საიტზე – CIEL.GE ქცევის წესები

(24.03.2024)

ადმინისტრაციას აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეიტანოს ცვლილება წესებში.

დამრღვევი პირის მიერ წესების არ ცოდნა არ აცილებს მას სასჯელს ცენზურა:

1.1 საიტზე უნდა დაიცვათ ყოველგვარი ცენზურა.

1.2 ცენზურის დარღვევად მიიჩნევა ბილწსიტყვაობა.

1.3 ცენზურის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების და ბანის დადების  უფლება.

რეკლამირება:

2.1 დაუშვებელია კომენტრებში/პერსონალურ შეტყობინებებში/ხელმოწერაში რეკლამირება.

2.2 წესის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება წაშალოს/დაარედაქტიროს კომენტარი.

2.3 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს უფლება დასაჯოს დამრღვევი პირი.

 

ავატარი და ხელმოწერა:

3.1 როგორც ავატარი, ასევე ხემოლმოწერაც არ უნდა შეიცავდეს: ძალადობას, დისკრიმინაციას, მათ შორის, – რელიგიურს, საფრთხეს (დემოგრაფიულ, ნაციონალურ, რელიგიურ ან პოლიტიკურ თემაზე), გარყვნილება (პორნოგრაფია და ეროტიკული მასალა), პროპაგანდა, ტერორიზმი, ფაშიზმი, ნარკოტიკები , არანორმატიულ და უცენზურო სიტყვებს, ქცევებს, სხვა რესურსების/საიტების რეკლამირებას.

3.2 იკრძალება ადმინისტრაციის წევრების ავატარების დაყენება.

3.3 წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს ავატარის/ხელმოწერის წაშლის უფლება.

 

კომენტარები:

4.1 კომენტარები რომელიც შეიცავს საინტერესო, სახალისო ცნობებს/რჩევებს ფლუდად არ ითვლება.

4.2 კომენტარების სისტემა შექმინილია იმისათვის რომ:

– გამოთქვათ თქვენი აზრი და მადლობა გადაუხადოთ  ბლოგის ავტორს.

– დასვათ თქვენთვის საინტერესო ტექნიკური კითხვა რომელიც ეხება მიმდინარე სიახლეს.

– კომენტარი, რომელიც შეეხება მიმდინარე თამაშს/სიახლეს და იძლევა გარკვეულ ცნობებს მის შესახებ.

4.3 აკრძალულია ფლეიმი, ფლუდი.

4.4 ზემოთ ხსენებული წესების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციას აქვს კომენტარის წაშლის/რედაქტირების უფლება.

საიტზე აკრძალულია ნებისმიერი სახის უწმაწური სიტყვა, არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ იქნება ის გამოხატული, სიტყვიერად თუ სიმბოლოებით;

საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებელი ვალდებულია თავისი მონაცემების კონფიდენცილურობაში, იმ შემთხვევაში თუ მისი სახელით სხვა ისარგებლებს ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს;

საიტზე აკრძალულია ერთიდაიგივე პიროვნების რამდენიმეჯერ რეგისტრაცია;

 

კომენტარების წერის წესები

კომეტარის დამატების დროს მომხმარებელი ვალდებულია დაიცვას ცენზურა და პატივი სცეს საიტზე მყოფ ყველა წევრს. კომენტარი, რომელიც სიტყვიერი მაპროვოცირებელი იქნება ან ზედმეტად გამომწვევი, საიტიდან წაიშლება. მისი ავტორი მიიღებს IP ბანს (ვეღარ შემოვა საიტზე) ყოველგავრი გაფრთხილების გარეშე;

კომენტარის დამატების დროს წევრი ვალდებულია გაკეთოს კომენტარი კონკრეტულ იმ სიახლის შესახებ, რომელზეც ის გამოხატავს თავის აზრს, მას ეკრძალება ისეთი კომენტარის გაკეთება, რომელიც არავითარ კავშირში არ არის სიახლესთან;

საიტზე იკრძალება ისეთი კომენტარების დატოვება, რომლებიც შეიცავენ რეკლამას. მისი ავტორი პირველად მიიღებს სიტყვიერ გაფრთხილებას, ხოლო იგივეს გამეორების შემთხვევაში მისი ავტორი მიიღებს IP ბანს;

საიტზე კატეგორიულად იკრძალება ე.წ. “ფლუდერობა”, ანუ უაზრო კომენტარის წერა. რამდენიმე კომენტარის ზედიზედ დაწერა ერთ სიახლეში, როდესაც ამას სიტუაცია არ მოითხოვს და მარტივად არის შესაძლებელი, რომ ეს ყველაფერი ერთ კომენტარში ჩაეტიოს და ა.შ.

საიტზე კატეგორიულად აკრძალულია სხვა ქართულენოვანი საიტებიდან სიახლის დაკოპირება, მოპარვა;

ეცადეთ, სტატია იყოს გრამატიკულად გამართული. ასევე მიაქციეთ ყურადღება სიტყვების სწორად წერას, ამიტომაც როდესაც სტატიას დაწერთ და სანამ გამოაქვეყნებთ კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი, რომ რაიმე სახის შეცდომა არ იყოს გაპარული

თუ სიახლეში გამოყენებული გაქვთ ვინმე პიროვნების ნათქვამი აუცილებლად ჩასვით ბრჭყალებში, გაამუქეთ და დაწერეთ შესაბამისი შრიფტით (გადახარეთ).

 

საავტორო უფლებები

საიტზე – ciel.ge არსებული დიზაინი, ტექსტი, გრაფიკა, ლოგოები, აიქონები, სურათები, აუდიო და ვიდეო მასალა, მათი განლაგება და არსებული პროგრამული უზრუნველყოფა  დაცულია საავტორო უფლებით (c) 2024. ყველა უფლება დაცულია. საიტზე მოცემული კონტენტი (აქ იგულისხმება შეგროვება, დახარისხება და აწყობა) არის “სიელი” -ს ექსკლუზიური საკუთრება და დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საავტორო უფლებების საერთაშორისო კანონებით. საიტზე გამოყენებული  პროგრამული უზრუნველყოფა არისსიელის ან მისი პროგრამული უზრუნველყოფის მომწოდებლების საკუთრება და დაცულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით  და საავტორო უფლებების საერთაშორისო კანონებით.

„სიელი“ უფლებას იტოვებს პერიოდულად, ნებისმიერ დროს, გაუფრთხილებლად და საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს სარგებლობის წესები, სახელმძღვანელო მითითებები და ინსტრუქციები. სარგებლობის წესებში ცვლილების შეტანის გადაწყვეტილების შემთხვევაში, „სიელის“ საიტზე განათავსებს ახალ ვერსიებს და განაახლებს ზემოთ მითითებულ თარიღებს. ამ გამოყენების წესებში, სახელმძღვანელოში ან ინსტრუქციაში ცვლილებები ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. საიტებით სარგებლობის გაგრძელება ცვლილების გამოქვეყნების შემდეგ ნიშნავს, რომ ეთანხმებით ცვლილებებს. რეკომენდირებულია ხშირად გადახედოთ ამ სარგებლობის წესებს, მითითებებს და ინსტრუქციებს და ნებისმიერ სხვა მოქმედ პოლიტიკას და მათ თარიღების, რათა გაეცნოთ პირობებს, რომლებიც ვრცელდება თქვენ მიერ საიტის სარგებლობაზე.

ნებადართულია საიტის გარკვეული ნაწილების ელექტრონული კოპირება და ბეჭდვა მხოლოდ „სიელ“-თან შეკვეთის გაფორმების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ან საიტების შოპინგ რესურსის სახით გამოყენების მიზნით. საიტზე განთავსებული მასალის რაიმე სახით გამოყენება – მათ შორის რეპროდუცირება (გარდა ზემოთ მითითებული მიზნებისთვის), მოდიფიკაცია, გავრცელება, ხელახლა გამოქვეყნება, გადაცემა, ჩვენება – „სიელის“ -ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე სასტიკად აკრძალულია.

 

სავაჭრო ნიშნები

ciel.ge და ყველა გვერდის დასახელება, გრაფიკა და ღილაკების აიქონები „სიელი“ -ს სავაჭრო ნიშნებია და აკრძალულია მათი გამოყენება რაიმე პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით, რომელსაც „სიელი“ არ გთავაზობთ, ნებისმიერი ფორმით, რომელიც სავარაუდოდ დააბნევს მომხმარებელს. ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი, პროდუქტის დასახელება და კომპანიის სახელწოდებები და ლოგოები მათი შესაბამისი მფლობელების საკუთრებაა.

