სიელის ლოიალობის პროგრამა

CIEL-ის ლოიალობის პროგრამა – “წვეთები”, შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი შოპინგი ვაქციოთ არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ დამატებითი ბონუსებით სავსე. დაგროვებული ქულები შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს ონლაინ მაღაზიაში პროდუქტის შეძენისას, სპეციალური საჩუქრებისთვის ან ფასდაკლების მისაღებად. შემოუერთდით ბრენდ “სიელის” ლოიალობის პროგრამას დღესვე და მიიღეთ სარგებელი, რომელიც ონლაინ შოპინგს მიმზიდველს და მომგებიანს გახდის თქვენთვის!

რა სარგებელს მიიღებთ “სიელის” ლოიალობის პროგრამით?

  • ქულები რეგისტრაციისთვის: შეავსეთ მარტივი რეგისტრაციის ფორმა ჩვენს საიტზე და დაუყოვნებლივ მიიღებთ საწყის ბონუს ქულებს.
  • ქულები ყოველ შენაძენზე: თქვენი ყოველი შენაძენი დაგროვდება ქულებად, რომელთა გამოყენებითაც მომავალში მიიღებთ ფასდაკლებას.
  • მეგობრების მოწვევა: გაუზიარეთ თქვენი შოპინგის გამოცდილება მეგობრებს! ყოველი რეკომენდაციისთვის, რომელიც გამოიწვევს ახალ მომხმარებლის რეგისტრაციას, მიიღებთ დამატებით ბონუსებს.
  • ქულები კომენტარის დაწერისთვის: გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და მიმოხილვები ჩვენი სუნამოების შესახებ და მიიღეთ დამატებითი ქულები.

რატომ უნდა აირჩიოთ “სიელის” ლოიალობის პროგრამა?

ჩვენი ლოიალობის პროგრამა გამორჩეულია სხვა ბრენდების პროგრამებთან შედარებით, რადგან:

  • გახანგრძლივებული ბონუს ქულების მოქმედება: “სიელში” დაგროვებული ქულები არ იწურება სწრაფად. ისინი შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს, თქვენი შეხედულებისამებრ.
  • უნიკალური აქციები და პრივილეგიები: ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს ექსკლუზიური აქციები, პირველები გაიგებენ ახალი კოლექციების და შეზღუდული რაოდენობის სუნამოების შესახებ.
  • დამატებითი სარგებელი ყოველი აქტივობისთვის: თქვენ იღებთ ქულებს არა მხოლოდ შენაძენისთვის, არამედ ნებისმიერი სხვა აქტივობისთვისაც, როგორიცაა კომენტარის დაწერა, მეგობრების მოწვევა, მიმოხილვების გაზიარება და სხვა.

როგორ გამოვიყენოთ დაგროვებული ქულები?

დაგროვებული ქულები შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენს საიტზე ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, ფასდაკლების მისაღებად ან სპეციალური საჩუქრებისთვის. შეუერთდით “სიელის” ლოიალობის პროგრამას დღესვე და ისარგებლეთ განსაკუთრებული სარგებელით, რომელიც თქვენს შოპინგს კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესო გახდის!