Tiziana Terenzi’s Libra For Woman & Man Extrait de parfum 10ml | 100ml

Original price was: 1,000₾.Current price is: 895₾.

B.O.G.
B.O.G.

TBC
B.O.G.

სუნამო Libra Tiziana Terenzi შექმნილია მათთვის, ვინც არომატშიაფასებს დახვეწილობას და ელეგანტურობას. სურნელის კომპოზიცია: Tiziana Terenzi Libra-ს ღრმა და მრავალშრიანი კომპოზიცია იწყება ცოცხალი ციტრუსის ნოტებით, სადაც ლიმონი და ბერგამოტი ქმნიან გამამხნევებელ პირველ შთაბეჭდილებას. შემდეგ, გულის ნოტები ავლენს ყვავილების მდიდარ ბუკეტს, სადაც დომინირებს ვარდი, ჟასმინი და ილანგ-ილანგი, რაც სურნელს ანიჭებს სიღრმეს და სინაზეს.

ძირითადი ნოტები, რომელთა შორისაა სანდალი, ვანილი და პაჩული, სუნამოს მატებს სითბოს, სიმყუდროვეს და ხანგრძლივობას. Tiziana Terenzi Libra განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს ჰარმონიულ, დახვეწილ და მუდმივად აქტუალურ სურნელს. მისი უნიკალური არომატი ერგება როგორც დღის, ისე საღამოს მომენტებს და ტოვებს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას.

 

გამოიცანი სუნამო და მიიღე პრიზი

ჩვენი უნიკალური არომა სერვისი – “სუნამოს ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია იმათთვის, ვინც ეძებს ახალ, სახალისო და ინოვაციურ გზას პარფიუმერული სამყაროს შესასწავლად. როცა სიელის კურიერი მოგაწვდით თქვენს შეკვეთას, ის შემოგთავაზებთ ჩვენს უნიკალურ სერვისს: ბრმა დეგუსტაცია სუნამოს სინჯებით. ეს სერვისი ერთდროულად აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება.

დაელოდე შენს ამანათს

შეუკვეთე შენი საყვარელი სუნამო ან თავის მოვლის საშუალება და დაელოდე კურიერს. მას თან ექნება 5 მინი სუნამო, რომელთა სახელწოდება არ გეცოდინება.

ხარ ექსპერტი? გამოიცანი!

შენ არ გეცოდინება, რა არომატები ექნება თან კურიერს. აქციის პირობით, შენ უნდა გამოიცნო სიელის კურიერების მიერ მოტანილი სუნამოებიდან თუნდაც ერთი.

იცანი სუნამო? მიიღე პრიზი!

ჩვენ გვსურს დავაჯილდოვოთ შენი ცოდნა! შენი პროფესიონალიზმი სუნამოს დარგში დაჯილდოვდება და ჩვენი ბრენდის მინი სუნამოების ნაკრებს მიიღებ  საჩუქრად!

სუნამოს მოხმარების წესები: სიელის ექსპერტის რეკომენდაციები

ყურის ბიბილოს უკანა მხარე

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია – სუნამოს ინტიმურ ელფერს აძლევს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ: თქვენ არ გესმით სუნამო, თავს არ გაბეზრებთ, სხვები კი, ლამაზ შლეიფს დაიჭერენ!

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს თქვენ კანს, ის სუნამოს კომპონენტებს ეხმარება, აიჭრას ჰაერში, რის გამოც სხვები გრძნობენ სურნელს. განა ამ ეფექტს არ მოელით არომატისგან?

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე სასურველი არაა, რომ არ გამოაშროს ის. მზის წნული: აქ ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს. დაისხურეთ სადაც პულსია: მაჯებზე, იდაყვების და მუხლების მოხრის შიდა მხარეს.

სიელის სერვისი: ``ჯერ სცადე``

სანამ შეიძენთ არომატს, დაუთმეთ დრო ჩვენი სუნამოების გაცნობას. სიელის მინი არომატის დახმარებით, თქვენ აღმოაჩენთ პარფიუმერულ მსოფლიოს სრული თავისუფლებით! შეუკვეთეთ სასურველი არომატი და მიიღებთ უფასო საცდელ დოზას დიდ მოცულობასთან ერთად, რათა ახლოს გაეცნოთ მას, სანამ გადაწყვეტთ დაიტოვოთ, დააბრუნოთ ან აჩუქოთ საყვარელ ადამიანს!

1. აირჩიეთ თქვენი სუნამო

შეუკვეთეთ თქვენთვის სასურველი დიდი სუნამო და მიიღეთ მინი არომატიც!

2. ჯერ უბრალოდ სცადეთ!

როცა მიიღებთ თქვენ შეკვეთას, ნიმუშების წყალობით აღმოაჩენთ სუნამოს!

3. დაიტოვეთ ან გაგზავნეთ უკან!

არ მოგეწონა სუნამო? გაუხსნელი დიდი მლ დაგვიბრუნე თანხის მისაღებად!

0 reviews
0
0
0
0
0

მიმოხილვა

ფილტრის მოხსნა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Tiziana Terenzi’s Libra For Woman & Man Extrait de parfum 10ml | 100ml“