 

ინფორმაცია პროდუქციის შესახებ

საიტზე განთავსებული პროდუქციის შეკვეთა და მიწოდება შესაძლებელია საქართველოს ფარგლებში, ევროპის ქვეყნებში, სადაც საქართველოს ფოსტას აქცს მიწოდება. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ciel.ge-ს მიწოდების განყოფილება. საიტზე მითითებული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ მაღაზიაში. ciel.ge-ზე ფასები მითითებულია ქართულ ლარში და მოქმედებს. სავაჭრო სახელის, სავაჭრო ნიშნის, მწარმოებლის, მიმწოდებლის ან სხვა მითითება ნებისმიერ პროდუქტზე, მომსახურებაზე, პროცესზე ან სხვა ინფორმაციაზე, არ გულისხმობს “სიელი”-ს მიერ მათ რეკლამირებას, სპონსორობას, ან რეკომენდირებას.

“სიელი”-ს მიერ წარმოდგენილი მასალა და ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ პირადი, სასწავლო, ან საინფორმაციო მიზნებისთვის. მწარმოებლების მიერ პროდუქციის შესახებ გაკეთებული განცხადებები საქართველოს მიერ არ არის შეფასებული. სურსათის და მედიკამენტების ადმინისტრაციის ან ნებისმიერი სხვა სამთავრობო უწყების მიერ დაფიქსირებული შედეგები ყველა მომხმარებელზე არ ვრცელდება. “სიელი”-ს მეშვეობით გაყიდული პროდუქცია არ არის გამიზნული 

რაიმე დაავადების დიაგნოზირების, მკურნალობის, ან პრევენციისთვის. “სიელი”-ს პროდუქციის არასრულწლოვანი პირების მიერ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ არასრულწლოვნის მშობლის ან წარმომადგენლის მიერ პროდუქტს არასრულწლოვნის ექიმთან შეთანხმების შემდეგ.

პროდუქციის გამოყენება უნდა მოხდეს ინსტრუქციების, გაფრთხილებების და მითითებების მკაცრად დაცვით. ყოველთვის უნდა შეამოწმოთ პროდუქციის ინგრედიენტები, ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად. საიტზე მოცემული ინფორმაცია ვერ ჩაანაცვლებს პროფესიულ სამედიცინო რჩევას: საიტი მხოლოდ თავის მოვლის საშუალებების სპეციალიზებული ონლაინ მაღაზიაა. გთხოვთ წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან საიტიდან მიღებული პროდუქტის ან ინფორმაციის გამოყენებაზე. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს თქვენი ექიმი. „სიელი“ ვერ გასცემს პასუხს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ კითხვებზე და საიტი ვერ ჩაანაცვლებს პროფესიულ საინფორმაციო რესურსს ჯანდაცვის სფეროში. „სიელი“ არ ასრულებს ექიმის ფუნქციებს და საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ეს არ იგულისხმება. საიტზე განზრახ არ არის განთავსებული ინფორმაცია დანიშნულებით გასაცემ მედიკამენტებზე და მკურნალობაზე. სამედიცინო დახმარებისთვის დაუყოვნებივ მიმართეთ 112-ს ან ექიმს.

საიტზე და საჯაროდ ხელმისაწვდომი პროდუქტები, მათ შორის ნებისმიერი ნიმუში, რომელიც შესაძლოა „სიელ“-მ გადმოგცეთ, განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისთვის. დაუშვებელია „სიელი“ -სგან შეძენილი პროდუქციის ხელახლა რეალიზაცია. „სიელი“ უფლებას იტოვებს გაუფრთხილებლად ან წინასწარ გაფრთხილებით, საკუთარი შეხედულებისამებრ გააუქმოს, ან შეამციროს შეკვეთის ან თქვენთვის მოწოდებული პროდუქციის რაოდენობა, ამ სარგებლობის წესების დარღვევის შემთხვევაში. კანონით აკრძალული შემთხვევების გარდა, „სიელ“-მა შეიძლება შეზღუდოს გასაყიდი პროდუქციის რაოდენობა.