სუნამო Maison Margiela Replica Flower Market – ო, რა სასიამოვნო სურნელია, თითქოს გაზაფხულზე ახლად აყვავებულ ბაღებში დააბიჯებთ! ყვავილების ამ მომხიბვლელმა არომატმა ზამთრის სუსხის შემდეგ ძლივს გამოიღვიძა და ახლა ამწვანებულ ვაკეებზე სასეირნოდ გიხმობთ, გაჰყევით და დატკბეთ შინ დაბრუნებული გადამფრენი ჩიტების სიმღერით! ამ ჯადოსნურ ატმოსფეროს Maison Martin Margiela-ს პირველივე წვეთის შესხურებისთანავე შეიგრძნობთ.
თეთრი ჟასმინისა და ეგზოტიკური ტუბეროზის მიმზიდველი და დახვეწილი ნოტები მყისვე შეგაყვარებთ საკუთარ თავს. კომპოზიციის გულის მთავარი კომპონენტი შუშხუნა ფრეზიაა, რომელსაც მშვიდად ეხმიანება ყვავილების დიდებული დედოფლის, პარფიუმერიის მოდის უსასრულო კლასიკის – ტკბილი ვარდის ჩრდილი. ეს მდიდარი ყვავილოვანი ფლორა თავად ბუნებასავით დახვეწილი, ნამდვილი პრინცესების საკუთრებაა. Maison Martin Margiela’s Flower Market – შთაგონება პირველივე ამოსუნთქვით!
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.