BB
Penhaligon’s Solaris – არის ნათელი და ენერგიული სუნამო, რომელიც გამოხატავს მზის პირველ სხივების სითბოსა და სიმსუბუქეს. ეს არომატი გადმოსცემს სიმშვიდეს და სიმყუდროვეს.
სუნამო Solaris იწყება ციტრუსოვანი აფეთქებით, რომელშიც იგრძნობა ბერგამოტის და ლიმონის ნოტები, რომელიც ნაზად ერწყმის ყვავილოვან გულს – ნეროლისა და ჟასმინის ფაქიზი ტონები საოცრად უხდება მზიან არომატს.
ამ ნოტებს სიღრმეს მატებს ვეტივერის და კედრის ხის ტონი, რაც სუნამოს სუფთა და ცოტა დამამშვიდებელ შლეიფს ანიჭებს. Penhaligon’s Solaris იდეალურია როგორც ყოველდღიური სუნამო მათთვის, ვინც აფასებს ბუნებრივ, ჰაეროვან არომატებს, რომლებიც გამორჩეულია დახვეწილი ელეგანტურობით.
გამოიცანი სუნამო და მიიღე პრიზი
ჩვენი უნიკალური არომა სერვისი – “სუნამოს ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია იმათთვის, ვინც ეძებს ახალ, სახალისო და ინოვაციურ გზას პარფიუმერული სამყაროს შესასწავლად. როცა სიელის კურიერი მოგაწვდით თქვენს შეკვეთას, ის შემოგთავაზებთ ჩვენს უნიკალურ სერვისს: ბრმა დეგუსტაცია სუნამოს სინჯებით. ეს სერვისი ერთდროულად აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება.
სიელის ლოიალობის პროგრამა
CIEL-ის ლოიალობის პროგრამა – “წვეთები”, შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი შოპინგი ვაქციოთ არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ დამატებითი ბონუსებით სავსე. დაგროვებული ქულები შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას, სპეციალური საჩუქრებისთვის ან ფასდაკლების მისაღებად. შემოუერთდით ბრენდ “სიელის” ლოიალობის პროგრამას დღესვე და მიიღეთ სარგებელი, რომელიც ონლაინ შოპინგს მიმზიდველს და მომგებიანს გახდის თქვენთვის!
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.