ლანკომის სუნამო Poeme – ეს არის სასიყვარულო აღსარების არომატი, პოეტური და ემოციური, მას მაცდუნებელ სიტყვებზე და დაპირებებზე უკეთ შეუძლია ისაუბროს. არომატი განეკუთვნება ყვავილოვან-აღმოსავლურ მიმართულებას, ის ემოციური და რომანტიულია, როგორც ლექსი და შეუძლია გრძნობების გადმოცემა სიტყვების გარეშე.
Poeme Lancome-ს სურნელში ყოველი ყვავილი გადმოსცემს იმას, რისი თქმაც სიტყვებით შეუძლებელია. ლურჯი ჰიმალაის ყაყაჩოს, სენსუალური და დელიკატური ფორთოხლის ყვავილის, კაშკაშა მიმოზასა და გრილი ნარცისის იშვიათი კომბინაცია, მოქცეულია ქარვის, ძვირფასი სანდლის ხის და მაცდური ვანილის მდიდრული სურნელით. გსურთ ნახოთ მეტი არჩევანი კატალოგში? ეწვიეთ ამ გვერდს – ქალის სუნამოები.
- საწყისი ნოტები: მანდარინი, ატამი, ნარცისი, ფლერდორანჟი
- გულის ნოტები: მიმოზა, ტუბეროზა, ჰიმალაის ყაყაჩო
- საბაზისო ნოტები: ვანილი, სანტალი, მუსკუსი, ამბრა
- არომატის მიმართულება: ფლორიანტალური
ნატა –
ჩემთვის ლანკომის სუნამო პოემა – არის უჩვეულოდ მდიდრული სურნელი. ეს არ არის უბრალოდ რეტრო. ეს არის კლასიკა! არ მომერიდება ვთქვა, რომ ლანკომის პოემა არის პარფიუმერიის შედევრი! ინტელექტუალური, ამაღელვებელი სუნამო. აყვავებული ნარცისები, მაისის დილის აყვავებული ბაღის სურნელი.. თითქოს იასამნები აყვავდნენ… გაზაფხული… სიყვარული… ბედნიერება, სიმშვიდე.
Store manager Malkhaz Tabaghua –
ქალბატონო ნატა, მადლობა ასეთ ლამაზ, პროზაულ გამოხმაურებაზე! დღს ნაკლებად თუ შეიძლია ვინმეს ასე გამოხატოს გრძნობა საყვარელი სუნამოს მიმართ.