♦️თუ გქონია სურვილი შეგეძინა ორიგინალი მინი სუნამოები გრამობით? პარფიუმერიის ბევრ  მოყვარულს  უჩნდება  სურვილი, რომ შეიძინოს  მინი სუნამო. ამის  მიზეზები არის:
👉გაეცნო ახალ არომატს მისი სრული ზომის შეძენამდე, რაც სწორი გადაწყვეტა არის, თუ არ იცი, როგორი სურნელი აქვს სუნამოს.

Showing all 11 results

ჩვენება 6 9 12 18 24

Discovery Set Collection Noire By Serge Lutens Eau de parfum 8X4ml

Original price was: 500₾.Current price is: 450₾.

მამკაცის სუნამო Aventus By Creed Pour Homme eau de parfum 5ml

Original price was: 200₾.Current price is: 130₾.

მინი სუნამოების ნაკრები Aroma Box Ciel For Him

Original price was: 99₾.Current price is: 79₾.

მინი სუნამოების ნაკრები Creed Men’s Inspiration Sample Set

Original price was: 250₾.Current price is: 195₾.

სამოგზაურო ნაკრები Francis Kurkdjian Baccarat Rouge 540 Travel 3X11ml

Original price was: 750₾.Current price is: 695₾.

სუნამო Love Shot Ex Nihilo Discovery Set Eau de parfum Samples 5X7.5ml

Original price was: 850₾.Current price is: 750₾.
რა თქმა უნდა, შეიძლება შევიდეთ ბრენდულ ბიტიკში და ვისარგებლოთ ვიტრინაზე არსებული სადემონსტრაციო ტესტერით. თუმცა, აქაც არის ნიუანსები: ზოგს ერიდება მაღაზიაში ტესეტერის აღება და დასხმა - რაღაცნაირად ვალდებულად გრძნობენ თავს, რომ ამ პროცედურის შემდეგ აუცილებლად უნდა შეიძინონ სუნამო.
ვინც უფრო თამამია, მათთვისაც ყოველთვის არ არის გამოსავალი ტესტერის არსებობა მაღაზიაში; საქმე იმაშია, რომ ზოგი არომატი უცებვე ჯდება კანზე და უცებვე ხდება დამეგობრება. ზოგს არომატს კი, სჭირდება მოზომება, მორგება, უნდა ატარო ერთი-ორი დღე - გაუგო, შეეფერებით თუ არა ერთმანეთს.
სუნამოს მინიატურების ქონას აქვს კიდევ დიდი პლიუსი მათთვის, ვისაც უყვარს პარფიუმერული მრავალფეროვნება. მე ძალიან მიყვარს პარფიუმერია და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევისთვის ერთი სუნამო უნდა მქონდეს. ეს იგივეა, გქონდეს ერთადერთი შარვალი (თუ ქალბატონი ხართ, -კაბა), რომლითაც დღესასწაულზეც წახვალ და ოფისშიც.
შეუძლებელია ისეთი სუნამოს პოვნა, რომელიც მოერგება განწყობის ყველა ელფერს, ნებისმიერ სეზონს. ყოველ ჯერზე, როცა ახალი სუნამო გამოდის, მისი შეძენა არ არის იაფი სიამოვნება. მაგრამ მინი სუნამოების შეძენისას გადამწყვეტი ფაქტორი მხოლოდ ფასი და მრავალფეროვნება არ არის.
ხდება, რომ რომელიმე სუნამო განსაკუთრებით გიყვარს. და ვყიდულობთ სრული ზომის ფლაკონს. მთელი დღე გსურს ამ სურნელის სურნელი იგრძნო, მაგრამ არ გაქვს სურვილი, საკმაოდ მძიმე ფლაკონი თან ატარო. სიტუაციიდან მარტივი გამოსავალია, თან იქონიო მინი სუნამო.