მოგესალმები ძვირფასო სტუმარო!
პირველ რიგში მადლობას გიხდი,რომ ეწვიეთ ჩვენ ონლაინ მაღაზიას. იმისათვის, რომ თქვენ მშვიდად იყოთ და შეგეძლოთ სიამოვნებით მოიხმაროთ სიელის პროდუქცია, თქვენთვის მომზადებული გვაქვს გარანტიების სრული პალიტრა. ვინაიდან დღეს ბევრი ყალბი პარფიუმერული ნაწარმია გავრცელებული სუნამოს ბაზარზე, ბევრს აწუხებს ორიგინალობის საკითხი. ამ თემატიკაზე მეტი ინფორმაციის მისაღებად, გაეცანით სპეციალურ სტატიას ჩვენი ბლოგიდან – ყალბი სუნამო – ისწავლე სუნამოს შემოწმება ექსპერტის 7 რჩევით. სიელის მარკის სუნამოებს ქმნის მსოფლიო კლასის 35 ფრანგი პარფიუმერი, რომლებიც ცნობილი დიზაინერებისთვის ქმნიან ბესთსელერ არომატებს. კომპანია სიელის ყველა პარფიუმერია მზადდება ევროპის 8 საუკეთესო ლაბორატორიაში, სადაც სუნამოები, ასევე მზადდება მოდის სახლებისთვის: DIOR, VERSACE, CHANEL, GUCCI, NARCISCO RODRIGUES, HERMES, GIVENCHY. სიელის სუნამოები და კოსმეტიკა მონაწილეობს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში – FIFI FRAGRANCE AWARDS, სადაც CIEL-ის 40 არომატი პარფიუმერული ოსკარით დაჯილდოვდა.
პარფიუმერები ყველაზე მაღალ კონცენტრაციად თვლიან სუნამოს (parfum). ჩვენი არომატები შედგება სუნამოსა და სუნამოს წყლისგან, რაც მათ მაღალ მდგრადობას განაპირობებს. ერთ-ერთი მომენტი, რაც განაპირობებს მდგრადობას, ეს არის – სუნამოს კონცენტრაცია, რომელიც იყოფა შემდეგ კლასებად:
სუნამო ანუ Parfum ყველაზე მაღალი კონცენტრაცია
სუნამოს წყალი Eau De Parfum – საშუალო კონცენტრაცია
ტუალეტის წყალი Eau De Toilette – დაბალი კონცენტრაცია
ოდეკოლონი – Eau De Cologne – ყველაზე დაბალი
წელიწადის დრო: ცნობილია, რომ ზამთრის სუსხი ახშობს ნაზი და ჰაეროვანი სუნამოების ჟღერადობას, ამიტომ არომატს გამყოლი სურნელი ანუ შლეიფიც რომ ჰქონდეს და მდგრადობაც, სწორი არჩევანი იქნება ყვავილოვანი, აღმოსავლური მიმართულების უფრო მძაფრი და ტკბილი სუნამოების გამოყენება. და პირიქით, ზაფხულში, როცა ცხელა, არომატი ადვილად აქროლვადი ხდება. ამიტომ უმჯობესია ზაფხულში გრილი და ჰაეროვანი, ნაზი სუნამოს გამოყენება. ასეთი ტიპის არომატი უფრო მდგრადი იქნება, ვიდრე მძაფრი სუნამო. ჩვენი გარანტიები ეფუძნება ყველა ამ მნიშვნელოვან დეტალებს და თითოეული მათგანი უნდა იქნეს გათვალისწინებული, რაშიც,ძვირფასო მომხმარებელო,თქვენი დახმარებაც გვჭირდება. მხოლოდ მაშინ ვღებულობთ საუკეთესო რეზულტატებს.
გმადლობთ, რომ აგვირჩიეთ და გვენდეთ! გისურვებთ სასიამოვნო ონლაინ შოპინგს და ბრენდ სიელის პროდუქციის გამოყენებით მიღებულ საუკეთესო შედეგებს და სიამოვნებას! საუკეთესო სურვილებით, ონლაინ მაღაზია სიელის დამფუძნებელი – მალხაზ ტაბაღუა და სიელის გუნდი საქართველოში.