Black Orchid Tom Ford For Women and Men Edp 50ml |100ml

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

195950

მიიღე საჩუქრად 195 ქულა და სუნამოების სეთი!
B.O.G.
B.O.G.

TBC
B.O.G.

სუნამო Tom Ford Black Orchid – არის აღმოსავლური ყვავილოვანი სურნელი ქალებისთვის. შავი ორქიდეა შექმნეს დეივიდ აპელმა და პიერ ნეგრინმა. შავი ტრუფელის, ვანილისა და ყვავილების თაიგულის ელემენტებს, ფუფუნების სამყაროში შეჰყავხართ. ეს არომატი, ადრეული ვერსიის – Tom Ford Velvet Orchid-ის ახლებური ინტერპრეტაციაა.

ტომ ფორდის სუნამო “შავი ორქიდეა” საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო არომატია. ეს სუნამო მოეწონებათ, როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. თავად არომატის შემოქმედი ამბობს, რომ ამ ხაზში ყველამ უნდა იპოვოს საკუთარი სურნელი.

  • ზედა ნოტები: ტრუფელი, გარდენია, შავი მოცხარი, ილანგ-ილანგი, ჟასმინი, ბერგამოტი, მანდარინის ფორთოხალი და ლიმონი;
  • გულის ნოტები: ორქიდეა, გარდენია, ხილოვანი ნოტები, ილანგ-ილანგი, ჟასმინი და ლოტუსი;
  • საბაზისო ნოტები: მექსიკური შოკოლადი, პაჩული, ვანილი, საკმეველი, ქარვა, სანდლის ხე, ვეტივერი და თეთრი მუშკი.

სუნამოს მოხმარების წესები: ჩვენი ექსპერტის რეკომენდაციები

ყურის ბიბილოს უკანა მხარე

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია – სუნამოს ინტიმურ ელფერს აძლევს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ: თქვენ არ გესმით სუნამო, თავს არ გაბეზრებთ, სხვები კი, ლამაზ შლეიფს დაიჭერენ!

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს თქვენ კანს, ის სუნამოს კომპონენტებს ეხმარება, აიჭრას ჰაერში, რის გამოც სხვები გრძნობენ სურნელს. განა ამ ეფექტს არ მოელით არომატისგან?

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე სასურველი არაა, რომ არ გამოაშროს ის. მზის წნული: აქ ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს. დაისხურეთ სადაც პულსია: მაჯებზე, იდაყვების და მუხლების მოხრის შიდა მხარეს.

5
1 review
1
0
0
0
0

1 მიმოხილვა: Black Orchid Tom Ford For Women and Men Edp 50ml |100ml

ფილტრის მოხსნა
  1. ანანო ბარბაქაძე

    Tom Ford Black Orchid – ცდუნების ხელოვნება პროვოკაციის ზღვარზე? ტომ ფორდი შავი ორქიდეა. იდუმალი და ჯადოსნური სურნელი, რომელიც აგიჟებს ყველა მამაკაცს! ყოველივე ზემოთქმულს მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ, ჩემი ხედვით, შავი ორქიდეა ნამდვილად არ არის ნორჩი არსების სატარებელი სუნამო. არომატი უჩვეულოა და ძალიან რთული, იმსახურებს გარკვეულ სტატუსს. ეს სუნამო განკუთვნილია მოწიფული თავდაჯერებული ქალებისთვის.

მიმოხილვის დამატება