სუნამოს ისტორია

“ეს არ არის ბიჭისთვის! ეს არის მამაკაცისთვის”! Baldessarini

Baldessarini

2003 წელს სუნამო Baldessarini შეიქმნა Hugo Boss-ის კოლექციიისთვის. თავიდან ტანსაცმლის ბრენდი Baldessarini გამოვიდა, რომელსაც ბრენდის კრეატიული დირექტორის, ვერნერ ბალდესარინის სახელი დაერქვა, შემდეგ კი სუნამოების ხაზი გაფართოვდა. სარეკლამო სლოგანი “Separates The Men From The Boys” – პირდაპირ ყვიროდა – ეს არ არის ბიჭებისთვის! ეს არის მამაკაცებისთვის. და თავდაპირველად სარეკლამო პოსტერებზე გამოსახული იყო ელეგანტური, ქარიზმატული მამაკაცი. რეალური პიროვნება – ჩარლზ შუმანი, მაშინ მიუნჰენში პოპულარული ბარის მფლობელი და კოქტეილების რეცეპტების წიგნის ავტორი. მისი წარმატებული კარიერა ორმოც წელზე მეტს მოიცავს.

მისი გარეგნობა მათთვისაც კი ნაცნობია, ვისაც ცხოვრებაში ფეხი არ შეუდგამს ბარში: ბატონი შუმანი ოდესღაც ჰუგო ბოსის და ბალდესარინის სარეკლამო კამპანიების სახე იყო. და ჩვეულებრივ ცხოვრებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამოცდათხუთმეტი წლისაა, ის ჰგავს ჟურნალის ყდიდან გამოსულ მოდელს: ლამაზ კოსტუმში, მოხდენილი და დიდებული, შესანიშნავი იუმორის გრძნობითა და ქარიზმით.

“ჩარლზი ძალიან ცნობილი ადამიანია მიუნჰენში.  40 წელია ფლობს ყველაზე პოპულარულ ბარს, რომელსაც სტუმრობენ ცნობილი ადამიანები, ბიზნესმენები და უბრალო ხალხი. გესმით, ჩარლზი ისე გამოიყურება, თითქოს უკვე ათასი წლისაა. მისთვის ბევრად მარტივია, დავანახოთ ჩვენი ხარისხიანი და ელეგანტური სამოსი, ვიდრე რომელიმე ნორჩი მანეკენი გააკეთებდა ამას. ის გამოიყურება, როგორც ძლიერი, გამოცდილი და ამავდროულად დაუცველი მამაკაცი. ქალებს სურთ ასეთ მამაკაცთან შეხვედრა. ჩარლზი – ეს არის კაცი Baldessarini, რომელიც არ ისწრაფვის წარმატებისკენ, მან უკვე მიაღწია ამას და ეს მისი ჩვეული მდგომარეობაა.“ (ვერნერ ბალდესარინის ინტერვიუდან).

BALDESSARINI EAU DE COLOGNE: შექმნის ისტორია

საჭირო იყო ამ შტამპის გაქრობა. ბრენდმა დაიქირავა ორი ლეგენდარული პარფიუმერი IFF-ის პარფიუმერული ლაბორატორიიდან – ჟან-მარკ შაიანი და პიერ ვარნიე. შაიანის ცხვირს ეკუთვნის ცნობილი Tom Ford For Men, London for Women Burberry, Calvin Klein CK IN2U for Her. ხოლო ვარნიეს – L Homme для Yves Saint Laurent, Estee Lauder Intuition For Men, Diesel Only The Brave.

ფლაკონს აქვს კლასიკური ფორმა, რომელიც ანტიკვარული სინგაპურის ოდეკოლონის ბოთლის იერს იმეორებს. Baldessarini Eau de Cologne – უბრალოდ კარგი არომატია მოწიფული მამაკაცებისთვის. ზომიერად ცხარე, ზომიერად მერქნიანი, ზომიერად მიმზიდველი. შედეგი არის ჰარმონიული, ელეგანტური კომპოზიცია, რომელიც სუნამოების ბაზარზე 20 წელზე მეტია არსებობს. ბალდესარინის შექმნის იდეა შეიქმნა იმ მიზნით, რომ ჰუგო ბოსის არომატები გამოსულიყო არომატული შაბლონიდან: დიდი ხნის მანძილზე ბოსი ქმნიდა სუნამოებს მოზარდებისთვის და ახალგაზრდა მამაკაცებისთვის.

  • არომატის კლასიფიკაცია: მერქნიანული, პიკანტური
  • ზედა ნოტები: მანდარინი, მწარე ფორთოხალი, მწვანე პიტნა
  • გული: პაჩული, მიხაკი, კუმინი
  • ბაზა: სანდლის ხე, თამბაქო, ქარვა, მუშკი.

იმის თქმა, რომ სურნელი არ არის მოდური და არაქტუალური, არასწორი იქნება. კლასიკური კომპოზიციები დიდხანს ცოცხლობს. და Baldessarini-ს პარფიუმერულ კოდს თამამად შეიძლება ეწოდოს კლასიკური. და ეს იმიტომ, რომ ციტრუსები, სანელებლები და მერქანი უბრალოდ არ გაქრება პარფიუმერიის კომპონენტებიდან. და სწორედ ისინი ანიჭებენ მფლობელს სოლიდურ, მამაკაცურ შარმს.

და თქვენ არ უნდა იფიქროთ, რომ რადგან ეს ოდეკოლონია, მას მდგრადობა არ ექნება. აქ, უფრო, არის ისტორიული გადამისამართება კიოლნის წყალზე, რომელიც ოდესღაც ფარინამ შექმნა. მდგრადობა ძალიან კარგია აქვს, და ამავდროულად გარშემომყოფებს არ შეაწუხებს ზედმეტი ინტენსიურობით.

author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება