სუნამოს მოხმარება

ყალბი სუნამო – 7 რჩევა სუნამოს შესამოწმებლად

ყალბი სუნამო, სუნამოს შემოწმება, სუნამოს ტესტერი – ეს საკითხები არომატების  ბევრ გურმანს აინტერესებს. ახალი სტატია დაგეხმარებათ არასდროს არ შეგაწუხოთ ისეთმა შეკითხვამ, რომელსაც მომხმარებელი უსვამს გუგლის საძიებო სისტემას: “როგორ განვასხვავოთ ორიგინალი სუნამო ყალბისგან?“.

 

 

სურათი: სუნამოს ტესტირება – რა შეგვრჩება ხელში – ყალბი თუ ორიგინალი?

 

გაყალბებული სუნამოს შეძენა არა მარტო ფულის სანაგვეზე  გადაყრაა. ყალბ სუნამოს, რომელიც ვინ უწყის, რომელ არალეგალურ საწარმოშია დამზადებული ტექნოლოგიების დაცვის გარეშე და საშიში ინგრედიენტების გამოყენებით, თქვენს ჯანმრთელობას ადვილად შეუძლია შეუქმნას საფრთხე, დაწყებული ალერგიიდან, – დამთავრებული სასწრაფო ჰოსპიტალიზაციით. მოდით, ერთად გავიგოთ, როგორ დავიცვათ თავი მსგავსი პრობლემებისგან, და ვნახოთ, რა აზრი აქვთ ამ საკითხზე პარფიუმერებს.

 

 

სუნამოს შეძენის ადგილი

„ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის“ – ამ შემთხვევაშიც გამოყენებადია. ყალბი სუნამო მაღაზიის ვიტრინებზეც მრავლადაა. ამიტომ რომელი მაღაზიის რომელ თაროზე იმყოფება თქვენი ოცნების არომატი, სანდო გზამკვლევად არ გამოგადგებათ. თუ თქვენ გენიალური „ცხვირი” არ ბრძანდებით, მარტო გარეკანის დათვალიერებით ვერას გახდებით.

 

 

სურათზე: სუნამო Hugo Boss Botled-ის ორიგინალი და ყალბი ნიმუშები.

 

სუნამოს შემოწმება მარტივია, თუ იცით, რა დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. ორიგინალური წარმოების სუნამოს ყუთზე გარკვევით აწერია მწარმოებლის სრული სახელწოდება, ქარხნის ზუსტი მისამართი. შტრიხ-კოდების იდენტურობა. აუცილებლად უნდა იყოს დატნეული სუნამოს კომპოზიციის შემადგენლობა, გარდა იმისა, რაც თავად პარფიუმერს დაცული აქვს, როგორც საავტორო საიდუმლო.

 

სუნამოს გაყალბების ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა – მისი კომერციული წარმატება ანუ პოპულარობა მომხმარებელში. თავის დროზე, როდესაც პოპულარობის პიკზე იყვნენ, გაყალბებას ვერ გადაურჩნენ ჩვენთვის კარგად ნაცნობი დიზაინერების ბესთსელერი-სუნამოები: Ives Saint Laurent Opium, Climat Lancôme, Magie Noire Lancôme, Chanel № 5, Dior Poison, Anaïs Anaïs by Cacharel, Fidji by Guy Laroche.

 

 

სუნამოს ფერი.

სუნამოს ფერი არ უნდა იყოს მღვრიე და არ უნდა ჰქონდეს ნალექი.

 

 

სუნამოს სურნელი.

შესხურების შემდეგ, 2 დღეშიც, სუნამომ არ უნდა შეიცვალოს ნატურალური სურნელი – ის არ უნდა “ამჟავდეს”, არ უნდა გადავიდეს მომწრო არომატში, რაც ხშირად ახასიათებს არაბეთში დამზადებულ ყალბ სუნამოებს.

 

 

სუნამოს მდგრადობა.

