სუნამო Chanel Chance-ის ყვავილოვან-შიპრის კომპოზიცია პოზიტიურ, თამამ ქალებს ეძღვნება. ის აერთიანებს ახალგაზრდობის სიწმინდესა და ენერგიულობას. ეს ახალგაზრდობა დაჯილდოებულია თავდაჯერებულობითა და თავხედობით, წყურვილით იცხოვრო და შექმნა საკუთარი სამყარო შენს გარშემო, გიყვარდეს და გჯეროდეს სასწაულების. Chanel Chance  აღვიძებს გრძნობებს, იზიდავს მაგნიტივით და არ უშვებს ხელიდან. ამავდროულად, სუნამოს აქვს განსაკუთრებული, დახვეწილი სენსუალურობა, რაც ასე დამახასიათებელია ახალგაზრდა ქალებისთვის. ეს არომატი საოცრად აერთიანებს სიახლეს და ვნებას, რომელიც უდავოდ მოგეწონებათ. Chanel Chance-ს აქვს ღია, მსუბუქი, პოზიტიური ხასიათი, ის აღვიძებს წარმოსახვას და ემოციებს. სუნამოს შემადგენლობა მოიცავს ლიმონის, ჰიაცინტის, ვარდისფერი წიწაკის, ზამბახის, ჟასმინის, პაჩულის, ქარვისა და ვეტივერის ნოტებს, ასევე თეთრი მუშკის ნოტებს.
							 
			
											
			
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.