ოდეკოლონი: “ცოცხალი წყლის” 312 წელი
პირველი ოდეკოლონის ავტორი: 3 საუკუნოვანი ისტორია
ოდეკოლონი თავისი შექმნიდან 312 წელს აღნიშნავს. სამი საუკუნეა, განსხვავებულ ადამიანებს სურთ, ერთნაირი სურნელი ჰქონდეთ.
სურათზე: პირველი ოდეკოლონის ავტორი — ფარინა
ისტორია მოგვითხრობს ვინმე იტალიელ ჯოვანი მარია ფარინას ამბავს. 1709 წელს ის გადავიდა კიოლნში და გახსნა მსოფლიოში პირველი პარფიუმერული ქარხანა Farina gegenüber. მის კედლებში ფარინამ შეურია ფორთოხლის, ლიმნის, მანდარინის, გრეიფრუტის, ბერგამოტის ზეთს ნეროლი და კედარი. მიუხედავად იმისა, რომ არომატმა მას იტალიური გაზაფხულის დილა გაახსენა, თავის ქმნილებას მან Königswasser უწოდა (“კიოლნის წყალი”) და თავისი ნახელავის სარეკლამო კამპანიას შეუდგა არა მარტო ადგილობრივების წრეში, არამედ ტრანზიტულად გამავალ ვაჭრებს შორისაც.
სურათზე: აქ დაიბადა ოდეკოლონი 1709 წელს
მაგრამ, “კიოლნის წყლის” პოპულარობას ხელი შეუწყო პრუსო-ფრანგულმა შვიდწლიანმა ომმა. როდესაც დაუპატიჟებელმა სტუმრებმა გასიჯეს სიახლე, აღმოაჩინეს, რომ Eau de Cologne («კიოლნის წყალი”, ან “ო დე კოლონი” ფრანგულად) ადეზინფიცირებს ჭრილობებს და ანეიტრალებს ჯარისკაცების ოფლის სუნს.
ფრანგები შინ დამარცხებითა და სურნელოვანი ფლაკონებით დაბრუნდნენ. ჰიგიენის კულტურის ცუდმა განვითარებამ ფარინას გაყიდვებს დიდი ხელი შეუწყო. იმიტომ, რომ თავად ლუი XV-ც არ ნებივრობდა აბაზანაში, ვინაიდან თვლიდა, რომ ამისთვის ნესტიანი პირსახოციც გამოდგებოდა. ასეთი სახით, ო დე კოლონი იმდენად მოდური ატრიბუტი არ გამხდარა, რამდენად, — საჭიროება.
მეფე ფრიდრიხ მეორემ Eau de Cologne ეკატერინე II-ს მიართვა.”წყალის” ფანი გახდა ალექსანდრე I-ც. თუმცა, ო დე კოლონის შემომქმედმა ამ ეპოქას ცოცხალმა ვერ მიაღწია.
ნაპოლეონ ბონაპარტი პრუსო-ფრანგული ომის შემდეგ.
ოდეკოლონის ნამდვილ ფანატად ითვლება ნაპოლეონ I. იმპერატორი არა მხოლოდ ტანზე იპკურებდა მას, აბაზანაშიც ასხამდა (ნაპოლეონი ლუი მე-XV-ზე უფრო ჰიგიენური იყო). ის მას ჩაიშიც ამატებდა.
ფრანგული არმიის მეთაური 1812 წლის სამამულო ომის დროსაც არ იშორებდა გვერდიდან. ასე მოხვდა ოდეკოლონი რუსეთში.
მე-XIX საუკუნის ბოლოს “ნოვაია ზარია”-ც აწარმოებდა “ტროინოი ოდეკოლონს” ბონაპარტეს პორტრეტით. მის შემადგენლობაში შედიოდა მარტივი სამი ეთერზეთი: ბერგამოტი, ლიმონი და ნეროლი (ახლა მის შემადგენლობაში ასევე შედის ლავანდის, პიტნის, ქინძი, ჯავზის, ქარვის და მუშკის ინგრედიენტები).
ოდეკოლონის წარმატება გრძელდებოდა მე-XIX საუკუნის ბოლომდე, სანამ შესაძლებელი გახდა სინთეტიკური მასალების გამოყენება. ამან ხელი შეუწყო სუნამოების წარმოების გაიაფებას. ფუფუნების ექს-ატრიბუტმა დაკარგა თავისი უნიკალურობისა და პრესტიჟულობის აურა. ამ ყველაფრის დაბრუნებას შეეცადა გერლენის სახლის შემქნელი ფრანსუა პასკალ გერლენი.
სურათზე: 1792 წელს გამოშვებული ორიგინალი ოდეკოლონი განახლებული დიზაინით.
1853 წელს მან იმპერატორ ნაპოლეონ მე-III-ს მეუღლის – ევგენიასთვის შექმნა ციტრუსის, ვერბენას, ლავანდისა და კედრისგან განახლებული ოდეკოლონი. მცდელობა წარმატებელი აღმოჩნდა, თუმცა დიდება და სახელი მან მოგვიანებით მიიღო. Eau De Cologne Imperiale-ს განახლებული ვერსია შედის Les Eaux-ის თანამედროვე კოლექციაში, რაც ერთხელ კიდევ გვიჩვენებს, რომ ოდეკოლონი კვლავაც პოპულარულია.
თუ გსურთ გასინჯოთ ახალი კლასიკური ოდეკოლონი ბრიტანული დიზაინერული სახლის დანჰილის შესრულებით, გეცანით ჩვენს ონლაინ მაღაზიაში სიახლეს – ოდეკოლონი Demi-Lune №15.