კარგ სუნამოს რა თქმა უნდა ახასიათებს ეს მაჩვენებელი, ოღონდ მთლად ამაზეც დაციკვლა არ შეიძლება. საქმე იმაშია, რომ გამყალბებლები წარმოებაში იყენებენ სინთეტიკურ ინგრედიენტებს, რომლებიც ზრდიან მდგრადობას, მაგრამ ასეთ პარფიუმს სულ მოკლე ხანში ეცვლება სურნელი – ის გადადის მომწრო სუნში. ასე რომ ასეთი სურნელით ნამდვილად ვერავის მოაწონებთ თავს

 

 

ორიგინალ პარფიუმერიაში ყოველთვის იგულისხმება სუნამოების საფრანგეთში წარმოება?

გლობალიზაციამ, ყველა სიკეთესა და უკეთურობასთან ერთად მოიტანა შემდეგი მდგომარეობა პარფიუმერიის სამყაროში: ჩვენს დროში უბრალოდ შეუძლებელია წარმოებამ ერთ კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მოიყაროს თავი. მაღალი კონკურენციისა და უფრო ხელმისაწვდომი ფასების შესათავაზებლად, პარფიუმერს უწევს სხვადასხვა ხერხებს მიმართოს, მაგალითად: პროდუქციის წარმოება გადადის იმ სახელმწიფოში, სადაც უნდა მოხდეს მისი საბოლოო რეალიზება. მაგალითად ასეთ ხერხს მიმართავენ უკვე DIOR, CHANEL, LACOSTE, VERSACE და სხვა ცნობილი ბრენდები.

 

 

პარფიუმერული სკოლები

 

გარდა ამისა, არსებობს სხვა მნიშვნელოვანი მომენტიც. ეს არის ასეთი მცნება, რომელსაც ეწოდება – პარფიუმერული სკოლები. მსოფლიოში არსებობს სუნამოს შექმნის რამდენიმე მიმართულება.

 

მას განაპირობებს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურა, ჩვევები და პარფიუმერული ტრადიციები, რომლებიც დამკვიდრდნენ სხვადასხვა ქვეყნებში. არსებობს აგრეთვე, თავად პარფიუმერების სკოლებიც, რომელშიც მასწავლებელი გადასცემს თავის ცოდნას მოწაფეს, რაც მოწაფის პარფიუმერულ ხელწერაზე აისახება.

 

 

დღეისათვის არსებობს რამდენიმე პარფიუმერული სკოლა. მათ შორის კლასიკად ითვლება ფრანგული სკოლა, რომელშიც პარფიუმერული კომპოზიცია იხსნება სამ ეტაპად.

 

 

სურათზე: სუნამოს კლასიკური სკოლის სამეტაპიანი პირამიდა.

 

 

 

 

ფრანგული სკოლა

1-ელი ანუ საწყისი ნოტა: TOP – მისი შეყნოსვისას ხდება, ასე ვთქვათ, “ერთი ნახვით შეყვარება”. ჩვეულებრივ, ეს, ციტრუსოვანი, მსუბუქი და ჰაეროვანი ნოტებია.

 

მე-2 ნოტა: HEART ანუ გულის ნოტა – აქ არის დამალული არომატის გული, სადაც სუნამოს ხასიათი, მისი არსი და ქარიზმა მჟღავნდება.

 

 

სურათზე: ფრანგული კლასიკური სკოლის, სუნამოს გახსნის სქემა.

 

 

მე-3 ნოტა: BASE – საბაზისო ნოტა. პარფიუმერების ენაზე მას ეწოდება სუნამოს გამამაგრებელი. ამ ნოტებში კონცენტრირებულია ხისებრი (მერქნული) და მცენარეული წარმოშობის ინგრედიენტები. მაგალითად: პაჩული, კედარი, ქარვა, ვანილი, ლაბდანუმი, სანტალი. შლეიფის ნოტები ასევე შედგება ცხოველური წარმოშობის კომპოზიციისგან – ამბრა, მუსკუსი და ა.შ. ზუსტად საბაზისო ნოტებში იმალება სუნამოს მდგრადობის ერთ ერთი საიდუმლო.

