სიელის უნიკალური სერვისი – “სუნამოების ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს სახალისო და ინოვაციურ გზებს პარფიუმერიის სამყაროს შესასწავლად. ასევე მათთვის ვინც მზად არის მიიღოს ჩვენი გამოწვევა და გამოსცადოს საკუთარი თავი „სუნამოს ექსპერტის“ ამპლუაში. ეს სერვისი აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება! დეგუსტაციაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია საიტზე განათავსოთ შეკვეთა (100₾ ან მეტი).
შეკვეთის განთავსების შემდეგ უნდა მიუთითოთ 1, 2 ან 3 სუნამო, რომლის სურნელის ამოცნობაშიც თვლით რომ ხართ ექსპერტი. ჩვენი კურიერი შეკვეთასთან ერთად მოგიტანთ სუნამოს დეგუსტაციის ქეისს, სადაც განთავსებული იქნება 5 სხვადასხვა სუნამოს ბლოტერი, რომელთა შორის 2 სუნამომდე, იქნება თქვენს მიერ მითითებული სუნამოებიდან შერჩეული, ხოლო დანარჩენი ჩვენი სუნამოების ექსპერტის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნამდვილად ხართ ექსპერტი და ამოიცნობთ თქვენს მიერ მითითებულ სუნამოს სურნელს, მიიღებთ მას საჩუქრად. სხვა შემთხვევაში ქეისი დარჩება თქვენთან, რომ უფრო უკეთ გაეცნოთ ახალ არომატებს და შემდეგი შეკვეთისას უფრო მომზადებული შეხვდეთ ჩვენს გამოწვევას. სუნამოების ონლაინ მაღაზია CIEL – ადგილი, სადაც არასდროს მოიწყენ!
მარიამ აბესაძე –
დიდი ხნის – 10-15 წლის განმავლობაში, ეს სუნამო ერთადერთი იყო ჩემთვის. ბევრჯერ ვიყიდე ეს ხავერდოვანი ლურჯი ყუთი და არაერთხელ მიმიღია საჩუქრადაც. დაახლოებით 5 წელი ვიყენებდი მხოლოდ მას, მაგრამ ცოტა დასვენება გადავწყვიტე მისგან)) მაგრამ მაინც, ჩემთვის Blue Light არის ნომერ პირველი და საუკეთესო. მე მიყვარს Dolce & Gabbana Light Blue მისი სიმსუბუქისთვის, სიახლის, ახალგაზრდული შეგრძნებების გამო.