გამოიცანი სუნამო და მიიღე ის საჩუქრად

ჩვენი უნიკალური სერვისი – “სუნამოს ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს ახალ, სახალისო და ინოვაციურ გზას სუნამოების სამყაროს შესასწავლად. როცა ონლაინ მაღაზიაში შეუკვეთავთ სუნამოს, ჩვენი კურიერი არა მხოლოდ მოგაწვდით შეკვეთას, არამედ შემოგთავაზებთ ჩვენს უნიკალურ გამოცდილებას: ბრმა დეგუსტაცია სუნამოების სინჯებით.

ეს სერვისი ერთდროულად სახალისოც არის, აზარტულიც და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება. სიელი გთავაზობთ უნიკალურ შანსს, გააფართოვოთ თქვენი არომატების შეგრძნების სამყარო.

აღმოაჩინეთ ახალი ექსკლუზიური სუნამოები და დაამსხვრიეთ შეხედულება, რომ მხოლოდ ერთი “შეუდარებელი” სუნამო დომინირებს სხვებზე და შეუცვლელია. თქვენ გეძლევათ შანსი, განიცადოთ სურნელოვანი მოგზაურობა და შექმნათ განუმეორებელი პარფიუმერული მოგონებები. გაეცანით ასევე ექსკლუზიურ სერვისს – “ჯერ სცადე”.

დაელოდე შენს ამანათს

შეუკვეთე შენი საყვარელი სუნამო ან თავის მოვლის საშუალება და დაელოდე კურიერს. მას თან ექნება 5 მინი სუნამო, რომელთა დასახელება არ გეცოდინება.

იყავი ექსპერტი - გამოიცანი სუნამო

შენ არ გეცოდინება, რა არომატები ექნება თან კურიერს. შენს  ამოცანაში შედის გამოიცნო სიელის კურიერის მიერ შემოთავაზებული სუნამოდან ერთი მაინც.

იყავი ექსპერტი - მიიღე პრიზი

ჩვენ გვსურს დავაჯილდოვოთ შენი ცოდნა! შენი ექსპერტობა სუნამოების დარგში დაჯილდოვდება და სიელის ერთ-ერთ ექსკლუზიურ სუნამოს მიიღებ  საჩუქრად!