 

 

სურათზე: ესტე ლაუდერი – ამერიკული სკოლის შთაგონების წყარო.

 

 

ამერიკული სკოლა

როგორც დამოუკიდებელი სტილი, ის ჩამოყალიბდა მე-XX საუკუნის შუა ხანებში ელიზაბეტ არდენისა და ესტე ლაუდერის ბაზარზე გამოჩენისთანავე. ეს სკოლა უმეტესწილად ასახავს ამერიკული ცხოვრების წესს – აქ პირველ ადგილზე დაყენებულია კარიერა. სუნამოს ამერიკული სკოლის პოტრეტი ასეთია: არომატი უნდა იყოს საკმარისად მდგრადი და უნდა უძლებდეს ერთ სამუშაო დღეს; მოსახერხებელი გამოყენებაში, (უპირატესობა ენიჭება სპრეის ანუ პულველიზატორს). ამერიკული არომატის ხასიათი არ იცვლება მისი ჟღერადობის განმავლობაში და არ იყოფა ნოტებად. ბევრს მოსწონს ეს, არომატი მთლიანი, ერთიანი მონოლიტი ჩანს. მაგრამ არიან ოპონენტები, რომლებიც ამ მიმართულებას პრიმიტიულად თვლიან.

 

 

იტალიური სკოლა

ეს სკოლა საკმაოდ ძველია. ბოლო 30 წლის განმავლობაში, იტალიური სკოლა უფრო ახლოსაა ამერიკულთან. იტალიელებს უყვართ ღრმა ჟღერადობის, ძალიან ტკბილი არომატები. აქ დომინირებენ ყვავილების, ხილის ნოტები და სანელებლები. იტალიური სუნამოების ტიპიური მაგალითია Dolce & Gabbana, Gianfranco Ferre, Nino Cerruti.

 

 

გერმანული სკოლა

ლუქსის კლასის პარფიუმერია, როგორც ტრადიცია, შედარებით ბოლო პერიოდში განვითარდა. უმეტესწილად, ამას ხელი შეუწყო გერმანიაში ისეთი ცნობილი დიზაინერების გამოჩენამ, როგორიცაა Escada (Escada Margaretha Ley), Jil Sander (Jil Sander №4), Karl Lagerfeld (Sun Moon Starts), Joop (Innocence Chloe).

 

გერმანელი პარფიუმერები ქმნიან საკმაოდ ორიგინალურ სუნამოებს. თუმცა, რომელი სკოლისკენ უფრო იხრება – ფრანგული თუ ამერიკულისკენ, ნათლად არ გამოიკვეთება. მაგრამ მათი პარფიუმერიის ხარისხი აშკარად სახეზეა.

 

 

იაპონური სკოლა

ეს სკოლა ცნობილი გახდა იაპონელი დიზაინერების – Shiseido-ს და Kenzo-ს აღიარების შემდეგ. ვინაიდან იაპონელები სუნამოებს მწირად იყენებენ (ბევრი მათგანი პარფიუმერიას საერთოდ არ იყენებს, რადგან ამას ცუდ ტონად მიიჩნევს), იაპონური პარფიუმერია მეტი თავშეკავებულობით გამოირჩევა. ჩვეულებრივ, ეს არის ყვავილოვან-ოკეანური, მწვანე ან ოზონის არომატები (Kenzo, Iseey Miyake, Yohji Yamamoto).

