სიელის უნიკალური სერვისი – “სუნამოების ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს სახალისო და ინოვაციურ გზებს პარფიუმერიის სამყაროს შესასწავლად. ასევე მათთვის ვინც მზად არის მიიღოს ჩვენი გამოწვევა და გამოსცადოს საკუთარი თავი „სუნამოს ექსპერტის“ ამპლუაში. ეს სერვისი აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება! დეგუსტაციაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია საიტზე განათავსოთ შეკვეთა (100₾ ან მეტი).
შეკვეთის განთავსების შემდეგ უნდა მიუთითოთ 1, 2 ან 3 სუნამო, რომლის სურნელის ამოცნობაშიც თვლით რომ ხართ ექსპერტი. ჩვენი კურიერი შეკვეთასთან ერთად მოგიტანთ სუნამოს დეგუსტაციის ქეისს, სადაც განთავსებული იქნება 5 სხვადასხვა სუნამოს ბლოტერი, რომელთა შორის 2 სუნამომდე, იქნება თქვენს მიერ მითითებული სუნამოებიდან შერჩეული, ხოლო დანარჩენი ჩვენი სუნამოების ექსპერტის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნამდვილად ხართ ექსპერტი და ამოიცნობთ თქვენს მიერ მითითებულ სუნამოს სურნელს, მიიღებთ მას საჩუქრად. სხვა შემთხვევაში ქეისი დარჩება თქვენთან, რომ უფრო უკეთ გაეცნოთ ახალ არომატებს და შემდეგი შეკვეთისას უფრო მომზადებული შეხვდეთ ჩვენს გამოწვევას. სუნამოების ონლაინ მაღაზია CIEL – ადგილი, სადაც არასდროს მოიწყენ!
მაკა –
გამარჯობათ,მაინტერესებს ამ მოდელის მის დიორის შესახებ რამოდენიმე შეკითხვა მინდა დაგისვათ,როგორ ხდება თქვენთან შეძენა და როგორ ხდება მიწოდება?
Store manager სიელი –
გამარჯობათ ქალბატონო მაკა. მადლობა, რომ დაინტერესდით! შეძენა შეგიძლიათ აქვე ონლაინ. ჩადეთ კალათაში, გადადით შემდეგ ნაბიჯზე, შეავსეთ მარტივი ველები: სახელი გვარი, ტელეფონი და ზუსტიო მისამართი. შეძენის მეთოდებში მიუთითეთ ბარათით ან ონლაინ განვადებით შეძენა. ამის შემდეგ ჩვენი მენეჯერი გაამზადებს შეკვეთას და კურიერი დაგიკავშირდებათ.
მარიამი –
გამარჯობა. ეს ორიგინალია თუ დუპლიკატი? დიდი მადლობა
Store manager სიელი –
სალამი ქალბატონო მარიამ! მადლობა, კომენტარზე. კონკრეტულად ეს სუნამო ევროპის წამყვანი პარფიუმერული ქარხნის წარმოებაა. ხარისხზე მე პირადად, როგორც საიტის მფლობელი და სუნამოს ექსპერტი 20 წლიანი გამოცდილებით, პასუხისმგებელი ვარ.
მარიამ ჩიქოვანი –
უდიდესი მადლობა ბატონ მალხაზს და CIEL-ს. შეყვარებული ვარ სუნამოზე, ნამდვილი გაზაფხული მეწვია Miss Dior-ის სახით. საუკეთესო მომსახურება, ულამაზესი ფლაკონი კიდევ უფრო მშვენიერი სურნელით.
nika.gvitchiani33 –
მადლობა ოპერატიული მომსახურებისთვის ❤️ ხარისხისთვის ❤️ ადექვატური ფასებისთვის❤️
Store manager CIEL –
მადლობა ბატონო ნიკა, თბილ და გუწრფელ შეფასებაზე! მოხარული ვართ, რომ ნასიამოვნები დარჩით სიელის მომსახურებით!