სუნამოს მდგრადობა – არომატის ბევრ ფანს სურს ამ საკითხზე ამომწურავი პასუხის მიღება. ამ საკითხთან დაკავშირებით, მეც მქონდა სიწმაწვილეში კაზუსი. ერთხელ დეიდას ვსტუმრობდი სოხუმში. ეს იყო 80-იანი წლები. ის საკომისიო მაღაზიაში მუშაობდა და სახლში სუნამოების დიდი კოლექცია ჰქონდა. მახსოვს დავიწყე მათი გასინჯვა და ჩემი ყურადღება უცებ ერთმა ლამაზმა ფლაკონმა მიიპყრო. ზედ ეწერა CLIMAT LANCOME. ეს იყო ფლაკონი პულველიზატორის ანუ სპრეის გარეშე. მოვხსენი საცობი და მაჯაზე დავისხი ცოტა. მახსოვს, ამ საოცარმა სუნამომ უბრალოდ დამათრო! მაშინ მე ბევრი არაფერი გამეგებოდა სუნამოს მდგრადობის და სუნამოს შერჩევის შესახებ. მაშინ პიონერთა ბანაკები იყო და ერთ ერთი ასეთი, დეიდას სახლთან ახლოს იყო, საითაც გოგონების მოსახიბლად გავეშურე. 20 მეტრი არ ვარ სახლს გაცილებული და უკვე ვერ ვგრძნობ სურნელს. ვიფიქრე, ალბათ ცოტა დავისხი მეთქი. გავბრუნდი და კიდევ დავისხი.
ფოტოზე: ასე გამოიყურებოდა დეიდაჩემის პარფიუმერიის რევიზია
ჩემს ცხვირს ამ მომენტამდე არ „უნახავს“ ასეთი მრავალფეროვნება. დეგუსტაცია რომ დავიწყე, ჩემი ყურადღება უეცრად ლამაზმა ბოთლმა მიიპყრო, მასზე წარწერა ეწერა – Climat Lancome. ეს იყო ბოთლი სპრეის გარეშე – სუნამოს ჰქონდა საცობი. სახლიდან არც თუ ისე შორს იყო პიონერთა ბანაკი, სადაც ბევრი ლამაზი გოგონა იყო და დეიდას სუნამო კარგად რომ ვიპკურე, გადავწყვიტე მათი გულის დაპყრობა.ჭიშკარს გაცილებული არც ვიყავი, რომ სურნელი აღარ მცემდა. ვიფიქრე, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დავისხი-მეთქი, ამიტომ დავბრუნდი და კიდევ დავისხი. როცა მივუახლოვდი კონკურენტებს ადგილობრივი ეზოდან, რომლებსაც ასევე სურდათ თავგადასავლები ლამაზმანებთან, ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა:
– სუნამოში ბანაობდი? კილომეტრების მანძილზე სუნამოების ქარხნის სუნი გაქვს!
– ვა, მართლა? – ვიკითხე.
– კი და თან როგორ! ვიხრჩობი!
გაინტრესებთ, ზეთების რა კონცენტრაცია იყო იმ სუნამოში? როგორც თავად ფრანგმა პარფიუმერებმა მითხრე შემდგომ ( ეს იყო უკვე დაახლებით 23 წლის შემდეგ), მაშინ ეთერზეთების კონცენტრაცია იყო 35–50% მე კი მეგონა, რომ სუნამო არ იყო მდგრადი. სხვათა შორის, უნა აღვნიშნო, რომ იმ დროს საქართველოში შემოდიოდა მხოლოდ ორიგინალი სუნამოები, არ იყო არავითარი ტესტერები. რას ნიშნავს სუნამოს ტესტერი – გაიგებთ სტატიიდან “სუნამოს ტესტერი – ღირს ყიდვა”? თქვენ ასევე დაგაინტერესებთ სტატია – ყალბი სუნამო – ისწავლე სუნამოს შემოწმება ექსპერტის 7 რჩევით .
რატომ ვერ ვგრძნობთ ჩვენს სუნამოს?
ნონსენსი იმაშია, რომ თითქოს ბევრმა იცის მდგრადობასთან დაკავშირებული ნიუანსები, მაგრამ საქმეზე ყველაფერი თავდაყირა დგება. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთხელ მაინც გსმენია, თუ რა ფაქტორები განაპირობებს სუნამოს მდგრადობას. მივყვეთ რიგ-რიგობით. მდგრადობის შეფასება ხდება კომპლექსურად და არც ერთი კომპონენტი არ უნდა გამოირიცხოს. მათ შორისაა:
- მითები მდგრადობის შესახებ
- ყნოსვის ანატომიური მახასიათებლები
- სუნამოს მოხმარების კულტურა
- პარფიუმერული კომპოზიციის თავისებურებები
- მდგრადობის ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები
დავიწყოთ ცხვირით
მისი მგრძნობელობა საკმაოდ ფაქიზი და არამყარი მექანიზმია. ეს ფაქტი ხშირად აბნევს ახალბედებს, რიმლებიც პაფიუმერიის სფეროში იწყებენ მუშაობას. ჩვენ ხან ვგრძნობთ სურნელს, ხან – არა. ეგრეთწოდებული შეყნოსვის ადაპტაციას საფუძვლად უდევს დაცვითი მექანიზმი. იმავდროულად, ყნოსვა არის მყიფე და არასტაბილური სუბსტანცია. ყნოსვის ადაპტაცია ეფუძნება თავდაცვის მექანიზმს, რომლის მსგავსს ვხვდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. ცნობილი პარფიუმერი სტეფან ელინეკი თავის ლეგენდარულ წიგნში “სუნამო – ოცნება ფლაკონში”, – წერს, რომ მაგალითად ჩვენი საყვარელი კერძი ზოგჯერ აღარ არის მეტად მიმზიდველი. აღგზნებისა და ეიფორიის კულმინაცია, რომელსაც ადამიანი განიცდის საყვარელ ადამიანთან ინტიმური სიახლოვის დროს, იცვლება შენელებით უცებვე აქტის შემდეგ. მაგრამ რატომღაც, როცა ეს ადაპტაციური თემა ეხება სურნელის საკითხს, მიუღებლად გვეჩვენება სუნამოსთან დაკავშირებით.
პარადოქსია იმაშია, რომ თუმცა, მომხმარებელმა შეიძლება იცოდეს ადაპტაციის ანუ მიჩვევის შესახებ, ის მაინც თვლის, რომ საქმე არა მის ცხვირშია, არამედ იმაში, რომ სუნამო არაა მდგრადი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მოუმზადებელი კონსულტანტი მომხმარებლის პრეტენზიას, როგორც ჭეშმარიტებას ისე აღიქვამს. ასეთი სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სათანადო ცოდნის მიღებით. მაშ რა ხდება სინამდვილეში და რა არის ეს მდგრადობა, ასე რომ უშლის ნერვებს სუნამოს ფანებს?
ყნოსვის ანატომიური მახასიათებლები
მკაცრად მეცნიერული გაგებით ყნოსვის პრობლემა მოლეკულური ბიოლოგიის კვლევის საგანია. ეს უკიდურესად რთული და ნაკლებად შესწავლილი სფეროა და ყნოსვის ორგანოზე სურნელოვანი ნივთიერებების მოქმედების მექანიზმი ბოლომდე არ არის შესწავლილი. აკადემიკოსი ივან პავლოვი ამტკიცებდა, რომ ყნოსვის ანალიზატორი მიეკუთვნება ცენტრალური ნერვული აქტივობის უძველეს, უმაღლეს ნაწილებს: ”მისი ფუნქციები თანდაყოლილი, მუდმივი, და უპირობოა”.
ტარდება შემდეგი ექსპერიმენტი: კათედრიდან ლექტორი სტუდენტებს უცხადებს, რომ გაკვეთილი დაეთმობა ჰაერში მოლეკულების სიჩქარის შესწავლას. ის მოსწავლეებს უჩვენებს დალუქულ ჭურჭელს, რომლის ეტიკეტზე წერია, რომ შეიცავს ნიშადურის სპირტს. ის ხსნის ჭურჭელს, იწყებს ქრონომეტრის ათვლას და სთხოვს აუდიტორიაში იმ ადამიანებს, რომლებსაც ესმით ნიშადურის სუნი, აწიონ ხელები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, პირველი ხელები წინა რიგებში ჩანს. რაც უფრო შორს არის კათედრა, მით უფრო მეტი სტუდენტი აღმოაჩენს “საოცარ” საკმეველს.
ექსპერიმენტის დასასრულს მომხსენებელი აცხადებს, რომ მის მიერ გახსნილი ბოთლი შეიცავს არა ნიშადურის სპირტს, არამედ ჩვეულებრივ წყალს. მაყურებელი ამას თავდაპირველად უნდობლად აღიქვამს. შემდეგ ჩნდება გაურკვევლობა: როგორ არის ეს შესაძლებელი? საღი გონებაზე მყოფ ადამიანებს აშკარად გრძნობდნენ ნიშადურს. დამსწრეებს შორის ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ არა ერთი, არამედ ბევრი ადამიანი მაშინვე მოატყუვდა საკუთარ აღქმაში.
თუმცა, უბრალო ხალხის აზრის საწინააღმდეგოდ, ეს უკანასკნელი გარემოება სწორედ რომ ითვლება კანონზომიერებად. რაც უფრო მეტი ადამიანი ერთდროულად აკეთებს გადაწყვეტილებას, მით უფრო არაადეკვატური შეიძლება იყოს მათი შეფასება. ეს მექანიზმი თავის დროზე შესანიშნავად აღწერა სოციალური ფსიქოლოგიის მამამ, გუსტავ ლებონმა. უამრავი ასეთი მაგალითის ნახვა მარტივად შეგიძლიათ საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.
ფოტოზე: გუსტავ ლე ბონი – სოციალური ფსიქოლოგიის დამფუძნებელი
პარფიუმერიის ექსპერტებისთვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთდროულად სინჯავს სუნამოს, მაშინ ერთ-ერთის აზრს (არ აქვს მნიშვნელობა ეს უარყოფითია თუ დადებითი) მაშინვე აირჩევს დანარჩენი უმრავლესობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება განსჯას სუნამოს მდგრადობის შესახებ. მეტიც, ყველა დარწმუნებულია, რომ ეს მისი პირადი აზრია და ვინაიდან მას იზიარებენ ჯგუფის სხვა წევრები, ეს აზრი შეიძლება ობიექტურად ჩაითვალოს. „მსგავსი იდეა, რომელიც გონებას იპყრობს“, წერს გუსტავ ლებონი, უკვე სწორედ ამის საფუძველზე ხდება ნებისმიერი გამოწვევისთვის მიუწვდომელი“.
მდგრადობის ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები
ყველამ იცის, რომ არა მხოლოდ ყნოსვის ადაპტაციის ზღურბლები, არამედ ზოგადად ყნოსვის აღქმის პროცესი ძალიან ინდივიდუალურია. თითოეულ ადამიანს აქვს ამა თუ იმ დონის მგრძნობელობა გარკვეული აქროლადი ნივთიერებების მიმართ. მათ მიერ გამოწვეული ფსიქო-ემოციური ეფექტები, სასიამოვნო და უსიამოვნო სუნის ცნებები შედარებითი და სუბიექტურია.
გაგვიზიარეთ კომენტარებში როგორი დაბნეულობა გქონდათ სუნამოსთან. და მალე დავწერ ამ პოსტის გაგრძელებას, საიდანაც ვისწავლით როგორ ავირჩიოთ სუნამო, რომელიც პირველივე ყნოსვისთანავე შეგვიყვარდება, რომელიც მშვენივრად დაჯდება კანზე, ექნება საოცარი მდგრადობა და შლეიფი.