წარმოგიდგენთ ჩვენი კატალოგის სიახლეს – ქალის სუნამო Bvlgari Jasmin Noir. ცნობილმა იტალიურმა სახლმა ბულგარიმ, 2008 წელს თავის თაყვანისმცემლებს წარმოუდგენელი საჩუქარი გადასცა – იდუმალი, მდიდრული და მისტიური სურნელი. ამ სუნამოს შექმნისას ფუნდამენტური გახდა ლაღი ყვავილის სურნელი. სუნამოს მომაჯადოებელი ხმა მის მფლობელს უღვიძებს აზრებს, რომელიც შეესაბამება გოთიკის და დეკადენსის ეპოქას. ამაღელვებელი არომატის ღრუბელი ფარავს “შავი ჟასმინის” მფლობელს და აბრუნებს იმ დროში, როცა კაცები ნამდვილი რაინდები იყვნენ, ქალები კი მაცდური ლამაზმანები.
მომხიბლავი სილამაზე და იდუმალება, სენსუალურობა და ელეგანტურობა – ეს არის Bvlgari Jasmin Noir-ში „გამოწყობილი“ ქალის რეალური მახასიათებლები. ამ სურნელმა დაიკავა თავისი კანონიერი ადგილი იტალიური ბრენდის პრესტიჟული პარფიუმერული პროდუქტების ხაზში.
სარეკლამო კამპანია Bvlgari Jasmin Noir-ს ცნობილი ბრიტანელი მოდელი კეიტ მოსი წარმოადგენდა და სუნამოს პოპულარობა დიდწილად მასზე იყო დამოკიდებული. ცნობადი სახე, იდუმალი გამომეტყველება, სარეკლამო პროდუქტების ბრწყინვალე დიზაინი და პარფიუმერიის მაღაზიების ორიგინალური ვიტრინა, აიძულებდა ქალებს დაინტერესებულიყვნენ სიახლით. იხილეთ დანარჩენი კოლექცია, კატეგორიაში – ქალის სუნამოები.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.