სუნამო Black Opium Yves Saint Laurent – ეს არის აღმოსავლეთის საიდუმლოება არომატის ამოსუნთქვაში. სამყარო, სადაც ყოველი ქალბატონი ამოუცნობი საიდუმლოებაა. თანამედროვე „შავი ოპიუმი“, ლეგენდარული არომატის ახლებური ხედვაა. მის შექმნაზე მუშაობდა ნიჭიერი პარფიუმერი – ნატალი ლორსონი. მან აქცენტი გააკეთა კომპოზიციის იდუმალ მხარეზე.
ცენტრალური აკორდი არის ყავის მოტივი, რომელიც აინტრიგებს თავისი ინტენსივობით. ერთგვარ გლამურულ სტილს სუნამოს აძლევს, ვანილის, ჟასმინის, ვარდისფერი წიწაკის, ფორთოხლის ყვავილის, კედარის და პაჩულის ჟღერადობა.
Black Opium-ის ფლაკონიც ახალ დიზაინში არის წარმოდგენილი, რითაც ავსებს ამ კაშკაშა და ელეგანტური სუნამოს იმიჯს. ივ სენ ლორანმა პირველად 1977 წელს წარმოადგინა Opium. მას შემდეგ სუნამო არაერთხელ გახდა გაყიდვების ჰიტი და ამიტომ 2009 წელს მეორე სიცოცხლე მიიღო. გაეცანით ჩვენი კოლექციიდან არომატებს, კატეგორიაში – ქალის სუნამოები.
- არომატის მიმართულება: აღმოსავლური
- საწყისი ნოტები: კორიანდრი, ციტრუსები, წიწაკა, შროშანა
- გულის ნოტები: მიხაკი, დარიჩინი, ჟასმინი, პაჩული, სანტალი
- საბაზისო ნოტები: ლაბდანუმი, ბალზამი, ოპოპონაქსი, ვანილი, ვეტივერი, კასტორეუმი, ამბრა
თეონა –
★Black Opium – ივ სენ ლორანის მიმზიდველი ელექსირი! მრავალწახნაგოვანი სუნამო შესანიშნავი მდგრადობით და ელეგანტური, გაბედული სურნელით★ მომეჩვენა, რომ ეს სუნამო არ ჰგავს გოგონების მიერ გამოყენებულ ბევრ პოპულარულ პარფიუმს.