კანონისმიერი გარანტია

თუ ნივთი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, მომხმარებელს უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის შეცვლა, ფასის შემცირება)ან გავიდეს ხელშეკრულებიდან.

საქონლის შეცვლა მომხმარებლის პირველი რიგის უფლებაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა მოვაჭრეს თავდაპირველად უნდა მოსთხოვოს საქონლის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.

14 დღეში პროდუქციის უპირობოდ დაბრუნების წესი (ხელშეკრულებიდან გასვლა): მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს შეძენილი ნივთი მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

⚠️ მნიშვნელოვანი გამონაკლისი პარფიუმერიისა და კოსმეტიკისთვის: „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უპირობო დაბრუნების უფლება არ ვრცელდება იმ პროდუქციაზე, რომლის ჰერმეტულობა (ცელოფნის შეფუთვა, ქარხნული ლუქი) დარღვეულია მიწოდების შემდეგ. ჰიგიენური ნორმების, ჯანმრთელობის დაცვისა და პროდუქტის ფიზიკურ-ქიმიური თვისებების ცვლილების (ოქსიდაციის) გამო, გახსნილი, ტესტირებული ან თუნდაც ერთხელ შესხურებული სუნამოები და კოსმეტიკური საშუალებები უკან არ მიიღება. დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ის ნივთი, რომელიც არის პირვანდელ, სრულად გაუხსნელ ქარხნულ მდგომარეობაში.

იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონლის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) საქონლის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) საქონლის ნაკლის მომხმარებლისთვის შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

საქონელი  შეცვლილი უნდა იქნეს გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება საქონლის ბუნებისა და იმ მიზნის გათვალისწინებით, რომლისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.

ნაკლის მქონე პროდუქციაზე ნაკლის აღმოფხვრა ან შეცვლა/უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება მომხმარებელს აქვს ნაკლის მქონე საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 2 წლის ვადაში. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი მისი მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის განმავლობაში აღმოაჩინა, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე იგულისხმება, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, თუ ეს შესაძლებელია საქონლის ბუნებიდან ან ნაკლის ხასიათიდან გამომდინარე. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვაჭრეს ეკისრება. თუ მომხმარებელმა საქონლის ნაკლი საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, იმის მტკიცების ტვირთი, რომ ნაკლი არსებობდა საქონლის მიწოდებისას, მომხმარებელს ეკისრება.

მომხმარებელს უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

  • საქონლის შეცვლა შეუძლებელია, თუ;
  • მომხმარებელს არ აქვს სურვილი გადაცვალოს საქონელი ნებისმიერ სხვა იმავე ან მეტი ღირებულების პროდუქციაში (თანხის სხვაობას მომხმარებელი თავად ამატებს);
  • მოვაჭრემ საქონელი გონივრულ ვადაში არ შეცვალა და მომხმარებელმა ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;
  • მოვაჭრის მიერ საქონლის შეცვლა მომხმარებელს მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

მომხმარებელს უფლება აქვს, ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს დასაბრუნებელი თანხა გადაურიცხოს სრულად მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, არაუგვიანეს მიმართვიდან 14 სამუშაო დღისა.

უსაფრთხო შეფუთვისა და მშვიდი შოპინგის გარანტია

ძვირფასო მომხმარებელო! ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ თქვენი საყვარელი არომატების შერჩევისა და გამოწერის პროცესი იყოს სრულიად კომფორტული, სასიამოვნო და სტრესისგან თავისუფალი. იმისათვის, რომ დარწმუნებული იყოთ თქვენი ამანათის უსაფრთხოებაში, ჩვენ დავნერგეთ “გამჭვირვალე მიწოდების სერვისი”:

  • მაქსიმალური ფიზიკური დაცვა: თითოეულ ფლაკონს (განსაკუთრებით მცირე მოცულობის მინი ფლაკონებს) მგზავრობის წინ ვფუთავთ სპეციალურ, მრავალშრიან დაზიანებისგან დამცავ ბუშტუკოვან ფირში (Bubble Wrap). ეს მასალა მოქმედებს როგორც საიმედო ამორტიზატორი და იცავს მინას ნებისმიერი მექანიკური ზემოქმედებისგან, რათა ნივთმა თქვენამდე პირვანდელი სახით მოაღწიოს.

  • ფოტო-კონტროლი გაგზავნამდე: სანამ ამანათს კურიერს გადავცემდეთ, ჩვენ მას ვუღებთ ფოტოს. თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, რა მდგომარეობაში გაგეგზავნათ ნივთი.

  • იმ შემთხვევაში, თუ ნივთი მაინც მიიღეთ დაზიანებული, გთხოვთ, გადაუღოთ მას ფოტო გახსნისთანავე და დაგვიკავშირდეთ, რათა მყისიერად მოვაგვაროთ პრობლემა.

ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას თითოეულ დეტალზე, რათა თქვენი გამოცდილება იყოს პოზიტიური. გმადლობთ, რომ ირჩევთ ჩვენს არომატებს!

ნივთის შეცვლა/დაბრუნება არ მოხდება თუ:

  • საქონლის ფასი შემცირდა ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან;
  • პროდუქციის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციების, გაფრთხილებების და მითითებების მკაცრად დაცვით. ყოველთვის უნდა შეამოწმოთ პროდუქციის ინგრედიენტები, ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად. საიტზე მოცემული ინფორმაცია ვერ ჩაანაცვლებს პროფესიულ სამედიცინო რჩევას: საიტი მხოლოდ თავის მოვლის საშუალებების სპეციალიზებული ონლაინ მაღაზიაა. გთხოვთ წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან საიტიდან მიღებული პროდუქტის ან ინფორმაციის გამოყენებაზე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თქვენი ექიმი.
  • „სიელი“ ვერ გასცემს პასუხს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე და საიტი ვერ ჩაანაცვლებს პროფესიულ საინფორმაციო რესურსს ჯანდაცვის სფეროში. „სიელი“ არ ასრულებს ექიმის ფუნქციებს და საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ეს არ იგულისხმება. საიტზე განზრახ არ არის განთავსებული ინფორმაცია დანიშნულებით გასაცემ მედიკამენტებზე და მკურნალობაზე. სამედიცინო დახმარებისთვის დაუყოვნებივ მიმართეთ 112-ს ან ექიმს.

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, დაუშვებელია გახსნილი და ჰერმეტულობადარღვეული პარფიუმერიისა და კოსმეტიკური საშუალებების უკან დაბრუნება (ჟანგბადთან კონტაქტის შედეგად დაწყებული ოქსიდაციისა და ბაქტერიული დაბინძურების რისკების გამო).

  • ქიმიური და ფიზიკური მიზეზი: სუნამოს ან კოსმეტიკის გახსნისა და ატომიზატორის (მიმფრქვეველის) პირველი ამოქმედებისას, ფლაკონში ხვდება ჟანგბადი, რაც იწყებს სითხის ოქსიდაციის (დაჟანგვის) პროცესს. გარდა ამისა, კოსმეტიკის კანთან კონტაქტისას პროდუქტში ხვდება ბაქტერიები. შესაბამისად, გახსნილი პროდუქტი იცვლის თავის ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, კარგავს სტერილურობას და მისი ხელახლა გაყიდვა ჰიგიენური და ჯანმრთელობის უსაფრთხოების სტანდარტების პირდაპირი დარღვევაა.

  • დოკუმენტის ბმული: საქართველოს კანონი მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ (იხ. მუხლი 14, პუნქტი 1, ქვეპუნქტი „დ“).

  • სატრანსპორტო ხარჯების დაკისრება: კანონით, უპირობო დაბრუნებისას, უკან დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება მომხმარებელს (თუ საიტი საკუთარი ნებით არ აინაზღაურებს). როცა კლიენტი გააცნობიერებს, რომ ნივთის უკან გამოსაგზავნად კურიერის ფული თავად უნდა გადაიხადოს, ის ბევრად უფრო პასუხისმგებლიანად მოეკიდება შეკვეთას.

  • „შეკავების“ უფლება სასაქონლო იერის დაკარგვაზე: თუ დაბრუნებული ნივთის ქარხნული ყუთი ოდნავ მაინც დაზიანებულია (თუნდაც ცელოფანი იყოს გახსნილი), პროდუქტი ითვლება ფასდაკლებულად და მომხმარებელს დაუბრუნდება ნივთის ღირებულების მხოლოდ მაგალითად 10-20% (ან საერთოდ არაფერი, თუ ეს ჰიგიენური გამონაკლისია).

სიელის სერვისი: ``ჯერ სცადე``

ძვირფასო მომხმარებელო! ჩვენ კარგად გვესმის, რომ სუნამოს შერჩევა ონლაინ, არ არის მარტივი, მითუმეტეს, როცა არ იცით ამა თუ იმ სუნამოს რა სურნელი აქვს. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ მომხმარებელი იძენს სუნამოს ბრმად და როცა ღებულობს ამანათს, აღმოაჩენს, რომ სურნელს ვერ ეგუება.

ამიტომ, ჩვენ გავითვალისწინეთ ეს დელიკატური მომენტი და დავნერგეთ ახალი უნიკალური სერვისი, რომელსაც საქართველოში გარდა ჩვენი კომპანიისა, არცერთი პარფიუმერული საიტი არ სთავაზობს თავის მომხმარებლებს.

სანამ შეიძენთ არომატს, დაუთმეთ დრო ჩვენი სუნამოების გაცნობას. სიელის მინი არომატის დახმარებით, თქვენ აღმოაჩენთ პარფიუმერულ მსოფლიოს სრული თავისუფლებით! შეუკვეთეთ სასურველი არომატი და მიიღებთ უფასო საცდელ დოზას დიდ მოცულობასთან ერთად, რათა ახლოს გაეცნოთ მას, სანამ გადაწყვეტთ დაიტოვოთ, დააბრუნოთ ან აჩუქოთ საყვარელ ადამიანს!

1. აირჩიეთ თქვენი სუნამო

შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი დიდი სუნამო და მიიღეთ მინი არომატიც!

2. ჯერ უბრალოდ სცადეთ!

როცა მიიღებთ თქვენ შეკვეთას, ნიმუშების წყალობით აღმოაჩენთ სუნამოს!

3. დაიტოვეთ ან გაგზავნეთ უკან!

არ მოგეწონა სუნამო? გაუხსნელი დიდი მლ დაგვიბრუნე თანხის მისაღებად!

გამოიცანი სუნამო და მიიღე პრიზი

ჩვენი უნიკალური არომა სერვისი – “სუნამოს ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია იმათთვის, ვინც ეძებს ახალ, სახალისო და ინოვაციურ გზას პარფიუმერული სამყაროს შესასწავლად. როცა სიელის კურიერი მოგაწვდით თქვენს შეკვეთას, ის შემოგთავაზებთ ჩვენს უნიკალურ სერვისს: ბრმა დეგუსტაცია სუნამოს სინჯებით. ეს სერვისი ერთდროულად აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება.

დაელოდე შენს ამანათს

შეუკვეთე შენი საყვარელი სუნამო ან თავის მოვლის საშუალება და დაელოდე კურიერს. მას თან ექნება 5 მინი სუნამო, რომელთა სახელწოდება არ გეცოდინება.

ხარ ექსპერტი? გამოიცანი!

შენ არ გეცოდინება, რა არომატები ექნება თან კურიერს. აქციის პირობით, შენ უნდა გამოიცნო სიელის კურიერების მიერ მოტანილი სუნამოებიდან თუნდაც ერთი.

იცანი სუნამო? მიიღე პრიზი!

ჩვენ გვსურს დავაჯილდოვოთ შენი ცოდნა! შენი პროფესიონალიზმი სუნამოს დარგში დაჯილდოვდება და ჩვენი ბრენდის მინი სუნამოების ნაკრებს მიიღებ  საჩუქრად!

კანონისმიერი გარანტია არ ვრცელდება მეწარმე/იურიდიულ პირებზე.

გთხოვთ, გაითვალისწონოთ:

  • განვადებით შეძენის შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბანკის პოლიტიკა შეცვლის/დაბრუნების პრიობები;
  • მაღაზიას უნდა მიმართოს უშუალოდ იმ პირმა, ვის მიერაც გაკეთდა შენაძენი, თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და გადახდის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი;
  • მომხმარებელმა შეცვლის/დაბრუნების მოთხოვნით უნდა მიმართოს მაღაზიის მენეჯერს/კოორდინატორს;
  • თანხა დაბრუნდება იმ პიროვბნების/მოქალაქის საბანკო ანგარიშზე, ვისი სახელითაც მოხდა შენაძენის გაკეთება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კომპანიასა და მოხმარებელს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება;
  • მომხმარებელს დაუბრუნდება მის მიერ შეძენის მომენტში გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობა;
  • შეძენისას მიღებული საჩუქრები, ვაუჩერები და სხვა ნივთები უნდა დაბრუნდეს საქონელთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ღირებულება გამოაკლდება დასაბრუნებელ თანხას. საჩუქრების ღირებულებად ჩაითვლება მოვაჭრის ქსელში აღნიშნული ნივთის მიმდინარე ღირებულება

ინფორმაცია ფერების შესახებ

მიუხედავად იმისა, რომ „სიელი“-ს დიზაინერები ცდილობენ პროდუქციის ფერების გადმოცემას: ტონალური კრემების ტონი, თვალის ჩრდილების პალიტრა, კოსნილერები, რუმიანა, პუდრი,  ჰაილაითერი, ტუჩის საცხები,  თქვენ მიერ აღქმული ფერები დამოკიდებულია თქვენს მონიტორზე, მობილურ მოწყობილობაზე და შესაძლოა არ იყოს ზუსტი.

სუნამოს მოხმარების წესები: სიელის ექსპერტის რეკომენდაციები

ყურის ბიბილოს უკანა მხარე

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია – ის ინტიმურ ელფერს აძლევს სუნამოს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ.

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს თქვენ კანს, ის სუნამოს კომპონენტებს ეხმარება, აიჭრას ჰაერში.

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე სასურველი არაა, რომ არ გამოაშროს ის. მზის წნული: აქ ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს.