენება სუნამოსთან დაკავშირებით.

 

პარადოქსი იმაშია, რომ თუმცა, მომხმარებელმა  შეიძლება იცოდეს ადაპტაციის ანუ მიჩვევის შესახებ, ის მაინც თვლის, რომ საქმე არა მის ცხვირშია:) არამედ იმაში, რომ სუნამო არაა მდგრადი. სამწუხაროამაგრამ ფაქტია, რომ მოუმზადებელი  კონსულტანტი მომხმარებლის პრეტენზიასროგორც  ჭეშმარიტებას ისე  აღიქვამს. მაშ რა ხდება სინამდვილეში და რა არის ეს მდგრადობა, ასე რომ უშლის ნერვებს სუნამოს ფანებს.

 

სუნამოს მდგრადობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა:

  • სუნამოს კლასიფიკაცია ანუ მიმართულება - ყვავილოვანი, მერქნული, ხილოვანი, ცხოველური წარმოშობის, აღმოსავლური ტიპისციტრუსოვანი და ..
  • პარფიუმერული კომპოზიციის მოცულობა სპირტთან მიმართებაში, რაც სუნამოს ჰყოფს ქვეკლასებად.

 

  1.   სუნამო  -  Parfum
  2.  სუნამოს წყალი  -  Eau de parfum
  3. ტუალეტის წყალი  -  Eau de toilette
  4. ოდეკოლონი  -  Eau de cologne

ყველაზე მაღალ კონცენტრაციად პარფიუმერები თვლიან სუნამოს (parfum). სუნამოს მდგრადობა ასევე, დამოკიდებულია წელიწადის დროზეგაზაფხულზე და ზაფხულში პარფიუმერები გვირჩევენ გრილ, ჰაეროვან და ნაზი სტრუქტურის არომატებს, იმიტომ რომ, თბილ ან ცხელ დღეებში არომატული კომპოზიცია უფრო ინტენსიურად აქროლდება ადამიანის თბილი კანიდან.

ვინაიდან ზამთრის სუსხი და სიცივე ახშობს ნაზი და ჰაეროვანი არომატების შლეიფს, ამიტომ ზამთარში პირიქით, უფრო ლამაზი ჟღერადობა აქვს აღმოსავლური ტიპის და უფრო მძაფრი ცხოველური წარმოშობის სუნამოებს.

 

კანის ტიპიცნობილია, რომ შავგრემანი ადამიანების კანი მიდრეკილია ცხიმიანობისკენ. ასეთი კანი კი, უკეთ შეიწოვს სუნამოს და ამავე დროს უფრო ინტენსიურადაც აქროლდება და გამყოლი სურნელი, ანუ შლეიფი ახასიათებს. აქედან გამომდინარე, ცხიმიანი კანისთვის უნდა შეირჩეს ყვავილოვანი, აღმოსავლური და მერქნული ტიპის არომატები.

ქერა ადამიანების კანი კი, პირიქით, უფრო მშრალია. ამიტომ მშრალი კანისთვის უკეთესია უფრო ჰაეროვანი, ციტრუსოვანი და ოკეანისებრი მიმართულების სუნამოები.

 

სტატიის  ავტორი: მალხაზ ტაბაღუა, სიელის პარფიუმერული ექსპერტი