სიელის უნიკალური სერვისი – “სუნამოების ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს სახალისო და ინოვაციურ გზებს პარფიუმერიის სამყაროს შესასწავლად. ასევე მათთვის ვინც მზად არის მიიღოს ჩვენი გამოწვევა და გამოსცადოს საკუთარი თავი „სუნამოს ექსპერტის“ ამპლუაში. ეს სერვისი აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება! დეგუსტაციაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია საიტზე განათავსოთ შეკვეთა (100₾ ან მეტი).
შეკვეთის განთავსების შემდეგ უნდა მიუთითოთ 1, 2 ან 3 სუნამო, რომლის სურნელის ამოცნობაშიც თვლით რომ ხართ ექსპერტი. ჩვენი კურიერი შეკვეთასთან ერთად მოგიტანთ სუნამოს დეგუსტაციის ქეისს, სადაც განთავსებული იქნება 5 სხვადასხვა სუნამოს ბლოტერი, რომელთა შორის 2 სუნამომდე, იქნება თქვენს მიერ მითითებული სუნამოებიდან შერჩეული, ხოლო დანარჩენი ჩვენი სუნამოების ექსპერტის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნამდვილად ხართ ექსპერტი და ამოიცნობთ თქვენს მიერ მითითებულ სუნამოს სურნელს, მიიღებთ მას საჩუქრად. სხვა შემთხვევაში ქეისი დარჩება თქვენთან, რომ უფრო უკეთ გაეცნოთ ახალ არომატებს და შემდეგი შეკვეთისას უფრო მომზადებული შეხვდეთ ჩვენს გამოწვევას. სუნამოების ონლაინ მაღაზია CIEL – ადგილი, სადაც არასდროს მოიწყენ!
Verified owner ირინა მაჭავარიანი (დამოწმებული მფლობელი) –
პირველად 1998 წელს გამოჩნდა ჩემს პარფიუმერულ გარდერობში. ერთმა ნაცნობმა აჩუქა დედას და მერე ეს საჩუქარი ჩემთან გადმოვიდა, თქვა, რომ ძალიან ახალგაზრდულია და მე არ მომიხდებაო. დეკემბერის თვე იყო და საახალწლო არდადეგების განმავლობაში მთელი ფლაკონი დავცალე.
ფრანკ ოლივერის სუნამოს საგანგებოდ გამოყენება დეკემბერში, ტრადიციად მექცა მრავალი წელია. დროთა განმავლობაში ის საერთოდ არ შეცვლილა, ისეთივე გემრიელი, თბილი და სადღესასწაულოა. ნათლად მესმის დაშაქრული ქლიავი ატმის ჟელეში, ვანილით გაჟღენთილი. ზამთრის სუსხიან დღეებში უჩვეულოდ ლამაზად იხსნება.