ასევე უნდა შევეხოთ ისეთ თემას, როგორიცაა, ახალი ბრენდების დაბადება – მათი მოსვლა პარფიუმერულ ბაზარზე. არენაზე გამოჩნდნენ ნიჭიერი, ახალი თაობის პარფიუმერები, რომლებთაც ძალუძთ მაქსიმალურად ასიამოვნონ მომხმარებელს ყველა მიმართულებით. ერთ-ერთი ასეთი კომპანიების მაგალითს წარმოადგენს ივ როშე. ახლახანს კი, გამოჩნდა საკმაოდ ძლიერი მოთამაშე – კომპანია სიელი | CIEL.

 

ბრენდი შექმნილია 35-ზე მეტი ლეგენდარული ძველი და ახალი თაობის ფრანგი პარფიუმერების თაოსნობით. მათი 150 სუნამოდან 45-მა, საერთაშორისო პარფიუმერულ კონკურსზე – Fifi Fragrance Award – მიიღო უმაღლესი არომატული ჯილდო – პარფიუმერული ოსკარი.

 

 

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ სტატია, რომელიც სუნამოების ბევრ ფანს აწუხებს – სუნამოს მდგრადობა – როგორ არ მოგატყუოთ ცხვირმა.

 

 

სუნამოს ღირებულება.

როგორ უნდა იქნეს ფასი ისე დაბალანსებული, რომ ფასიც საკმაოდ ხელმისაწვდომი იყოს მყიდველთა უმეტესი ნაწილისთვის და ამავე დროს ხარისხი არ იყოს დაბალი. ვინაიდან, შეუძლებელია მაღალი ხარისხის ექსკლუზიური სუნამო კაპიკები ღირდეს. თანამედროვე პარფიუმერებმა და მარკეტოლოგებმა მიაგნეს ოქროს შუალედს.

 

 

 

სპეციალისტებისთვის ცნობილია, რომ სუნამოს ფასი მომდინარეობს სხვადასხვა კომპონენტებისგან. ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, რომ, როცა მაღაზიაში იძენს ახალ არომატს, ამ ფასში ის იხდის მაღაზიის ქირისა თუ მისი პრესტიჟული ადგილის, შუამავლების, და რაც ყველაზე მეტად აძვირებს პროდუქტის ფასს – რეკლამაში.

 

მაგალითად, თუ არომატის ფასი 100 ლარს შეადგენს, აქედან 10%-ია სითხე ანუ თავად სუნამო. 20% ემატება ფლაკონის დიზაინერის ჰონორარს. 20% მაღაზიის ფასნამატი, 10% ტრანსპორტის ხარჯი. და ბოლოს ყველაზე მთავარი – 40% რეკლამის ფასი. თუ აქედან მოვაშორებთ მაღაზიის, შუამავლებისა და რეკლამის გამანადგურებელ ფასნამატს, ჩვენ ვღებულოთ შესანიშნავ სუნამოს პირდაპირ ქარხნის ფასად. კარგი იდეააა, რას იტყვით? არაფერსაც არ ვიტყვი – “შესანიშნავი იდეაა – მომეცით სუნამო“ – იტყვის მყიდველი და ცეკვა-ცეკვით გაფრინდება შინ.

 

დაიცავით პარფიუმერების ეს 7 მარტივი რჩევა და თქვენ სრული ინფორმაცია გექნებათ, როგორ განასხვავოთ ყალბი სუნამო ორიგინალისგან.

 

 

ძვირფასო მკითხველო, მადლობას გიხდი, რომ თქვენი ძვირფასი დრო დაუთმეთ ჩემს სტატიას.

 

წინ გელოდებათ საინტერესო პოსტები ვიქტორინებით და კონკურსებით. თუ მოგეწონათ ახალი პოსტი, გააზიარეთ და დაალაიქეთ ეს მოკრძალებული ნაშრომები!

 

ეს სტატია აღებული მაქვს ჩემი პირველი საავტორო ბლოგიდან – “წამოიწყე საკუთარი არომატული ბიზნესი კომპანია სიელში”.

 

საუკეთესო სურვილებით, ლაბორატორია სიელის პარფიუმერული ექსპერტი – მალხაზ ტაბაღუა.

 

author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება