Venus De Nina Ricci Pour femme Eau de parfum By Nina 30ml | 50ml | 80ml

Original price was: 600₾.Current price is: 530₾.

მიიღე საჩუქრად 530 ქულა და სუნამოების სეთი!
B.O.G.
B.O.G.

TBC
B.O.G.
სუნამო Venus Nina Ricci – გამოხატავს ქალის სილამაზეს, ელეგანტურობასა და ბუნებრივ მომხიბვლელობას. ის შექმნილია იმისთვის, რომ მიანიჭოს ქალს საოცრად მიმზიდველი სურნელი, რომელიც შესანიშნავად ავსებს მის ყოველდღიურობას.

სურნელის ნოტები:

  • საწყისი ნოტები: ხილის ხასხასა სიმწვანე, სადაც მჟავე ვაშლი და ციტრუსის ნოტები ქმნიან ენერგიულ და გამაცოცხლებელ დასაწყისს.
  • გულის ნოტები: ყვავილოვანი სურნელების ბუკეტი – ვარდის, ჟასმინისა და ტკბილი ფორთოხლის ყვავილის კომბინაცია, რომლებიც სურნელს ქალის სინაზეს და დახვეწილობას მატებს.
  • საბაზისო ნოტები: სანდლის ხე და თბილი ვანილი, რომლებიც ხანგრძლივ არომატს და სენსუალურ სიღრმეს ანიჭებს სუნამოს.

სუნამო Venus De Nina Ricci არის არომატი, რომელიც ასახავს ქალურობის ფაქიზ ბუნებას, სრულყოფილ სინაზესა და თავდაჯერებულ ელეგანტურობას. ეს ლამაზი სუნამო იდეალური არჩევანია ქალებისთვის, რომელთაც სურთ ხაზი გაუსვან თავიანთ უნიკალურ სტილს და გამოიწვიონ აღფრთოვანება გარშემომყოფებში.

სრულყოფილი დიზაინი

ხელოვნების ნამდვილი ნამუშევარი, ეს ბოთლი უკავშირდება რობერტ რიჩის ოსტატურ ხედვას – „პარფიუმერია შედევრი უნდა იყოს“.

ექსკლუზიური ნოტები

გრასის პლანტაციაში დამზადებული მაგნოლიის და ჟასმინის ფრაქცია, ნინა რიჩის ბრენდისთვის შემუშავებული ინოვაციური პროდუქტია.

VENUS NINA RICCI

ნინა რიჩი შთაგონებული იყო ჰარის რიდის მიერ და შექმნა ხედვა: აღარ დაივიწყო საკუთარი თავი, რომ გიყვარდეს საკუთარი თავი.

გამოიცანი სუნამო და მიიღე პრიზი

ჩვენი უნიკალური არომა სერვისი – “სუნამოს ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია იმათთვის, ვინც ეძებს ახალ, სახალისო და ინოვაციურ გზას პარფიუმერული სამყაროს შესასწავლად. როცა სიელის კურიერი მოგაწვდით თქვენს შეკვეთას, ის შემოგთავაზებთ ჩვენს უნიკალურ სერვისს: ბრმა დეგუსტაცია სუნამოს სინჯებით. ეს სერვისი ერთდროულად აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება.

დაელოდე შენს ამანათს

შეუკვეთე შენი საყვარელი სუნამო ან თავის მოვლის საშუალება და დაელოდე კურიერს. მას თან ექნება 5 მინი სუნამო, რომელთა სახელწოდება არ გეცოდინება.

ხარ ექსპერტი? გამოიცანი!

შენ არ გეცოდინება, რა არომატები ექნება თან კურიერს. აქციის პირობით, შენ უნდა გამოიცნო სიელის კურიერების მიერ მოტანილი სუნამოებიდან თუნდაც ერთი.

იცანი სუნამო? მიიღე პრიზი!

ჩვენ გვსურს დავაჯილდოვოთ შენი ცოდნა! შენი პროფესიონალიზმი სუნამოს დარგში დაჯილდოვდება და ჩვენი ბრენდის მინი სუნამოების ნაკრებს მიიღებ  საჩუქრად!

0 reviews
0
0
0
0
0

მიმოხილვა

ფილტრის მოხსნა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „Venus De Nina Ricci Pour femme Eau de parfum By Nina 30ml | 50ml | 80ml“