სიელის უნიკალური სერვისი – “სუნამოების ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს სახალისო და ინოვაციურ გზებს პარფიუმერიის სამყაროს შესასწავლად. ასევე მათთვის ვინც მზად არის მიიღოს ჩვენი გამოწვევა და გამოსცადოს საკუთარი თავი „სუნამოს ექსპერტის“ ამპლუაში. ეს სერვისი აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება! დეგუსტაციაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია საიტზე განათავსოთ შეკვეთა (100₾ ან მეტი).
შეკვეთის განთავსების შემდეგ უნდა მიუთითოთ 1, 2 ან 3 სუნამო, რომლის სურნელის ამოცნობაშიც თვლით რომ ხართ ექსპერტი. ჩვენი კურიერი შეკვეთასთან ერთად მოგიტანთ სუნამოს დეგუსტაციის ქეისს, სადაც განთავსებული იქნება 5 სხვადასხვა სუნამოს ბლოტერი, რომელთა შორის 2 სუნამომდე, იქნება თქვენს მიერ მითითებული სუნამოებიდან შერჩეული, ხოლო დანარჩენი ჩვენი სუნამოების ექსპერტის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნამდვილად ხართ ექსპერტი და ამოიცნობთ თქვენს მიერ მითითებულ სუნამოს სურნელს, მიიღებთ მას საჩუქრად. სხვა შემთხვევაში ქეისი დარჩება თქვენთან, რომ უფრო უკეთ გაეცნოთ ახალ არომატებს და შემდეგი შეკვეთისას უფრო მომზადებული შეხვდეთ ჩვენს გამოწვევას. სუნამოების ონლაინ მაღაზია CIEL – ადგილი, სადაც არასდროს მოიწყენ!
Verified owner ბარბარე (დამოწმებული მფლობელი) –
გოგოებო, მინდა გაგიზიაროთ შთაბეჭდილებები სუნამო დელინაზე. სპეციალურად ვატარე, ვცადე სხვადასხვა ამინდის პირობებში, განსხვავებულ განწყობაზე და ა.შ. თამამად შემიძლია ვთქვა – ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სუნამო გაზაფხულისა და გრილი ზაფხულისთვის, რომელიც მქონია ჩემს კოლექციაში. Delina სხვადასხვა დოზებში ქმნის ნებისმიერ განწყობას!!!
ერთი შესხურება თმაზე და რომანტიული ხარ, მსუბუქი და თავისუფალი! რამდენიმე შესხურება ყელზე და ნაზი, იდუმალი ადამიანი ხარ. ეს გაზაფხული საუკეთესო იყო ჩემთვის! მადლობა Parfums de Marly Delina!!!!!
Verified owner მაია (დამოწმებული მფლობელი) –
შევუკვეთე სუნამო 5 მლ ფლაკონში წინასწარი ტესტირების გარეშე, მხოლოდ პარფიუმერული ბლოგერების მიმოხილვების საფუძველზე. სინჯიდან, სანამ არ შევისხურე, მხოლოდ ვარდის ტკბილი სურნელი ვიგრძენი. უცებ გავიფიქრე, კარგი ვქენი რომ დიდი მოცულობა არ ვიყიდე-მეთქი, მაგრამ როცა ხელზე დავისხი, მეტამორფოზა მოხდა, ვარდები სადღაც გაქრნენ! ეს იყო რაღაც წარმოუდგენლად ტკბილი – გემრიელი, მაგრამ აბსოლუტურად არა მოსაწყენი სუნამო, ძალიან ქალური სურნელი.
Verified owner თამუნა ერაძე (დამოწმებული მფლობელი) –
საოცარი სუნამოა! ვარდის სურნელი არასოდეს მიყვარდა პარფიუმერიაში, მაგრამ აქ ისეთი ნაზია, თავს არ მაბეზრებს. მუდამ ვღებულობ კომპლიმენტებს. ძალიან მდგრადია და ლამაზი შლეიფი აქვს. მუშკი რბილი და სასიამოვნოა. ლიჩის ნოტა აქ ფლერ ნარკოტიკს ჰგავს. უზომოდ მიხარია, რომ დელინა შევიძინე!