სიელი წარმოგიდგენთ: სუნამო Creed Absolu Aventus. ფენომენური კლასიკის ახალი განზომილება გახლავთ ექსტრაქტი, რომელიც ერთდროულად ინარჩუნებს Aventus-ის ძლიერ ხასიათს და ავითარებს მას ახალი ელეგანტურობით.
მამაკაცის ეს ახალი, საოცარი სურნელი შექმნილია თავდაჯერებული და გამბედავი ადამიანისთვის, რომლის მიზანი მაღალი კლასია. მთავარი ნოტები ახლებურად გაშლილი ანანასით და ბერგამოტით იწყება — მაცდური და ხასხასა. გულის ნოტებში ჟღერს ვარდი და პაჩული.
ბაზის ნოტებში იგრძნობა ძლიერი კედარი, მუშკი და ქარვა — დიდხანს მდგრადი ბუმბულივით ნაკვალევი კანზე.
სუნამო Absolu Aventus — ეს არის ძალაუფლების, ელეგანტურობისა და თანამედროვე კლასიკის ზეიმი, რომელსაც მამაკაცი ახალ სიმაღლეებზე აჰყავს. ეს გამორჩეული სურნელი იდეალური იქნება, როგორც ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის, ისე ყოველდღიური გამარჯვებისთვის.
ეს არომატი შიპრის ხილოვან არომატების ოჯახს მიეკუთვნება. Aventus Creed ნაპოლეონის ცხოვრებით არის შთაგონებული. მისი კომპოზიცია გამოირჩევა ელეგანტური ყვავილოვანი ნოტებით, დახვეწილი ხილის ნიუანსებით და მდიდარი ხისებრი კომპონენტით.
ეს შეუდარებელი სურნელი თამამი, უნიკალური და ოპტიმისტურია. ეს არის შთამაგონებელი და მიმზიდველი სუნამო.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.